"შავი გედის'', ''ოუშენის თორმეტი მეგობრისა'' და უამრავი ცნობილი ფილმის ფრანგი ვარსკვლავი ვენსან კასელი დღეს თბილისში იმყოფებოდა.
გადაღებების გარკვეული ნაწილი დღეს თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე არსებულ კლინიკაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის საქართველოში ყოფნა გასაიდუმლოებული იყო, AMBEBI.GE-მ მაინც შეძლო მისი გადაღება.
მსახიობი ავსტრალიური პროექტის, ''პარტიზანის'' მონაწილეა. ავსტრალიელი რეჟისორის, არიელ კლაიმანის შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ის ფილმში მთავარ როლს დათანხმდა.
ფრანგი ვარსკვლავი შარმიანი და მისტიკური პერსონის, გრეგორის როლს შეასრულებს, რომელიც ქალებსა და ბავშვებს კომუნაში გაერთიანებას სთავაზობს, სადაც ისინი მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს.
ფილმი 2014 წელს გამოვა, მანამდე კი გადაღებები მსოფლიოს მრავალ წერტილში მიმდინარეობს, საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გადაღების მოედანი საქართველოშიც გაიშალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
- მონიკა ბელუჩიმ ვენსან კასელი აზერბაიჯანელი მილიარდერის გამო მიატოვა?
- მონიკა ბელუჩი: "მე და ვენსანს ერთმანეთი ყოველთვის გვეყვარება"