დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ბინებით უზრუნველყოფისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ბინებით უზრუნველყოფისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

მიმდინარე წლის განმავლობაში ქუთაისში დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ბინებით უზრუნველყოფისთვის დაახლოებით 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის სამდივნოდან მიაწოდეს.

პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, ქუთაისში დეპუტატების ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველთვიურად ზუსტად 125 062 ლარი იხარჯება.

გარდა ამისა, დაახლოებით ორჯერ მეტია გამოყოფილი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლების ბინით უზრუნველყოფისთვის.

კერძოდ, მათთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 256 080 ლარი იხარჯება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა