ეტლსმიჯაჭვული ქირურგი, რომელიც ოპერაციებს აკეთებს

ეტლსმიჯაჭვული ქირურგი, რომელიც ოპერაციებს აკეთებს

შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ამას აშშ-ის შტატ მისურიში მცხოვრები ქირურგი ტედ რამელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

ქირურგს წელს ქვემოთ დამბლა აქვს - 2010 წელს ხერხემალზე მდებარე კისტა სისხლით გაევსო. 1 წელი ქირურგი ინტენსიური რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და საბოლოოდ, სამსახურში დაბრუნება შეძლო. ტედს სპეციალური ეტლი აქვს, რომელიც საოპერაციო მაგიდასთან აუცილებლობის შემთხვევაში, ქირურგის სხეულს მაღლა სწევს; მართალია ვერ დადის, მაგრამ ხელებით უამრავ პაციენტს სიცოცხლეს უნარჩუნებს.

ტედი მდგომარეობიდან მეუღლის, კატრინის დახმარებით გამოვიდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მოსიყვარულე მეუღლისა და ოჯახის წევრების თანადგომით გადალახა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს