ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძის გან­ც­დე­ბი, ამ­ბო­ხი და მე­ლან­ქო­ლია

ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძის გან­ც­დე­ბი, ამ­ბო­ხი და მე­ლან­ქო­ლია

"მას შემ­დეგ, რაც კითხ­ვა და­ვიწყე, წიგ­ნებს არას­დ­როს დავ­შო­რე­ბი­ვარ", - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძე. საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­ზე, ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ლა­პა­რა­კი და­უს­რუ­ლებ­ლად შე­უძ­ლია. ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­დან 3 დღე­ში ბე­ქა იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. წინ დი­დი გეგ­მე­ბი აქვს, - მას­ტერ­კ­ლა­სი, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, გა­და­ღე­ბა ფილ­მ­ში, თა­მა­ში რო­მის ერთ-ერ­თი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე...

პრეამბულის მაგიერ

- ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­ცა ალ­ბერ­ტო მო­რა­ვი­ას, ლუ­ი­ჯი პი­რან­დე­ლოს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ორი­გი­ნალ­ში წა­ვი­კითხე. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა ტო­ნი­ნო გუ­ე­რას­თან შეხ­ვედ­რა. მან სა­კუ­თა­რი წიგ­ნიც მა­ჩუ­ქა.

- მას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­პინ­ძ­ლო­ბა რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ოჯახ­მა გა­უ­წია. რა ახ­სოვ­და, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე რა გითხ­რა?

- თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბი, რე­ზო გაბ­რი­ა­ძე, სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვი გა­იხ­სე­ნა. ძა­ლი­ან მინ­და, სულ გემ­ღე­რე­ბო­დეთ, რად­გან ქარ­თ­ვე­ლებს სიმ­ღე­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად გიხ­დე­ბა­თო. ის სით­ბო, რო­მე­ლიც თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ვიგ­რ­ძე­ნი, ჩე­მი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არას­დ­როს წა­იშ­ლე­ბაო.

- ად­ვი­ლად მი­გი­ღო?

- რო­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვამ­ბობ­დი, 4 სა­ოც­ნე­ბო ინ­ტერ­ვიუ მაქვს-მეთ­ქი. ტო­ნი­ნო გუ­ე­რას­თან, ფრან­კო ძე­ფი­რელის­თან, ბერ­ნან­დო ბერ­ტო­ლუ­ჩის­თან და გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კეს­თან შეხ­ვედ­რას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი. პირ­ვე­ლი 2 რეს­პონ­დენ­ტი ჩავ­წე­რე და მჯე­რა, დი­დი იმე­დი მაქვს, ბერ­ტო­ლუ­ჩის­თან და მარ­კეს­თან შეხ­ვედ­რის ბედ­ნი­ე­რე­ბა წინ მე­ლო­დე­ბა. ტო­ნი­ნო გუ­ე­რა ემი­ლია-რო­მა­ნი­ას პრო­ვინ­ცი­ა­ში, და­ბის მსგავს და­სახ­ლე­ბა პე­ნა­ბი­ლე­ში ცხოვ­რობ­და. იქ თა­ვი­სი ოაზი­სი ჰქონ­და. კლდე­ზე შე­ფე­ნი­ლი 3-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო. მის ნა­ჩუ­ქარ და სა­ერ­თოდ ყვე­ლა წიგნს ძა­ლი­ან ვუფ­რ­თხილ­დე­ბი. შე­მიძ­ლია, ტან­საც­მე­ლი გა­ვი­ხა­დო და და­უ­ნა­ნებ­ლად სხვას მივ­ცე, წიგ­ნის გა­ჩუ­ქე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს.

- ყვე­ლა­ზე დი­დი თან­ხა, რო­მე­ლიც წიგ­ნ­ში გა­და­გიხ­დია.

- ახ­ლა­ხან 60 ევ­როდ იტა­ლი­უ­რი კი­ნოს ენ­ციკ­ლო­პე­დია შე­ვი­ძი­ნე.

- წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხე­ლახ­ლა უბ­რუნ­დე­ბი?

- დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" ად­რე­ულ ასაკ­ში წა­ვი­კითხე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ბა­ტო­ნი გუ­რა­მი გა­ვი­ცა­ნი, მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის ხე­ლახ­ლა წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და. ოთარ ჭი­ლა­ძე არის ავ­ტო­რი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერ­თხელ წა­კითხ­ვით ვერ ჩასწ­ვ­დე­ბი. ჭი­ლა­ძე ის მწე­რა­ლია, რო­მე­ლიც სულ უნ­და იკითხო.

- მი­სი პრო­ზა მე­ტად გი­ზი­დავს თუ პო­ე­ზია?

- ეს თე­მა "პო­ე­მუს­ში" (საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლი) წა­მოვ­წი­ეთ, ჭი­ლა­ძის პო­ე­ზი­ის მი­ხედ­ვით სა­ინ­ტე­რე­სო პერ­ფორ­მან­სი შევ­ქ­მე­ნით. რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად მუ­სი­კის ფონ­ზე კითხუ­ლობ­და და მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა.

- შე­ნი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი რო­მე­ლია?

- ეს კითხ­ვა ჩემ­თ­ვის ვინ­მეს ბავ­შ­ვო­ბა­ში რომ და­ეს­ვა, ტომ სო­ი­ერს, ჰე­კლ­ბე­რი ფინს და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. შემ­დეგ - ლა მოლს ("დე­დო­ფა­ლი მარ­გო­დან"). მი­სი მე­ამ­ბო­ხე სუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა ძა­ლი­ან მი­ზი­დავ­და.

- ამ თვი­სე­ბე­ბით მას ჰგავ­ხარ?

- არ ვი­ცი, რამ­დე­ნად ვგა­ვარ (ი­ცი­ნის). მე­რე ტოლ­ს­ტო­ის "აღ­დ­გო­მი­დან" დმიტ­რი ნეხ­ლი­უ­დო­ვი და გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლი­დან" კონ­ს­ტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძე მომ­წონ­და.

- დღეს?

- მი­ჭირს ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. სუ­ლით, ში­ნა­გა­ნი გან­ც­დე­ბით ფე­დე­რი­კო გარ­სია ლორ­კას­თან უფ­რო ახ­ლოს ვარ. მის შე­მოქ­მე­დე­ბასა და ცხოვ­რე­ბა­შიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად იყო მე­ლან­ქო­ლი­ის და ამ­ბო­ხის გან­ც­და. დღეს მე ეს ორი­ვე მაქვს. ცხოვ­რე­ბის სტი­ლით კი ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის ვგა­ვარ. მოგ­ზა­უ­რო­ბა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მა­სა­ვით მიყ­ვარს. გა­მო­გიტყ­დე­ბი და ჰე­მინ­გუ­ე­ის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მე­ტად მი­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მომ­წონს. მი­სი ბი­ოგ­რა­ფია დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა და ამი­ტო­მაა სა­ინ­ტე­რე­სო.

- მითხა­რი, იტა­ლი­ა­ში მივ­დი­ვა­რო. რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- იტა­ლი­ა­ში ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ით მო­მი­წევს დარ­ჩე­ნა. რო­მის ერთ-ერთ თე­ატ­რ­ში სპექ­ტაკ­ლის რე­პე­ტი­ცი­ებს ვიწყებ. იან­ვარ­ში ფილ­მ­ში გა­და­მი­ღე­ბენ. პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლა უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო, რო­მე­ლიც უფუ­ლო­ბის გა­მო შევ­წყ­ვი­ტე. სამ­სა­ხი­ო­ბო მას­ტერ­კ­ლა­სის გავ­ლაც უნ­და და­ვიწყო. ერთ-ერთ იტა­ლი­ურ სა­ა­გენ­ტო­ში ვარ გა­წევ­რე­ბუ­ლი. ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო ბა­ზა­შია შე­სუ­ლი, ეს სა­ა­გენ­ტო კას­ტინ­გებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ტი­უ­რად მიგ­ზავ­ნის.

- ფილ­მ­ში ვის გა­ნა­სა­ხი­ე­რებ?

- ეს არის ფილ­მი ფილ­მ­ში, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუთხედ­ზე, სა­დაც ხდე­ბა გა­და­ღე­ბა და რე­ჟი­სო­რის როლს ვთა­მა­შობ. გარ­და ამი­სა, სხვა რე­ჟი­სო­რის­გან მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტის როლ­ზე. ვფიქ­რობ, დავ­თან­ხ­მ­დე. კი­დევ ერთ დიდ პრო­ექტს ვე­ლო­დე­ბი საფ­რან­გე­თი­დან, რო­მელ­ზეც ჯერ ვე­რა­ფერს გეტყ­ვი.

- ოც­ნე­ბებს იხ­დენ, არა?

- დი­დი შრო­მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­დის.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ! ახ­ლა კი დროა, კითხ­ვარ­ზე გა­და­ვი­დეთ.

- ყვე­ლას გვახ­სოვს ფრთი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "რე­ლი­გია - ეს ხალ­ხის­თ­ვის ოპი­უ­მი­ა". რო­მე­ლი სიტყ­ვით შეც­ვა­ლა სიტყ­ვა "რე­ლი­გი­ა" ნიქ­სონ­მა?

- არ ვი­ცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ შენ ამ...

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) ტე­ლე­ვი­ზია - ეს ხალ­ხის­თ­ვის ოპი­უ­მია, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. შენ­თ­ვის რა არის "ო­პი­უ­მი"?

- ანუ ის, რაც მათ­რობს (ფიქ­რობს)? სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი.

- რა ჰქვია ვაშ­ლის არაყს?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- კალ­ვა­დო­სი. და­ას­რუ­ლე მა­დამ დე სტა­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "რო­ცა ქა­ლის თვა­ლებ­ში რა­ი­მეს წა­კითხ­ვაა სა­ჭი­რო, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა უწიგ­ნუ­რი..."

- ხდე­ბა.

- "...აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე".

- ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თვა­ლე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს "უ­წიგ­ნუ­რო­ბას", ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა, წა­კითხ­ვა არ მინ­დო­დეს და უწიგ­ნუ­რი აღ­მოვ­ჩ­ნ­დე.

- ვინ იყო საფ­რან­გე­თის იმ­პე­რა­ტო­რი ნა­პო­ლე­ონ III ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის­თ­ვის?

- შვი­ლიშ­ვი­ლი, არა?

- ძმის­შ­ვი­ლი. 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­რის ბო­ლო, სა­ა­თის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­რის ბო­ლო­ზე რამ­დენ­ჯერ უფ­რო სწრა­ფად მოძ­რა­ობს?

- ბევ­რ­ჯერ, არ ვი­ცი, რო­გორ და­ვი­ან­გა­რი­შო?

- 720-ჯერ. სა­ხელ­მ­წი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ახალ თა­ნამ­შ­რო­მელს იღე­ბენ. წი­ნას­წა­რი გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას მის­ცეს კონ­ვერ­ტი, რო­მელ­ზეც ეწე­რა "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" და სთხო­ვეს, რო­მე­ლი­ღაც კა­ბი­ნეტ­ში წა­ე­ღოთ. ერ­თ­მა კან­დი­დატ­მა ვიდ­რე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ვი­დო­და, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ი­ა­რა და კონ­ვერ­ტი გახ­ს­ნა. რა ეწე­რა წე­რილ­ში?

- ვაა!!! უნ­და დავ­ფიქ­რ­დე. (პა­უ­ზის შემ­დეგ) შე­საძ­ლოა, "გახ­ს­ნი­ლი­ა" ეწე­რა.

- ნუ გა­ვიწყ­დე­ბა, რო­მელ სამ­სა­ხურ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- არას­წო­რად ვთქვი? აბა, რა ეწე­რა?

- "დაბ­რუნ­დით უკან, თქვენ ჩვენ­თ­ვის სა­ჭი­რო მუ­შა­კი ხართ".

- სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვა იყო.

- ზო­ო­ფო­ბია - ეს არის ში­ში ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ, იხ­ტი­ო­ფო­ბია - თევ­ზე­ბის მი­მართ. რი­სი ში­შია გი­ნე­ფო­ბია?

- არ ვი­ცი.

- ქა­ლე­ბის მი­მართ ში­ში.

- არ მეს­მის, ეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­გე­მარ­თოს.

- და­ა­სა­ხე­ლე ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, რო­მელ­საც ფრე­ნა შე­უძ­ლია.

- ღა­მუ­რა.

- რო­მე­ლია ბრა­ზი­ლი­ის დე­და­ქა­ლა­ქი?

- ბრა­ზი­ლია.

- რო­მე­ლი მე­ტია - 20-ის 25% თუ 25-ის 20%?

- მგო­ნი, თა­ნა­ბა­რია, ვცდე­ბი?

- სწო­რი პა­სუ­ხია. ვინ გა­და­ი­ღო "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე"?

- მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა.

- ვინ ას­რუ­ლებ­და პა­ა­ტას როლს ბავ­შ­ვო­ბა­ში?

- მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი.

- 1865 წელს, ლონ­დონ­ში ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო ექი­მი ჯე­იმს ბე­რი გარ­და­იც­ვა­ლა. ის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­პექ­ტო­რი, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი დამ­ნერ­გა­ვი იყო. მას მძი­მე ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ჩხუ­ბის­თა­ვი. ბე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ლონ­დო­ნის მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი აგორ­და, მაგ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ ამ­ბის მი­ჩუ­მა­თე­ბა მო­ა­ხერ­ხა. რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ჯე­იმს ბე­რი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო კო­ლე­გე­ბის­გან?

- არ ვი­ცი.

- ქა­ლი იყო. ვი­სი აფო­რიზ­მია "გუ­ლი კრუ­ლია კა­ცი­სა, ხარ­ბი და გა­უძღო­მე­ლი"?

- შო­თა რუს­თა­ვე­ლის.

- ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ას კარ­გად იც­ნობ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კითხია, ვერ ამოვ­ხ­სე­ნი, წინ დი­დი დრო მაქვს.

- სირ­თუ­ლეს რა­ში ხე­დავ?

- ქა­ლის ბუ­ნე­ბაა რთუ­ლი, შრე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, ბევ­რი ლა­ბი­რინ­თი და ქსე­ლია.

- მარ­ჩე­ლო მას­ტ­რო­ი­ა­ნი ქა­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის მცოდ­ნე იყო. მან მათ­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. თუ შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას ზღვა­ზე მო­ი­სურ­ვებ­და, წი­ნას­წარ იცო­და, პლაჟ­ზე რო­მე­ლი ქა­ლი გა­ეც­ნო. რა ნიშ­ნით ირ­ჩევ­და?

- რომ გითხ­რა, ლა­მაზს ირ­ჩევ­და-მეთ­ქი, ბა­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მის მი­ხედ­ვით?

- არა, ყვე­ლა­ზე გა­უ­რუ­ჯავს ირ­ჩევ­და, - მთე­ლი შვე­ბუ­ლე­ბა წინ აქ­ვ­სო. "ა­რის რა­ღაც სა­ერ­თო ღვი­ნის სმა­სა და კითხ­ვას შო­რის, მე მგო­ნი, ის, რომ ორი­ვეს ეგ­რეთ წო­დე­ბულ პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან მივ­ყა­ვართ, ოღონდ ერ­თი - მიშ­ვე­ბუ­ლი, აგ­დე­ბუ­ლი და ულა­მა­ზო თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე­ო­რე კი - შე­მარ­თე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე, ამაღ­ლე­ბუ­ლი". რო­მელ ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ებ­ში ვკითხუ­ლობთ ამ სიტყ­ვებს?

- გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და".

- ღვი­ნის სმა­სა და კითხ­ვას შო­რის თა­ვად რა სა­ერ­თოს პო­უ­ლობ?

- ორი­ვეს კულ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა. დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, არ­სე­ბო­ბენ მკითხ­ვე­ლე­ბი და არ­სე­ბო­ბენ გა­დამ­კითხ­ვე­ლე­ბიო. არ­სე­ბო­ბენ მსმე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ღვი­ნის მი­ღე­ბის წე­სი, კულ­ტუ­რა იცი­ან და არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სითხეს, მხო­ლოდ თრო­ბის მიზ­ნით სვა­მენ. მათ­თ­ვის გან­წყო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ტოლ­ს­ტო­ის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ცოდ­ნა ამ­შ­ვი­დებს დიდ ადა­მი­ანს, აოცებს სა­შუ­ა­ლოს და ბე­რავს..."

- "...ბე­რავს პა­ტა­რა ადა­მი­ანს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები