შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოთლაძე მოიაზრება. თოთლაძემ ქარელის შტაბის ხელმძღვანელობა 2013 წლის იანვარში ჩაიბარა.
გიორგი თოთლაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს (ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის) უფროსის, მიხეილ კანდელაკის სიძეა.