რიკოთსა და კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული აკრძალვები მოხსნილია

რიკოთსა და კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული აკრძალვები მოხსნილია

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის თავისუფალია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"რიკოთის უღელტეხილზე დღის განმავლობაში მოძრაობა თავისუფალი იყო, თუმცა აკრძალვა გრძელდებოდა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე. ამჟამად ეს აკრძალვა მოხსნილია და რიკოთის საუღელტეხელო მონაკვეთზე ყველა ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია", - განმარტეს გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის აკრძალვა მოიხსნა ასევე გუდაური-კობის მონაკვეთზე. "გუდაური-კობის მონაკვეთზეც მოხნილია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული აკრძალვა და დაწესებულია ახალი რეჟიმი - ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება თავისუფალია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით", - აღნიშნეს უწყებაში.

დანარჩენ გზებზე მოძრაობა თავისუფალია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია