ოთხშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, აფრიკის ამ სახელმწიფოში მყოფი 650 კაციანი ფრანგული სამხედრო კონტიგენტი უახლოეს დღეებში გაორმაგდება. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჭირო განმარტებებს მთავრობა რესპუბლიკის პარლამენტს მომდევნო კვირას გადასცემს.
ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ ოლანდის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში შეიარაღებული შეტაკებები უკვე რამდენიმე თვე გრძელდება. უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ინტერვენციაში 1,200 ფრანგი და 3,600 აფრიკელი სამხედროს მონაწილეობას გულისხმობს. ქალაქ ბანგში, სამშაბათს ღამით მომხდარ უკანასკნელ შეტაკებას 105 ადამიანი ემსხვერპლა.
1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა სამხედრო გადატრიალების მთელმა სერიამ მოიცვა. 1966 წელს მოქმედი პრეზიდენტი დავიდ დაკო არმიის შტაბის სარდალმა ჟან ბოკასამ ჩამოაგდო. 1976 წელს მან თავი ქვეყნის იმპერატორად გამოაცხადა და 25 მლნ დოლარიანი კორონაცია მოიწყო.
დაკავებული თანამდებობიდან ბოკასა 1979 წელს ფრანგებმა სამხედრო ოპერაციის გზით ჩამოაგდეს, თუმცა ქვეყნისთვის მშვიდობა ამას არ მოუტანია. ამჟამად აფრიკის ცენტარელურ რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის შექმნას ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ფრანსუა ბოზიზე ცდილობს. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაჯგუფებები აწყობენ თავდასხმებს სახელმწიფო ობიექტებსა და არმიაზე.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru-ის მიხედვით.