"ძაღლმა მამა დამიძახა"

"ძაღლმა მამა დამიძახა"

კი­ნო­ლო­გი კო­ტე ქვლი­ვი­ძე ცხო­ვე­ლებს ისე ზრდის, რო­გორც მშო­ბე­ლი - შვი­ლებს. მათ­ზე იმ­დე­ნად ზრუ­ნავს, რომ ერთ-ერ­თ­მა ძაღ­ლ­მა მა­მაც კი და­უ­ძა­ხა. ძაღ­ლე­ბის გარ­და მის ეზო­ში სხვა­დას­ხ­ვა ცხო­ველ­სა და ფრინ­ველ­საც ნა­ხავთ. 2 წლის წინ ყორ­ნის ბა­ხა­ლა აჩუ­ქეს და ისიც კი აალა­პა­რა­კა - ყო­ველ დი­ლით ეკითხე­ბა - კო­ტი­კო, ყა­ვა გინდა?

- კო­ტე, რა პრო­ფე­სი­ის ხართ?

- პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ვარ, მაგ­რამ ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით კი­ნო­ლო­გიც გავ­ხ­დი, ერ­თი მე­ო­რეს ხელს არ უშ­ლის და ორი­ვე საქ­მეს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ. ბავ­შ­ვო­ბა­ში თუ სად­მე უპატ­რო­ნო კა­ტას ან ძაღლს ვი­პო­ვი­დი, სახ­ლ­ში მი­ვარ­ბე­ნი­ნებ­დი და ვპატ­რო­ნობ­დი. დე­და და ბე­ბია მიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მა­მა და პა­პა ჩემს მხა­რეს იყ­ვ­ნენ. ახ­ლაც ასეა, თუ სად­მე დაჭ­რი­ლი ცხო­ვე­ლი ან ფრინ­ვე­ლი ვნა­ხე, მომ­ყავს და ვმკურ­ნა­ლობ. ჩემს მო­ნა­დი­რე მე­გობ­რებს ზოგ­ჯერ ეცო­დე­ბათ დაჭ­რი­ლი ფრინ­ვე­ლი და ჩემ­თან მოარბენინებენ. მე­რე მე ვუვ­ლი და თუ გა­მო­ვა­ჯან­მ­რ­თე­ლე, ვუშ­ვებ, თუ არა­და, ვიტო­ვებ. სხვა­თა შო­რის ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დი­დი დრო და ნე­ბის­ყო­ფა სჭირ­დე­ბა. ბავ­შ­ვო­ბა­ში ერ­თ­მა კაც­მა მითხ­რა, შენ რომ ჯი­ში­ა­ნი ძაღ­ლი მოგ­ცა, ალ­ბათ აალა­პა­რა­კებ­დიო (ი­ცი­ნის).

- რო­გორც ვი­ცი, აალა­პა­რა­კეთ კი­დეც.

- დი­ახ, წლე­ბის წინ მყავ­და ბოქ­სი­ო­რი "ბუ­ბა", რო­მე­ლიც მა­მას მე­ძახ­და. სა­ერ­თოდ, ბოქ­სი­ო­რებს ყბის ისე­თი აგე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რომ ბგე­რე­ბის გა­მო­ცე­მა შე­უძ­ლი­ათ, თუ, რა თქმა უნ­და, ხში­რი კონ­ტაქ­ტი გექ­ნე­ბა მას­თან. ცხო­ველ­მა უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ გიყ­ვარს, თა­ვის მე­გობ­რად უნ­და გი­გუ­ლოს, უნ­და ესა­უბ­რო, რო­გორც ბავშვს და შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ­მა ძაღ­ლ­მა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­მაც კი და­გი­ძა­ხოს. მყავ­და მე­ო­რე ბოქ­სი­ო­რი - "პე­რი­კო", რო­მე­ლიც გი­ნე­ბას ვერ იტან­და და სახ­ლ­ში ან ქუ­ჩა­ში თუ ვინ­მე შე­ი­გი­ნე­ბო­და, მა­შინ­ვე მის­კენ მი­ი­წევ­და საჩხუბ­რად.

- გი­ნე­ბა რო­გორ­ღა შე­ა­ძუ­ლეთ?

- რო­ცა ვინ­მე შე­ი­გი­ნე­ბ­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, პე­რი­კო, ეცი, შე­გა­გი­ნა-მეთ­ქი და ასე და­ი­მახ­სოვ­რა. სახ­ლ­ში თუ სტუმრები მყავ­და და რო­მე­ლი­მეს გი­ნე­ბა წა­მოს­ც­დე­ბო­და, მა­შინ­ვე აიღ­რი­ნე­ბო­და, ვეტყო­დი, პე­რი­კო, და­ჯე­ქი, შენ­თ­ვის არ შე­უ­გი­ნე­ბია-მეთ­ქი და და­შოშ­მინ­დე­ბო­და­ (ი­ცი­ნის).

ბოქ­სი­ო­რე­ბი კარ­გი მცვე­ლე­ბიც არი­ან. ერ­თხელ "პე­რი" შინ მარ­ტო დავ­ტო­ვე, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე სახ­ლ­ში მძარ­ც­ვე­ლე­ბი შე­სუ­ლან, ნივ­თე­ბის ძი­ე­ბა­ში კი პე­რი თავ­ზე წადგომიათ და და­ნარ­ჩე­ნი თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რაც იქ დატ­რი­ალ­დე­ბო­და. მე­ზობ­ლებს თურ­მე ხმა­ურ­ზე გა­ეღ­ვი­ძათ და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებს ბინაში იმ­დე­ნი სის­ხ­ლი დახ­ვ­დათ, რომ დაჭ­რი­ლებს ეძებ­დ­ნენ, მაგ­რამ უიღ­ბ­ლო მძარ­ც­ვე­ლე­ბი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დამ­ხ­ტა­რან.

პე­რიმ ერ­თხელ ჩემ­ზეც იძია შუ­რი. სა­სე­ირ­ნოდ არ წა­ვიყ­ვა­ნე და რომ დავ­ბ­რუნ­დი, წიგ­ნი, რო­მელ­საც ვკითხუ­ლობ­დი, დაფ­ლე­თი­ლი დამ­ხ­ვ­და. სუ­ნით გა­მო­იც­ნო, ბო­ლოს რო­მე­ლიც მე­ჭი­რა ხელ­ში და ის და­მი­ხია...

- ახ­ლა თუ გყავთ ასე­თი ჭკვი­ა­ნი ძაღ­ლი?

- ახ­ლა მყავს ამე­რი­კუ­ლი ბულ­დო­გი "შო­ნი", მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია, ის ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია და სულ სახ­ლ­შია. თა­ვის ლეკ­ვებ­თან ერ­თად ჩვენ­თან ცხოვ­რობს. ჩე­მი ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე ხელს არა­ფერს ახ­ლებს. მა­გი­და­ზე შემ­წ­ვა­რი ქა­თა­მიც რომ იდოს, სა­ნამ მე არ ვეტყ­ვი, ჭა­მე-მეთ­ქი, არ მი­ე­კა­რე­ბა. ახ­ლა სულ 15 ძაღ­ლი მყავს ლეკ­ვე­ბი­ა­ნად, მაგ­რამ მაქვს ასე­ვე ძაღ­ლე­ბის სას­ტუმ­რო, რომელიც ზაფხულ­ში დი­დი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს, და­სას­ვე­ნებ­ლად რომ მი­დი­ან, ძაღლებს აქ მი­ტო­ვე­ბენ ხოლ­მე.

- სხვა ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბიც გყავთ?

- მყავს ჯუ­ჯა კურ­დღ­ლე­ბი, ჯუ­ჯა და გი­გან­ტი ქათ­მე­ბი, იშ­ვი­ა­თი ჯი­შის მტრე­დე­ბი, თუ­თი­ყუ­შე­ბი და ასე­ვე ყო­რა­ნი, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობს.

- ყო­რანს რო­გორ ას­წავ­ლეთ ლა­პა­რა­კი?

- ყო­რანს "ნუკ­რი"ქვია, სხვა­თა შო­რის უკ­ვე მსა­ხი­ო­ბია. სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­შიც"გა­და­ი­ღეს. თვი­თონ ალა­პა­რაკ­და, ეს ჩემ­თ­ვი­საც შო­კი იყო. რო­ცა ეზო­ში ვარ, მე­უღ­ლე გა­მო­დის და მე­კითხე­ბა - კო­ტი­კო, ყა­ვა გინ­და? ამ ფრა­ზას ჩე­მი მე­უღ­ლე თით­ქ­მის ყო­ველ­დღე მე­უბ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, "ნუკ­რიმ" ეს და­ი­მახ­სოვ­რა და ერთ მშვე­ნი­ერ დი­ლა­საც ჩე­მი ყო­რა­ნი "მე­კითხე­ბა" - კო­ტი­კო, ყა­ვა გინ­და? (ი­ცი­ნის) იმ სიტყ­ვებს იმახ­სოვ­რებს, რაც ხში­რად ეს­მის. იცის ასე­ვე ძაღ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი, მე რომ და­ვუ­ძა­ხებ "შო­ნის", ისიც ეძა­ხის, ძაღ­ლი იბ­ნე­ვა, არ იცის, სა­ით წა­ვი­დეს, მე­რე მე ვუბ­რაზ­დე­ბი, ვე­უბ­ნე­ბი, ხმა ჩა­იგ­დე - მეთ­ქი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩხა­ვილს მორ­თავს.

ერთ კუ­რი­ოზს მო­გიყ­ვე­ბით: ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს მო­ხუ­ცი ბე­ბო, რო­მე­ლიც ყო­ველ დი­ლით ეზოს ალა­გებს და ყვე­ლა იც­ნობს. ჩემს სახ­ლ­თან ახ­ლოს ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია, სა­ი­და­ნაც ჩე­მი და ამ ბე­ბოს ეზო კარ­გად ჩანს. ერთ დღე­საც იქ მო­მუ­შა­ვე ბი­ჭე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს იულია ბე­ბო რა წყნა­რი ქა­ლი იყო, ახ­ლა კი ყო­ველ დი­ლით გა­უ­თა­ვებ­ლად ბუზღუ­ნებ­სო, არა­და, ჩე­მი ყო­რა­ნი ბუზღუ­ნებს, იმათ კი ჰგო­ნი­ათ, ბე­ბო ჩხუ­ბობს (ი­ცი­ნის).

ყო­რა­ნი მარ­თ­ლა სა­მა­სი წე­ლი არ ცხოვ­რობს, მაგ­რამ 30 წე­ლი იცხოვ­რებს. ჯერ 2 წლი­საა და ჩემს შთა­მო­მავ­ლო­ბას გა­და­ე­ცე­მა. ალ­ბათ 10-15 წლი­სა ლექ­სებ­საც იტყ­ვის (ი­ცი­ნის)...

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს