"ფეისბუქის" სტატუსით ფსიქოპატს ამოიცნობთ

"ფეისბუქის" სტატუსით ფსიქოპატს ამოიცნობთ

ჩვენთვის "ფეისბუქი" გართობისა და ურთიერთობის მარტივი ხერხია, მაგრამ ფსიქოლოგებისთვის ერთგვარი დაკვირვების საგანი - სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი, ვიდეო, თუ ფოტო ჩვენს ქვეცნობიერ სამყაროს აშიშვლებს და პოსტის წყალობით ფსიქოპატის ამოცნობაც კი ყოფილა შესაძლებელი.

შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ შესაძლოა ერთი შეხედვით უწყინარმა ადამიანმა, რომელიც ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრესიას არ ავლენს, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებით გამოხატოს თავისი შინაგანი მხარე. სტატუსით მეძავის, სუიციდისკენ მიდრეკილი პიროვნებისა და პორნოგრაფიის მოყვარულის ამოცნობაა შესაძლებელი. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი ძლიერადაა ფოკუსირებული საკუთარ სურვილებზე და სხვების მიმართ თანაგრძნობას საერთოდ არ განიცდის.

აქვს თუ არა ადამიანს ნერვული პრობლემები, იქიდანაც ჩანს, რამდენად აქტიურია მომხმარებელი "ფეისბუქში" და რა სიხშირით ანახლებს გვერდს. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კომუნიკაბელური და მეგობრულია ადამიანი, რომელიც სისტემატურად ანახლებს გვერდს და ბევრი მეგობარი ჰყავს "ფეისბუქზე" დამატებული.

მომზადებულია medicaldaily.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს