გოგა ხაჩიძე - იმედია, ქეიფს რომ მორჩებიან, წამოსლოკინებულ მადლობას მაინც გვეტყვიან "ნაციონალებს"

გოგა ხაჩიძე - იმედია, ქეიფს რომ მორჩებიან, წამოსლოკინებულ მადლობას მაინც გვეტყვიან "ნაციონალებს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს მოსახლეობას ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ულოცავს.

"გილოცავთ, ასოცირების შეთანხმების პარაფირებას!

უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავია, ძალიან დიდი შრომის და მცდელობის შედეგი.

იმედია, ქეიფს რომ მორჩებიან, წამოსლოკინებულ მადლობას მაინც გვეტყვიან კარგად გაშლილი სუფრისთვის", - წერს ხაჩიძე.

იმავე მოვლენას ეხმაურება კიდევ ერთი "ნაციონალი" ეკა ხერხეულიძე.

"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება დასრულდა. მთავარია ხელისუფლებამ შეინარჩუნოს გაცხადებული საგარეო კურსის სიმტკიცე და გაუძლოს რუსეთის ზეწოლას, რაც მხოლოდ ურყევი პოლიტიკური ნებით არის შესაძლებელი.

არავითარი კუდის ქიცინი ოკუპანტებთან. უკრაინის მაგალითი საუკეთესო გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენი ხელისუფლებისთვის

არც ერთი ნაბიჯი უკან!!!

გავა დრო და მოვუყვებით შვილებს,რომ იმ 9 წელს დიდი ძალა აქვს.

ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს და თითოეულ ჩემს თანაგუნდელს იმ დიდ წარმატებას,რაზეც ათეული წლის წინ ვერც ვიოცნებებდით და რაც არსებულმა ხელისუფლებამ ესტაფეტით ჩაიბარა", - წერს ხერხეულიძე საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე".

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში - ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა.

პარალელურად, მაია ფანჯიკიძემ და ქეთრინ ეშტონმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ.

შეთანხმების ტექსტი მომვალ კვირაში გახდება ცნობილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს