ახალციხის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ახალციხის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უამინდობის გამო ახალციხეს ელექტროენერგია დილიდან შეფერხებით მიეწოდებოდა. რამდენიმე ავარიული გამორთვის შემდეგ კი, ქალაქის უბნების ნაწილს, ელექტროენერგია მთლიანად შეუწყდა.

ახალციხეში როდის აღდგება ელექტრომომარაგება, "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ვერ აკონკრეტებენ. "რამდენიმე ფიდერზე ავარიაა, ჩვენი ბრიგადები მუშაობენ ადგილზე" , - ამბობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ახალციხის სერვის-ცენტრის მენეჯერი ზურაბ მამუკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში დილიდან გადაუღებლად თოვს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა