სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დეპარდიეს შემდეგ რუსული პასპორტის მიღება ორნელა მუტისაც სურს
დეპარდიეს შემდეგ რუსული პასპორტის მიღება ორნელა მუტისაც სურს

იტა­ლი­ელ მსა­ხი­ობ ორ­ნე­ლა მუ­ტის ორი ოც­ნე­ბა ჰქო­ნია - მი­ი­ღოს რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი და ითა­მა­შოს რუ­სულ ფილმში. ამის შე­სა­ხებ 58 წლის მსა­ხი­ობ­მა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"დილა მშვი­დო­ბი­სა, რო­გორ ხართ? მად­ლო­ბა", - რუ­სუ­ლად მი­მარ­თა მუ­ტიმ შეკ­რე­ბი­ლებს. მსა­ხი­ობს მი­აჩ­ნია, რომ მისი ასე­თი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა რუ­სუ­ლი ფეს­ვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"ბე­ბია და ბა­ბუა რუ­სე­ბი იყ­ვნენ და პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­დნენ, ისი­ნი წა­ვიდ­ნენ და ვე­ღარ შეძ­ლეს უკან დაბ­რუ­ნე­ბა. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, დედა ბევ­რს მი­ამ­ბობ­და რუ­სეთ­ზე. მომ­წონს ჩემს რუ­სულ ფეს­ვებ­ზე ფიქ­რი და აქ ჩა­მოს­ვლა, რა­ი­მე ახ­ლის გა­გე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე",- გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მსა­ხი­ობ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ კარ­გად იც­ნობს სან­კტ-პე­ტერ­ბურგს, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან მოს­წონს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, ხომ არ სურს, რომ ფრან­გი მსა­ხი­ო­ბის, ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს მსგავ­სად მა­ნაც მი­ი­ღოს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მუ­ტიმ უპა­სუ­ხა, რომ "დიახ, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია".

"მე ძა­ლი­ან მომ­წონს თქვე­ნი თოვ­ლი­ა­ნი ზამ­თა­რი, თავს პრინ­ცე­სად, პა­ტა­რა გო­გო­ნად ვგრძნობ, დიდი სურ­ვი­ლი მაქვს მოს­კოვ­ში პრო­ექ­ტე­ბი გა­ვა­კე­თო", - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა. მუ­ტის უნდა, რუ­სულ ფილმში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ამ სა­კი­თხზე უკვე ესა­უბ­რა პრო­დუ­სერ იუ­ლი­ა­ნა კო­ვა­ლი­ო­ვას.

ორ­ნე­ლა მუტი 15 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად კი­ნო­ში გა­და­ი­ღეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია vesti.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დეპარდიეს შემდეგ რუსული პასპორტის მიღება ორნელა მუტისაც სურს

დეპარდიეს შემდეგ რუსული პასპორტის მიღება ორნელა მუტისაც სურს

იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის ორი ოცნება ჰქონია - მიიღოს რუსული პასპორტი და ითამაშოს რუსულ ფილმში. ამის შესახებ 58 წლის მსახიობმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დილა მშვიდობისა, როგორ ხართ? მადლობა", - რუსულად მიმართა მუტიმ შეკრებილებს. მსახიობს მიაჩნია, რომ მისი ასეთი მომხიბვლელობა რუსული ფესვების დამსახურებაა.

"ბებია და ბაბუა რუსები იყვნენ და პეტერბურგში ცხოვრობდნენ, ისინი წავიდნენ და ვეღარ შეძლეს უკან დაბრუნება. ეს საშინელებაა, დედა ბევრს მიამბობდა რუსეთზე. მომწონს ჩემს რუსულ ფესვებზე ფიქრი და აქ ჩამოსვლა, რაიმე ახლის გაგება ამ ქვეყანაზე",- განაცხადა მსახიობმა.

მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ კარგად იცნობს სანკტ-პეტერბურგს, რომელიც მას ძალიან მოსწონს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ სურს, რომ ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს მსგავსად მანაც მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, მუტიმ უპასუხა, რომ "დიახ, ეს შესაძლებელია".

"მე ძალიან მომწონს თქვენი თოვლიანი ზამთარი, თავს პრინცესად, პატარა გოგონად ვგრძნობ, დიდი სურვილი მაქვს მოსკოვში პროექტები გავაკეთო", - აღნიშნა მსახიობმა. მუტის უნდა, რუსულ ფილმში მიიღოს მონაწილეობა და ამ საკითხზე უკვე ესაუბრა პროდუსერ  იულიანა კოვალიოვას.

ორნელა მუტი 15 წლის იყო, როდესაც პირველად კინოში გადაიღეს.

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება