სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის

რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი სა­ხელ­წო­დე­ბას იც­ვლის. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, 1-ლი იან­ვრი­დან იგი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია, ჩემი სა­მი­ნის­ტროს სა­ხე­ლის შეც­ვლის სა­კი­თხი მაქვს ინი­ცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას პრე­ზი­დენ­ტი არ აწერ­და ხელს. ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ეს აღარ არის პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვა და ეხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 1 იან­ვრი­დან ჩემს სა­მი­ნის­ტროს რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის ნაც­ვლად ერ­ქმე­ვა - "სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­რი­გე­ბა შე­ე­ხე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბას იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც შიდა ინ­ტეგ­რა­ცია სჭირ­დე­ბა.

"ჩვენ მუ­შა­ო­ბის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა გვაქვს, ეს არის კონ­ფლიქ­ტებ­თან ინ­ტეგ­რა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად შე­რი­გე­ბა შე­ე­ხე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბა კი შე­ე­ხე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც პრობ­ლე­მა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებს მო­ეს­პო­ბათ არ­გუ­მენ­ტი სა­მი­ნის­ტროს სა­ხე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ესაა ყვე­ლა­ზე ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­ხე­ლი, ამით ჩვენ მათ მო­ვუს­პობთ არ­გუ­მენ­ტებს, რად­გან აქამ­დე სულ ამ­ბობ­დნენ რომ სი­ტყვა რე­ინ­ტეგ­რა­ცია მათ­თვის იყო მი­უ­ღე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის. როგორც სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 1-ლი იანვრიდან იგი იქნება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

"მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევარზე მეტია, ჩემი სამინისტროს სახელის შეცვლის საკითხი მაქვს ინიცირებული, თუმცა მას პრეზიდენტი არ აწერდა ხელს. ახალი კონსტიტუციით, ეს აღარ არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ეხება პრემიერ-მინისტრს, აქედან გამომდინარე, დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან ჩემს სამინისტროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნაცვლად ერქმევა - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, შერიგება შეეხება კონფლიქტების მიმართულებას და სამოქალაქო თანასწორობას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც შიდა ინტეგრაცია სჭირდება.

"ჩვენ მუშაობის ორი მიმართულება გვაქვს, ეს არის კონფლიქტებთან ინტეგრაცია. შესაბამისად შერიგება შეეხება კონფლიქტების მოგვარებას. სამოქალაქო თანასწორობა კი შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემა აქვს საქართველოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ რეგიონებს მოესპობათ არგუმენტი სამინისტროს სახელის წინააღმდეგ.

"ესაა ყველაზე ნეიტრალური სახელი, ამით ჩვენ მათ მოვუსპობთ არგუმენტებს, რადგან აქამდე სულ ამბობდნენ რომ სიტყვა რეინტეგრაცია მათთვის იყო მიუღებელი", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა