სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლადო ბედუკაძე - "ხლისტების რევოლუცია იწყება თუ რა ხდება?"
ლადო ბედუკაძე - "ხლისტების რევოლუცია იწყება თუ რა ხდება?"

ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რი ლადო ბე­დუ­კა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პატ­რი­არ­ქთან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლისტ ზვი­ად ქო­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ურნა-ხლის­ტი ზვი­ად ქო­რი­ძე: "მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცია და იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურს ე ყ ო ფ ა გ ა მ ბ ე დ ა ო ბ ა და ის გა­და­ა­ფა­სებს ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც დღეს მან შეს­თა­ვა­ზა მრევლს. თუ მან ეს არ გა­ა­კე­თა, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ის სა­თა­ვე­ში უდ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­ევ­რო­პულ მოძ­რა­ო­ბას".

ხლის­ტე­ბის რე­ვო­ლუ­ცია იწყე­ბა თუ რა ხდე­ბა?", - წერს ბე­დუ­კა­ძე.

შე­ა­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინდმა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სის გან­ხილ­ვის სა­კი­თხზეც ისა­უბ­რა.

"ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს გა­ნი­ხი­ლავს და მსჯე­ლობს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხზე. ეს მე­ტად რთუ­ლი სა­კი­თხია. თუ გან­ხორ­ცი­ელ­და, ჩვენ მი­ვალთ სა­ქარ­თვე­ლოს დაშ­ლის­კენ. ჩვენ ამას არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს არ შეს­რულ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო იყო და იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი ერი, ერ­თი­ა­ნი ქვე­ყა­ნა. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ როცა ძლი­ე­რი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მის გარ­შე­მო მთე­ლი ქვე­ყა­ნა, ძლი­ე­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოც. ჩვე­ნი აზ­რით, ყო­ვე­ლი რა­ი­ო­ნი უშუ­ა­ლოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს რა­ი­ონ­ში. ამას არ სჭირ­დე­ბა შუა რგო­ლი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვი­თონ უნდა გა­ნი­ხი­ლავ­დეს, უნდა შე­ის­წავ­ლოს რა სჭირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ რა­ი­ონს. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა ცდი­ლობ­დეს, რომ პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ამა თუ იმ რა­ი­ონ­ში, იყოს გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი. რა­ტომ­ღაც ზო­გი­ერ­თი ცდი­ლობს, რომ კა­ნო­ნი სას­წრა­ფოდ უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი აზ­რით, ეს უნდა იყოს გან­ხი­ლუ­ლი მთე­ლი ერის მიერ. ხალ­ხმა უნდა იმ­სჯე­ლოს რა არის მი­სა­ღე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამი­ტომ, არ უნდა ვიჩ­ქა­როთ. ხალ­ხი უნდა გა­ეც­ნოს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ამ კა­ნონს. მე მინ­და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მივ­მარ­თო ჩვენს პარ­ლა­მენტს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს სა­შიშ­რო­ე­ბა და ნუ ავჩ­ქარ­დე­ბით ამის მი­ღე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლადო ბედუკაძე - "ხლისტების რევოლუცია იწყება თუ რა ხდება?"

ლადო ბედუკაძე - "ხლისტების რევოლუცია იწყება თუ რა ხდება?"

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პატრიარქთან დაკავშირებით ჟურნალისტ ზვიად ქორიძის განცხადებას ეხმაურება.

"ურნა-ხლისტი ზვიად ქორიძე: "მიმაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ სახიფათო ტენდენცია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს ე ყ ო ფ ა  გ ა მ ბ ე დ ა ო ბ ა და ის გადააფასებს ამ შეხედულებას, რომელიც დღეს მან შესთავაზა მრევლს. თუ მან ეს არ გააკეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის სათავეში უდგება საქართველოს ანტიევროპულ მოძრაობას".

ხლისტების რევოლუცია იწყება თუ რა ხდება?", - წერს ბედუკაძე.

შეაგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხზეც ისაუბრა.

"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი.

ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული.

ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - აღნიშნა უწმინდესმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს