კონკრეტული დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯარიმები შემცირდება (ექსკლუზივი)

კონკრეტული დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯარიმები შემცირდება (ექსკლუზივი)

საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები მცირდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მისი შს მინისტრობის დროს, შსს-მ საკანონმდებლო ორგანოში შეიტანა ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. "ამბები.გე" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად მოგვაწოდა ინფორმაცია კონკრეტულად, რომელ დარღვევებზე მცირდება ჯარიმები. სიჩქარით გადაჭარებებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავის ოდენობა 500 ლარის ნაცვლად, 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმებისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად, 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

ასევე ჯარიმა მცირდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, აღნიშნული ადმინისტრაციული დარღვევა 10 ლარიან ჯარიმას და გადაუხდელობის შემთხვევაში, 150 ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად, მართვის უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარიანი ჯარიმა ნახევრდება და მისი ოდენობა 50 ლარი იქნება. ჟარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150 ლარის ოდენობით დაერიცხება საურავი. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად, 1 წლის ვადით ჩამოეთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

მცირდება აგრეთვე განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200 ლარიანი ჯარიმა და მისი ოდენობა 100 ლარი იქნება. გადაუხდელობის შემთხვევაში კი 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ის ჯარიმები, რომლებსაც რეპრესიული დატვირთვა ჰქონდა, შემცირდა და მხოლოდ აღმზრდელობით ეფექტამდე დავიდა.

"მთელი რიგი ჯარიმები, რომელზეც სახდელი იყო გაუმართლებლად დიდი, უმეტეს შემთხვევაში გავანახევრეთ. ასევე დაიწია საურავის ზედა ზღვარმა. ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის საკმაოდ გაუმართლებელი ჯარიმა იყო", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მისივე თქმით, სამინისტროს მიმართა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომლებსაც ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო, სახლიდან გამოსვლისას ერთი კვირის განმავლობაში 500-700 ლარის ჯარიმა მოუვიდათ სახლში.

"ჩვენ დავრჩით ერთგულები ჩვენი პრინციპებისა, როდესაც დავტოვეთ ძალაში და უფრო გავამკაცრეთ ჯარიმა სიმთვრალეზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ ვუდგებით ზერელედ და ზედაპირულად საერთო ჯარიმების პრობლემას. ჩვენ მთელი რიგი სანქციები, რომელთა გამკაცირება იყო საჭირო, გავამკაცრეთ და ის ჯარიმები, რომელთა სიმკაცრე არ ექვემდებარებოდა არანაირ ლოგიკას, შევამსუბუქეთ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

თეა ბითაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ