როგორ შენდებოდა საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრი

როგორ შენდებოდა საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრი

როგორ შენდებოდა საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრი - სოციალურ ქსელში ამჟამინდელი საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობის ძველი ფოტო გავრცელდა.

საქართველოს ბანკის სათავო ოფისი (ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა) - 1975 წელს აიგო, არქიტექტორების - ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტით. ნაგებობა გამოირჩევა პოსტკონსტრუქტივისტული, მოდერნისტული სტილით. ამ მონუმენტურ შენობას "ნიუ-იორკ ტაიმსმა" უწოდა "დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე". იგი შეტანილია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში, როგორც საბჭოთა არქიტექტურის გამორჩეული ნაგებობა და მსოფლიოს საოცარი ნაგებობებიდან ერთ-ერთი.

1980 წელს ამ შენობის პროექტირებისა და მშენებლობისათვის ავტორებს სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს პრემია მიენიჭათ. 2007 წელს შენობა საქართველოს ბანკმა შეიძინა.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო