კიევში მილიციამ თავისუფლების მოედნის ბლოკირება განახორციელა

კიევში მილიციამ თავისუფლების მოედნის ბლოკირება განახორციელა

კიევში მილიციამ ავტობუსებით თავისუფლების მოედნის ბლოკირება განახორციელა. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" იუწყება.

სააგენტოს მონაცემებით, ამავდროულად ბლოკირებულია პროფკავშირების სახლის მიმდებარე ტერიტორიაც. ამ ადგილზე სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის პერიოდულად ვითარება იძაბება.

ცოტა ხნის წინ მილიციამ მომიტინგეთა ორი სააგიტაციო ავტომანქანაც დაბლოკა. დეპუტატები კი სახლების სახურავებიდან იტყობინებიან, რომ ამ ავტომანქანებში აკრძალული ნივთები არ არის.

მილიციის მიერ ბლოკირებულ ტერიტორიებზე მაშხალებს ისვრიან. ამ დროის მონაცემებით, სამართალდამცველები აქტიური მოქმედებების დაწყებას არ აპირებენ. ამ დროისთვის რამდენიმე ასეულმა მილიციელმა ბრძანების თანახმად აირწინაღები გაიკეთა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა