უკრაინის ექსპრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს

უკრაინის ექსპრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს

უკრაინის ექსპრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ყოფილი პრეზიდენტები: ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო აცხადებენ, რომ უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება მოახდინა.

როგორც უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, უკრაინაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია.

"ამის მიზეზი გახდა ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი. მთავრობის პოზიციის მოულოდნელმა ცვლილებამ ხალხის პროტესტი გამოიწვია. ამ პროტესტმა კი ქვეყანაში შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", - განაცხადა კრავჩუკმა. მისი თქმით, ის ასევე გამოხატავს იუშენკოსა და კუჩმას აზრს.

კრავჩუკის თქმით, ის და მისი კოლეგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დღევანდელი მთავრობა უნდა გადადგეს. ამასთან ექსპრეზიდენტები ითხოვენ აღდგეს და მოწესრიგდეს დიალოგი როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან.

ყოფილმა პრეზიდენტებმა ასევე დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა