LIVE: "ევრომაიდნი" - პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრი

LIVE: "ევრომაიდნი" - პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრი

ტექსტური პირდაპირი რეპორტაჟი კიევის დროით.

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმის იმპლემენტაციის მომზადებაზე მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტალი ზახარჩენკომ სამართალდამცავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება აუკრძალა.

კიევში სახელმწიფო შენობების ბლოკირება განახლდა. მომიტინგეებმა მინისტრთა კაბინეტის შენობის ბლოკირება დღეს დილიდან განაახლეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა გადადგეს პრემიერი ნიკოლაი აზაროვი და მისი მინისტრთა კაბინეტი.

ოპოზიციის მიტინგს ლვოვის სასულიერო სემინარიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას კიევიდან, "ევრომაიდნიდან"

Live streaming video by Ustream

4 დეკემბერი

13:14 კიევში "ევრომაიდნელების" რამდენიმე და რეგიონების პარტიის მხარდასაჭერი ერთი აქცია მიმდინარეობს.

12:58 კიევის ცენტრალური ნაწილის სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 30 %-ით შემცირდა.

12:13 ყირიმიდან კიევისკენ სამხედროებით სავსე რამდენიმე ავტობუსი გაემართა

11:05 ევრომაიდანზე შეკრებილები გეგმავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიკეტირება ყოველ დღე მოახდინონ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პიკეტირება გაგრძელდება იმ დრომდე ვიდრე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ შესრულდება.

3 დეკემბერი

20:00 (საქართველოს დრო) ევრომაიდანზე ქართული დროშა გამოჩნდა. კიევში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან

16:49 უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო შეთანხმდნენ, რომ მოქმედი ხელისუფლების საქციელმა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება მოახდინა. ყოფილი პრეზიდენტები ფიქრობენ რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს

18:50 (მოსკოვის დრო) უკრაინის ოპოზიცია კვლავ ითხოვს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ოპოზიცია საერთო სახალხო გაფიცვით იმუქრება.

15:58 კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და ნიკოლაი აზაროვის მთავრობის გადასაყენებლად ხელმოწერებს აგროვებენ. გარდა ამისა, ხელმომწერები ფულად დახმარებას ტოვებენ სპეციალურ ყუთში, რომელსაც ”თავისუფლება” აწერია

15:34 ვიქტორ იუშენკო, ლეონიდ კუჩმა და ლეონიდ კრავჩუკი ერთმანეთს შეხვდნენ. ექს-პრეზიდენტები საერთო განცხადების გაკეთებას გეგმავენ. შეხვედრაზე უკრაინის ევროინტეგრაციის  და საპროტესტო აქციების საკითხი განიხილეს  ფოტო

17:07 (მოსკოვის დრო) უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არმია არ შეიძლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. "ამიტომ შეტყობინებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის შესაძლო გამოყენების შესახებ, პროვოკაციაა" - ნათქვამია უწყების საიტზე.

14:31 სოციალური ქსელით იანუკოვიჩი ტიმოშენკოს საუბრის ფოტოშარჟი ვრცელდება ფოტო

16:25 ( მოსკოვის დრო) რადას გადაწყვეტილების შემდეგ, ევრომაიდანზე ხალხის რაოდენობამ იმატა ფოტო

14.11 ტერნოპოლში ევრომაიდანის მხარდასაჭერი 15 000 კაციანი მიტინგი მიმდინარეობს ფოტო.

16:02 (მოსკოვის დრო) რადას შენობის დაცვა კიდევ ძლიერდება. მესერის გასწვრივ შინაგანი ჯარის  და ”ბერკუტის” თანამშრომლები დგანან .

16:00 (მოსკოვის დრო) მომიტინგეები აპირებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ წასვლას. იანუკოვიჩი კიევში იმყოფება.

15:56 (მოსკოვის დრო) რადას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მთავრობა ვერ დაითხოვა,  ხალხის რეაქციამ ”ტვიტერში” არ დააყოვნა ფოტო.

13:18 უკრაინელებს ტელეფონებზე მიდით ტექსტური შეტყობინებები მხარი დაუჭირონ რევოლუციას.

13:16 უკრაინის რადამ ნიკოლაი აზაროვი და მისი მთავრობა ვერ გადააყენა (ფოტო).  უმაღლეს რადაში არ არის საკმარისი ხმები პრემიერ-მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილების მისაღებად - აცხადებს პარტია რეგიონების დეპუტატი.

13:09 ოპოზიცია გეგმავს რადას შენობის ბლოკირებას იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს არ დაითხოვს. ამის შესახებ ”ბატკივშინას” ფრაქციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა

12:59 რადაში პარტიების წარმომადგენლები სიტყვით გამოდიან. სხდომაზე პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა მაიდანზე მომხდარი დარბევის გამო ბოდიში მოიხადა .

11:05 პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაი აზაროვი და მთავრობის წევრები უკრაინის რადაში მიდიან.

10:51 უმაღლესი რადას შენობას "ბერკუტელები" დღეს განსაკუთრებულად იცავენ. პარლამენტის მთელს პერიმეტრზე განლაგებულია ავტობუსები (ფოტო). დღეს რადა განიხილავს ნიკოლაი აზაროვის მთავრობის დათხოვნის საკითხს.

2 დეკემბერის ქრონიკა

20:01 რუსეთის ხელისუფლების პირველი რეაქცია. პუტინმა მომხდარს უწოდა ოპოზიციის მცდელობა შეარყიოს მოქმედი ლეგიტიმური ხელისუფლების პოზიციები. "კიევის აქციები კარგადაა მომზადებული გარედან, ისინი ემზადებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მოვლენები გავს არა რევოლუციას არამედ დარბევას. ჩემი აზრით ეს ნაკლებაა დაკავშირებული უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობასთან”-განაცხადა პუტინმა.  პუტინი მიიჩნევს რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მზადდებოდა ქვეყანაში 2015 წელს ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ( მოსკოვის დროით).

18:17 უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ კიევის მილიციის ხელმძღვანელი ვალერი კორიაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

17:32 უკრაინის ოპოზიცია დროებითი მთავრობის შექმნაზე ალაპარაკდა. პარტიებში აცხადებენ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ვიტალი კლიჩკომ კი ნიკოლაი აზაროვის მთავრობა მაიდანის მოედანზე დაპატიჟა.

17:17 კიევის სასამართლომ ევრომაიდანზეგანხორციელებული დარბევის დროს დაკავებული სტუდენტები გაამართლა და გაათავისუფლა.

18:50 (მოსკოვის დრო)ვიქტორ იანუკოვიჩსა და  ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. იანუკოვიჩი ითხოვს ევროკომისიამ მიიღოს სპეციალური დელეგაცია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დეტალების განსახილველად.  ევროკავშირი მზადაა მიიღოს დელეგაცია. გარდა ამისა, იანუკოვიჩი შეპირდა ბაროზუს, რომ მოხდება აქტივისტების წინააღმედეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გამოძიება.

18:32 (მოსკოვის დრო) შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი "ტვიტერზე" პოსტს აქვეყნებს. შვედეთმა უკრაინის ელჩი იხმო, რათა გამოხატოს თავისი შეშფოთება კიევში მიმდინარე მოვლენების გამო.

18:25 (მოსკოვის დრო) საღამოს მეიდანი და მეზობელი ქუჩები გამოცოცხლდა - ხალხი განაგრძობს აქციას, ისინი მაიდანის პერიმეტრზე ამაგრებენ ბარიკადებს, უსმენენ სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოსვლებს.

16:44 (მოსკოვის დრო) ევროინტეგრაციის მომხრეები რუსეთშიც მოიძებნენ  - მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან 10-მდე ადამიანი დააკავეს. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: ”უკრაინა ჩვენ შენთან ვართ”. დაკავებულებს შორის არის პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი.

15:07 რადას პროფილურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის დადგენილებას მთავრობისადმი ნდობის გამოუცხადებლობის შესახებ. დოკუმენტს განსახილველად პარლამენტს ხვალ წარუდგენენ. სავარაუდოა, რომ დღეს უკრაინის მთავრობის გადადგომა არ მოხდება.

14:56 პარტია "ბატკივშინას" თავმჯდომარის მოადგილე სერგეი სობოლევი აცხადებს, რომ ევრომაიდანზე მყოფთა მთავარი მოთხოვნებია: ნიკოლაი აზაროვის მთავრობის გადადგომა, შს მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს პასუხისგებაში მიცემა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

14:00 უმაღლეს რადაში დაიწყო კომიტეტის სხდომა, რომელზეც განიხილავენ მინისტრთა კაბინეტის გადადგომის საკითხს.

13:05 კიეველებს აქციის მონაწილეებისთვის საჭმელი მიაქვთ. მინისტრთა კაბინეტთან მყოფ მომიტინგეებთან გაჩნდა საკვების დახლი, სადაც პროდუქტებს არიგებენ (ფოტო). პროდუქტები კიევის მცხოვრებლებმა აქციის მონაწილეებისთვის მიიტანეს.

12:45 სასამართლოში მიტინგის დაშლის დროს დაკავებულთა ბედი წყდება. ათობით "ბერკუტელი" იმყოფება კიევის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც წყდება ევრომაიდანზე დარბევის დროს დაკავებული აქტივისტების ბედი.

12:30 რადას შენობასთან სიმშვიდეა. პარლამენტის შენობასთან დგას მილიცია, მაგრამ მომიტინგეები არ ჩანან (ფოტო). ხოლო მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მიმდინარეობს მასობრივი პროტესტი მოთხოვნით - გადადგეს ნიკოლაი აზაროვის მინისტრთა კაბინეტი. აქცია მშვიდად მიმდინარეობს (ფოტო) .

11:45 მომიტინგეთა დაახლოებით 5 000 კაციანი კოლონა მაიდნიდან მინისტრთა კაბინეტის შენობისკენ გაემართა. მათ ხელმძღვანელობს იური ლუცენკო. კოლონასთან არ ჩანს არცერთი სამართალდამცავი.

11:05 კიევში მიტინგის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩების გასასვლელები გადაკეტეს. ბარიკადები აღმართულია კრეშატიკის ქუჩაზე, ევროპის მოედნისა და ინსტიტუტის ქუჩაზე. ასევე, ბარიკადების აღმართვა მიმდინარეობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლოვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები გზიდან ქვებს კრეფენ. სავარაუდოდ, ეს არის წინასწარი თავდაცვის ზომა, იმ შემთხვევაში თუ მოხდება აქციის მონაწილეების მასობრივი წმენდა

10: 57 ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კიევში, უკრაინის ეროვნული ბანკის შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. 12 მომიტინგე უშუალოდ ეროვნული ბანკის შენობის შესასვლელთან დგას, ხოლო 40-მდე ეზოში.

10:53 დემონსტრანტებს შორის, რომლებმაც გადაკეტეს გრუშევსკის ქუჩა, გამოჩნდა მღვდელიც, რომელიც მომიტინგეებს შორის პირველ რიგებში დგას.

9:46 უკრაინის შს მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ უკრაინელ ხალხს შაბათ ღამეს გამოყენებული გადამეტებული ძალის გამო მოუბოდიშა.

უკრაინაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 24 ნოემბრიდან დაიწყო. საზოგადოება ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთისგან ზეწოლის გამო ევროინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელს ვერ მოაწერდა. 1 დეკემბერს დემონსტრანტებმა დაიკავეს კიევის მერიის შენობა და სცადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა. პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაახლოებით, 200 ადამიანი დაშავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა