სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყიფშიძეები ემოციური ხალხი ვართ" - რას ამბობს ლენუკა ყიფშიძე პროექტში მონაწილე ძმაზე (ექსკლუზივი)
"ყიფშიძეები ემოციური ხალხი ვართ" - რას ამბობს ლენუკა ყიფშიძე პროექტში მონაწილე ძმაზე (ექსკლუზივი)

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე ძმას, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს, რო­მე­ლიც წელს შოუს - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა, სა­ოც­რად გულ­შე­მატ­კივ­რობს. ის და მისი მე­გობ­რე­ბი და­რაზ­მუ­ლე­ბი არი­ან და სა­ო­ცარ თა­ნად­გო­მას უცხა­დე­ბენ გი­ორ­გის. იმე­დიც აქვთ, რომ გიო ფი­ნალ­ში მოხ­ვდე­ბა.

ახლა კი ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

- ლე­ნუ­კა, რას გვე­ტყვი პრო­ექ­ტზე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი", რო­მელ­შიც წელს შენი ძმა - მსა­ხი­ო­ბი - გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს?

- ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მსგავს შოუს (არა მარ­ტო ქარ­თულს) სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ. სა­ერ­თოდ, ვგიჟ­დე­ბი ცეკ­ვა­ზე. ბავ­შვო­ბა­ში, 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ლეტ­ზე დავ­დი­ო­დი. ცეკ­ვა ადა­მი­ა­ნის­თვის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლია. ასე რომ, ვი­საც ის უყ­ვარს, რა თქმა უნდა, იცის კი­დეც ამ საქ­მი­ა­ნო­ბის ხიბ­ლი და გე­მოც. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" კარ­გი პრო­ექ­ტია და ძა­ლი­ან ყუ­რე­ბა­დი შოუც...

- მოგ­წონს პრო­ექ­ტში გი­ორ­გის ცეკ­ვა?

- ძა­ლი­ან მომ­წონს გი­ორ­გის მო­ცეკ­ვა­ვის ამ­პლუ­ა­ში ხილ­ვა. რა­ღაც თა­ვი­სი სტი­ლი თუ როლი მო­ირ­გო. იცით, რას ვა­ფა­სებ ჩემს ძმა­ში? არა­სო­დეს უცეკ­ვია, მსა­ხი­ო­ბია (არა­და, ამ პრო­ექ­ტში არი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე ცეკ­ვავ­დნენ, ან უბ­რა­ლოდ კარ­გი პლას­ტი­კა აქვთ) და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ ამ­ხე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა. ამი­ტომ ჩემი ძმით ას­მა­გად ვა­მა­ყობ. მან სა­კუ­თარ თავ­ში ცეკ­ვის სა­ო­ცა­რი ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნა...

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რო­გორც ვიცი, გი­ორ­გის აქ­ტი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობთ. რო­გორ ფიქ­რობ, - ფი­ნალ­ში მოხ­ვდე­ბა?

- არა მარ­ტო ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ყვე­ლა­ნი (ჩემი და გიოს მე­გობ­რე­ბი) ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან და ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ. ამას­თან, "ფე­ის­ბუქ­ზე" მისი მი­სა­მარ­თით იმ­ხე­ლა პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა იგ­რძნო­ბა. ყვე­ლა გვერ­დში გვიდ­გას, ქუ­ჩა­ში რომ დავ­დი­ვარ, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი გი­ო­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან... ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც ასე ვუყ­ვარ­ვართ და ჩემს ძმას გულ­შე­მატ­კივ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნალს, არ ვიცი, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ძა­ლი­ან მინ­და, გიო ფი­ნალ­ში ვი­ხი­ლო. ეს სა­ერ­თოდ, არა მარ­ტო მე, ყვე­ლას გვინ­და, ვინც მას გულ­შე­მატ­კივ­რობს. ვნა­ხოთ, იმე­დია, ფი­ნალ­ში ვი­ხი­ლავთ კი­დეც.

- ამ პრო­ექ­ტში შენ თვი­თონ თუ მი­ი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლო­ე­ბას?

- სა­ერ­თოდ, ვცეკ­ვავ, ვვარ­ჯი­შობ, რო­გორც უკვე ვთქვი, პა­ტა­რა­ო­ბა­ში ბა­ლეტ­ზე დავ­დი­ო­დი. ჩემ­თვის ცეკ­ვა ჰო­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, არ ვიცი, ეს იმ­ხე­ლა სტრე­სი და დატ­ვირ­თვაა, რომ ცოტა მე­ში­ნია კი­დეც, გა­ვუძ­ლებ თუ არა ამ­ხე­ლა დატ­ვირ­თვას, არ ვიცი...

- რას იტყვი გი­ორ­გის პარტნი­ორ­ზე - ჯუ­ლი­ა­ნა ბარგ-ნარ­ზე? თა­ვად გი­ორ­გიმ ასე მი­თხრა, მან სხვა­ნა­ი­რად და­მა­ნა­ხა სა­კუ­თა­რი თა­ვიო...

- ჯუ­ლი­ა­ნა ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გოა. ის თა­ვის საქ­მე­ში ლი­დე­რია, სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და მი­ხა­რია, გიოს ასე­თი მა­გა­რი მე­წყვი­ლე რომ შეხ­ვდა შო­უ­ში. მან ნამ­დვი­ლად შეც­ვა­ლა; არ მე­გო­ნა, თუ ასეთ რე­ჟიმ­ში ჩად­გე­ბო­და, დი­ლით დრო­უ­ლად გა­იღ­ვი­ძებ­და, არა­ფერს და­ი­ზა­რებ­და. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მშვე­ნივ­რად არ­თმევს თავს ამ მის­თვის შე­და­რე­ბით უცხო და ახალ საქ­მი­ა­ნო­ბას...

- გი­ორ­გიმ ისიც მი­თხრა, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, - სახ­ლში არ მოხ­ვი­დე, ბინა რომ არ მო­ი­გოო...

- ალ­ბათ იხუმ­რა, ან ჩე­მებ­მა ასე­თი რამ იუ­მო­რით უთხრეს (სი­ცი­ლით ამ­ბობს). თუმ­ცა მო­გე­ბის დიდი სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თის ნე­ბაა.

- ვიცი, რომ გი­ორ­გის შვი­ლი, ნა­ტაშ­კა მა­მა­მი­სის ყო­ველ ტურ­ში გა­მოს­ვლას სა­ოც­რად გა­ნიც­დის... ძა­ლი­ან უნდა, რომ გი­ორ­გიმ გა­ი­მარ­ჯვოს...

- კი, ნა­ტა­ლია მარ­თლა ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. სა­ერ­თოდ, ყიფ­ში­ძე­ე­ბი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ და ყო­ვე­ლი ხუთ­შა­ბა­თი ჩვენ­თვის საკ­მა­ოდ მძი­მე დღეა... უფ, არც ვიცი, რო­გორ გად­მოგ­ცეთ... მაგ დღეს უდი­დე­სი ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე ვცხოვ­რობთ...

- რო­გორ აფა­სე­ბენ გი­ორ­გის თქვე­ნი მშობ­ლე­ბი. რას ამ­ბობს ბა­ტო­ნი ზურა?

- მშობ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან პირ­და­პი­რია. თუ მოს­წონთ, ეუბ­ნე­ბი­ან და როცა მის ნო­მერ­ში რა­ღაც არ მოს­წონთ, იმა­საც შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად ეუბ­ნე­ბი­ან, შემ­დე­გის­თვის რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

- რე­პე­ტი­ცი­ა­ზეც ეს­წრე­ბი?

- კი, ხან­და­ხან რე­პე­ტი­ცი­ა­ზეც დავ­დი­ვარ...

- და მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნომ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ცეკ­ვა მო­გე­წო­ნა?

- პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა მო­მე­წო­ნა. მერე მო­მე­წო­ნა ნო­მე­რი მა­მა­ჩემ­თან ერ­თად რომ მო­ამ­ზა­დეს. კი­დევ ერთი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ნო­მე­რიც შეს­თა­ვა­ზა მა­ყუ­რე­ბელს და მარ­თლა ბრა­ვო! ინ­დუ­რი ცეკ­ვაც ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო, მანდ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი აჩ­ვე­ნა.

ჩემს ძმას გუ­ლით და სუ­ლით ფი­ნალ­ში გას­ვლას და გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­სურ­ვებ. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ნი გვერ­დში გუდ­გა­ვართ. ასე­ვე თი­თო­ე­ულს, ვინც შო­უ­შია დარ­ჩე­ნი­ლი, წარ­მა­ტე­ბას ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ყიფშიძეები ემოციური ხალხი ვართ" - რას ამბობს ლენუკა ყიფშიძე პროექტში მონაწილე ძმაზე (ექსკლუზივი)

"ყიფშიძეები ემოციური ხალხი ვართ" - რას ამბობს ლენუკა ყიფშიძე პროექტში მონაწილე ძმაზე (ექსკლუზივი)

ლენუკა ყიფშიძე ძმას, გიორგი ყიფშიძეს, რომელიც წელს შოუს - "ცეკვავენ ვარსკვლავები" აქტიური მონაწილეა, საოცრად გულშემატკივრობს. ის და მისი მეგობრები დარაზმულები არიან და საოცარ თანადგომას უცხადებენ გიორგის. იმედიც აქვთ, რომ გიო ფინალში მოხვდება.

ახლა კი ლენუკა ყიფშიძის სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის მიცემულ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

- ლენუკა, რას გვეტყვი პროექტზე "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომელშიც წელს შენი ძმა - მსახიობი - გიორგი ყიფშიძე მონაწილეობს?

- ეს პროექტი ძალიან მიყვარს. ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის მსგავს შოუს (არა მარტო ქართულს) სიამოვნებით ვუყურებ. საერთოდ, ვგიჟდები ცეკვაზე. ბავშვობაში, 3 წლის განმავლობაში ბალეტზე დავდიოდი. ცეკვა ადამიანისთვის პოზიტიური განწყობილების მიმნიჭებელია. ასე რომ, ვისაც ის უყვარს, რა თქმა უნდა, იცის კიდეც ამ საქმიანობის ხიბლი და გემოც. "ცეკვავენ ვარსკვლავები" კარგი პროექტია და ძალიან ყურებადი შოუც...

- მოგწონს პროექტში გიორგის ცეკვა?

- ძალიან მომწონს გიორგის მოცეკვავის ამპლუაში ხილვა. რაღაც თავისი სტილი თუ როლი მოირგო. იცით, რას ვაფასებ ჩემს ძმაში? არასოდეს უცეკვია, მსახიობია (არადა, ამ პროექტში არიან ვარსკვლავები, რომლებიც ადრე ცეკვავდნენ, ან უბრალოდ კარგი პლასტიკა აქვთ) და ამ მიმართულებით თუ ამხელა შესაძლებლობა ჰქონდა, ნამდვილად არ მეგონა. ამიტომ ჩემი ძმით ასმაგად ვამაყობ. მან საკუთარ თავში ცეკვის საოცარი ნიჭი აღმოაჩინა...

- ოჯახის წევრები, როგორც ვიცი, გიორგის აქტიურად გულშემატკივრობთ. როგორ ფიქრობ, - ფინალში მოხვდება?

- არა მარტო ოჯახის წევრები, ყველანი (ჩემი და გიოს მეგობრები) ჩართულები არიან და ვგულშემატკივრობთ. ამასთან, "ფეისბუქზე" მისი მისამართით იმხელა პოზიტიური განწყობილება იგრძნობა. ყველა გვერდში გვიდგას, ქუჩაში რომ დავდივარ, უცხო ადამიანები გიოზე მელაპარაკებიან... ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც ასე ვუყვარვართ და ჩემს ძმას გულშემატკივრობს. რაც შეეხება ფინალს, არ ვიცი, გულწრფელად ვამბობ, ძალიან მინდა, გიო ფინალში ვიხილო. ეს საერთოდ, არა მარტო მე, ყველას გვინდა, ვინც მას გულშემატკივრობს. ვნახოთ, იმედია, ფინალში ვიხილავთ კიდეც.

- ამ პროექტში შენ თვითონ თუ მიიღებდი მონაწილოებას?

- საერთოდ, ვცეკვავ, ვვარჯიშობ, როგორც უკვე ვთქვი, პატარაობაში ბალეტზე დავდიოდი. ჩემთვის ცეკვა ჰობია. რაც შეეხება პროექტში მონაწილეობას, არ ვიცი, ეს იმხელა სტრესი და დატვირთვაა, რომ ცოტა მეშინია კიდეც, გავუძლებ თუ არა ამხელა დატვირთვას, არ ვიცი...

- რას იტყვი გიორგის პარტნიორზე - ჯულიანა ბარგ-ნარზე? თავად გიორგიმ ასე მითხრა, მან სხვანაირად დამანახა საკუთარი თავიო...

- ჯულიანა ძალიან მაგარი გოგოა. ის თავის საქმეში ლიდერია, სერიოზული პროფესიონალია და მიხარია, გიოს ასეთი მაგარი მეწყვილე რომ შეხვდა შოუში. მან ნამდვილად შეცვალა; არ მეგონა, თუ ასეთ რეჟიმში ჩადგებოდა, დილით დროულად გაიღვიძებდა, არაფერს დაიზარებდა. ამიტომ, ვფიქრობ, მშვენივრად ართმევს თავს ამ მისთვის შედარებით უცხო და ახალ საქმიანობას...

- გიორგიმ ისიც მითხრა, რომ ოჯახის წევრები მეუბნებიან, - სახლში არ მოხვიდე, ბინა რომ არ მოიგოო...

- ალბათ იხუმრა, ან ჩემებმა ასეთი რამ იუმორით უთხრეს (სიცილით ამბობს). თუმცა მოგების დიდი სურვილი ნამდვილად არსებობს. ყველაფერი ღმერთის ნებაა.

- ვიცი, რომ გიორგის შვილი, ნატაშკა მამამისის ყოველ ტურში გამოსვლას საოცრად განიცდის... ძალიან უნდა, რომ გიორგიმ გაიმარჯვოს...

- კი, ნატალია მართლა ძალიან განიცდის. საერთოდ, ყიფშიძეები ძალიან ემოციურები ვართ და ყოველი ხუთშაბათი ჩვენთვის საკმაოდ მძიმე დღეა... უფ, არც ვიცი, როგორ გადმოგცეთ... მაგ დღეს უდიდესი ემოციების ფონზე ვცხოვრობთ...

- როგორ აფასებენ გიორგის თქვენი მშობლები. რას ამბობს ბატონი ზურა?

- მშობლების შეფასება ძალიან პირდაპირია. თუ მოსწონთ, ეუბნებიან და როცა მის ნომერში რაღაც არ მოსწონთ, იმასაც შეულამაზებლად ეუბნებიან, შემდეგისთვის რომ გაითვალისწინოს.

- რეპეტიციაზეც ესწრები?

- კი, ხანდახან რეპეტიციაზეც დავდივარ...

- და მისი შესრულებული ნომრებიდან ყველაზე მეტად რომელი ცეკვა მოგეწონა?

- პირველი გამოსვლა მომეწონა. მერე მომეწონა ნომერი მამაჩემთან ერთად რომ მოამზადეს. კიდევ ერთი თავდაჯერებული ნომერიც შესთავაზა მაყურებელს და მართლა ბრავო! ინდური ცეკვაც ძალიან მაგარი იყო, მანდ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენა.

ჩემს ძმას გულით და სულით ფინალში გასვლას და გამარჯვებას ვუსურვებ. ვიმეორებ, ყველანი გვერდში გუდგავართ. ასევე თითოეულს, ვინც შოუშია დარჩენილი, წარმატებას ყველას ვუსურვებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება