პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადება მიიღო

პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. პარლამენტმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემუშავებული განცხადების პროექტს 66 ხმით დაუჭირა მხარი. პროექტის წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

უმრავლესობის განცხადების პროექტი ექვსპუნქტიანია და მასში ძირითადად საუბარია ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მხარდაჭერაზე ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში საქართველოს პარლამენტი გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს განხორციელდეს საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.

ასევე განცხადების თანახმად, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივ და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში. ასევე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ფარგლებში.

განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ექნებათ სრულყოფილი არჩევანის თავისუფლება. განცხადებაში მოწოდებაა ევროპის კავშირის მიმართ, რომ გაზარდოს და გააძლიეროს დახმარების ინსტრუმენტები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რათა გახდნენ მეტად დემოკრატიულები და გახადონ ინტენსიური ხალხთა შორის კავშირები.

ამასთან, აქვე გამოთქმულია იმედი, რომ ევროპის კავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ პროექტს გახდის მეტად ქმედითს, მოქნილს და შედეგით ორიენტირებულს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა