ჰობიტის ფეხები აუქციონზე გამოიტანეს

ჰობიტის ფეხები აუქციონზე გამოიტანეს

კალიფორნიაში აუქციონზე გამოიტანეს ნივთები, რომლებიც კინოფილმ "ბეჭდების მბრძანებელთანაა" დაკავშირებული.

ერთ-ერთი ლოტი ხელოვნური ფეხის ტერფებია, რომლებსაც მსახიობი შონ ესტინი ატარებდა, იგი ფილმში ჰობიტს, სახელად სემუაიზ გემჯს განასახიერებს.

ჰობიტის ფეხები ისეა შეღებილი, რომ ჭუჭყიანს ჰგავდეს. გარდა ამისა, ისინი ხელოვნური თმითაა დაფარული. ტერფები ფეხებზე, უზონარო ფეხსაცმელივით იცმევა. აუქციონის სახლ Julien's Auction-ის ვაჭრობის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ტერფები მათ 15 000-დან 50 000 დოლარს მოუტანს. ფეხების გარდა, აუქციონზე გამოტანილია სემის ყურები. მათი 5 000-8 000-ად გაყიდვის იმედი აქვთ.

აუქციონის სახლის წარმომადგენლის თქმით, ჰობიტის სხეულის ნაწილები საკმაოდ დიდ საკოლექციო ღირებულებას წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ ისინი ფილმის თაყვანისმცემლებს დააინტერესებთ.

სემუაიზ გემჯის ფეხებისა და ყურების გარდა, აუქციონზე სხვა ნივთებიც გაიყიდება, რომლებიც ფილმთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ფროდი ბეგინსის წიგნი (100 -200 ათასი დოლარი), გენდოლფის მაგიური ატრიბუტიკა (50-70 ათასი დოლარი) ასევე, ჩაფხუტები, იარაღი და სამკაულები.

ვაჭრობა 5 დეკემბერსაა დანიშნული. რამდენიმე დღის წინ აუქციონის სახლმა გამოფენა გახსნა, რომელზეც სტუმრებს ლოტების დათვალიერება შეუძლიათ.

ფილმ "ბეჭდების მბრძანებელის" პირველი ნაწილი 2001 წელს გამოვიდა. ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონია.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს