სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფინანსთა მინისტრი წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას არ ელოდება
ფინანსთა მინისტრი წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას არ ელოდება

სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში სა­ა­ხალ­წლოდ ფა­სე­ბის მა­ტე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი კი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბას არ ელო­დე­ბა. რო­გორც გა­და­ცე­მა "რა­დიო მარ­კეტს" თბი­ლის­ში მოქ­მე­დი სუ­პერ­მა­კე­ტე­ბის ნა­წილ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ყვე­ლა­ფე­რი მომ­წო­დებ­ლე­ბის ფა­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი კი წინა სა­ა­ხალ­წლოდ პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სებს მი­ნი­მუ 10%-ით ზრდი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით, სურ­სათ­ზე ფა­სე­ბი უც­ვლე­ლია, თუმ­ცა გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ფა­სე­ბის მა­ტე­ბა შა­ქარ­ზე, ფქვილ­ზე, კვერ­ცხზე, ნი­გოზ­სა და თაფ­ლე­ზე გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ არც საკ­ვე­ბი და არც სხვა პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

"ბოლო სამი წე­ლია ქვე­ყა­ნა­ში ინფლა­ცია არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ლა­რის კურ­სის ვარ­დნა სე­ზო­ნუ­რი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. სა­პა­ნი­კო და სა­გან­გა­შო ამა­ში არა­ფე­რია. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს აქვს შე­სა­ბა­მი­სი რე­ზერ­ვე­ბი, მათ შო­რის უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში, რათა ლა­რის კურ­სმა არ იხ­ტუ­ნა­ოს. ფა­სე­ბი საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რია. მათი მკვეთ­რი ზრდა გა­მო­რი­ცხუ­ლია. არც საკ­ვებ და არც სხვა სა­ხის პრო­ო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდას არ ვე­ლით", - აღ­ნიშ­ნა ხა­დურ­მა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფინანსთა მინისტრი წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას არ ელოდება

ფინანსთა მინისტრი წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას არ ელოდება

სუპერმარკეტებში საახალწლოდ ფასების მატებას პროგნოზირებენ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი წინასაახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას არ ელოდება. როგორც გადაცემა "რადიო მარკეტს" თბილისში მოქმედი სუპერმაკეტების ნაწილში განუცხადეს, ყველაფერი მომწოდებლების ფასებზეა დამოკიდებული, სადისტრიბუციო კომპანიები კი წინა საახალწლოდ პროდუქტებზე ფასებს მინიმუ 10%-ით ზრდიან. ჯერჯერობით, სურსათზე ფასები უცვლელია, თუმცა გამყიდველების ვარაუდით,  წინასაახალწლოდ ფასების მატება შაქარზე, ფქვილზე, კვერცხზე, ნიგოზსა და თაფლეზე გამორიცხული არ არის.

ფინანსთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არც საკვები და არც სხვა პროდუქტების გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

"ბოლო სამი წელია ქვეყანაში ინფლაცია არ დაფიქსირებულა. ლარის კურსის ვარდნა სეზონური და ჩვეულებრივი მოვლენაა. საპანიკო და საგანგაშო ამაში არაფერია. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რეზერვები, მათ შორის უცხოურ ვალუტაში, რათა ლარის კურსმა არ იხტუნაოს. ფასები საკმაოდ სტაბილურია. მათი მკვეთრი ზრდა გამორიცხულია. არც საკვებ და არც სხვა სახის პროოდუქტებზე ფასების ზრდას არ ველით", - აღნიშნა ხადურმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ