რას აპ­რო­ტეს­ტებს კო­ბა ბა­რა­თე­ლი?

რას აპ­რო­ტეს­ტებს კო­ბა ბა­რა­თე­ლი?

"ა­ხა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სა­კითხა­ვად დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ყო­ველ­თ­ვის ვა­ხერ­ხებ. სის­ტე­მა­ტუ­რად ვეც­ნო­ბი ქარ­თულ პრე­სას", - ამ­ბობს "კო­მე­დი ჯგუ­ფის" წევ­რი, კო­ბა ბა­რა­თე­ლი. არა­ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჰყავს, მაგ­რამ ნო­დარ დუმ­ბა­ძი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან გა­მოჰ­ყ­ვა და წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­ტად გაძ­ლი­ერ­და.

პრეამბულის მაგიერ

- კო­ბა, ქარ­თუ­ლი პრე­სი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას რო­მელ გა­მო­ცე­მას ანი­ჭებ?

- ყვე­ლა ნერ­ვებს მიშ­ლის, მაგ­რამ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ერ­თ­გუ­ლი ვრჩე­ბი. ყვე­ლა ნო­მერს ვკითხუ­ლობ.

- ეს გა­ზე­თი რით მოგ­წონს?

- რუბ­რი­კა "ვერ­სი­ა" სა­ინ­ტე­რე­სოა, თან წიგ­ნი მოჰ­ყ­ვე­ბა და... მე­რე იმ წიგ­ნებ­საც ვკითხუ­ლობ.

- შე­ნი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი რო­მე­ლია?

- გა­მორ­ჩე­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მწე­რა­ლი მიყ­ვარს, მაგ­რამ ისე, რო­გორც ნო­დარ დუმ­ბა­ძე - არც ერ­თი. დუმ­ბა­ძის ყვე­ლა გმირ­თან ვი­მე­გობ­რებ­დი, უარ­ყო­ფით­თა­ნაც კი. მა­გა­ლი­თად, - მე­ბუ­რიშ­ვილ­თან, "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი­დან". დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მხო­ლოდ იუმო­რი კი არა, დი­დი მო­რა­ლი­ცაა და აქ­ცენ­ტი პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე კეთ­დე­ბა.

- ხა­სი­ა­თით მის რო­მე­ლი­მე გმირს ჰგავ­ხარ?

- ბა­ჩა­ნა რა­მიშ­ვილს ("მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი"). მას­თან ბევრ სა­ერ­თო თვი­სე­ბას ვპო­უ­ლობ - გუ­ლახ­დი­ლო­ბა­სა და სი­მარ­თ­ლის თქმის უნარს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სი­მარ­თ­ლის თქმა სა­ჭი­როა თუ - არა.

- 12 დე­კემ­ბერს ფილ­მის პრე­მი­ე­რა გაქვთ. "ძი­ძა" რო­გო­რი გა­მო­ვი­და?

- თა­ვად ამ ფილ­მ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო როლს ვთა­მა­შობ. კარ­გი ფილ­მია, ქარ­თუ­ლი იუმო­რით. მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევრს იცი­ნებს. გა­ხა­ლის­დე­ბა.

- ის ინ­გ­ლის­ში ქ. სტრად­ფორ­დ­ში, ქა­ლა­ქის მე­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­ლე მი­სი ოჯა­ხი რთულ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და, რის გა­მოც ვე­ღარ შეძ­ლო სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. 18 წლის ასაკ­ში 8 წლით უფ­როს ქალ­ზე და­ქორ­წინ­და. არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი პო­ე­მის, ტრა­გე­დი­ი­სა და კო­მე­დი­ის ავ­ტო­რია. ის 52 წლის ასაკ­ში სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­სა­ხე­ლე, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­სი პი­ე­სე­ბი ცნო­ბი­ლია?

- არა­ერ­თი.

- უილი­ამ შექ­ს­პი­რი.

- ამ მდი­ნა­რე­ზე 4 ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი მდე­ბა­რე­ობს. რო­მელ მდი­ნა­რე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- დუ­ნა­ი­ზე.

- ამ ხელ­საწყოს, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ფიქ­სი­რე­ბის­თ­ვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰქვია "პო­ლი­ფი­ზი­ოგ­რა­ფი". და­ა­სა­ხე­ლე მი­სი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა.

- ვერ ვხვდე­ბი, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ეს ხელ­საწყო ამოწ­მებს, პა­სუ­ხის გა­ცე­მის დროს, ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლია.

- მივ­ხ­ვ­დი, ამ და­სა­ხე­ლე­ბის გა­და­ცე­მაც არ­სე­ბობ­და. სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- რო­მელ ქარ­თულ მხატ­ვ­რულ ფილ­მ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი - "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქე­თო და კო­ტე­ში".

- რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი ზრუ­ნავს თა­ვის ნა­ში­ერ­ზე ყვე­ლა­ზე მეტ­ხანს - კა­ტა, სპი­ლო თუ დათ­ვი?

- დათ­ვი.

- ცდე­ბი.

- მა­შინ სპი­ლო იქ­ნე­ბა.

- "ვინც სევ­დი­ა­ნია - ის გუ­ლახ­დი­ლი­ცა­ა", - ამ­ბობ­და ეს მხატ­ვა­რი. მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფია 70 წელ­ზე მეტს ით­ვ­ლის. ამ­ბო­ბენ, სა­ხე­ლოს­ნო­ში მუ­დამ ჰქონ­და ერ­თი დი­დი ტი­ლო, რო­მელ­ზეც მი­სი ხელ­მო­წე­რა იყო. რო­მელ მხატ­ვარ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ტი­ლო­ებს და­მი­სა­ხე­ლებ?

- "ქა­ლი პლაჟ­ზე", "მო­ხუ­ცი მათხო­ვა­რი ბიჭ­თან ერ­თად", "ა­ვი­ნი­ო­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი" და ა.შ.

- მივ­ხ­ვ­დი, პი­კა­სო­ზეა ლა­პა­რა­კი.

- "თქვენ ალ­ბათ ფიქ­რობთ,/ კარგ ლექსს უკ­ვე აღა­რა­ვინ სწერს/ და რომ წუ­ხი­ლის ნავ­სად­გურ­ში ეშ­ვე­ბა ღუ­ზა./ მე ასე ვფიქ­რობ,/ ლექ­სის კითხ­ვის ჟამს,/ მკითხ­ველ­საც უნ­და სწყა­ლობ­დეს მუ­ზა". ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მო­რის ფოცხიშ­ვი­ლი. პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- კი, ხან­და­ხან ლექ­სებს თა­ვა­დაც ვწერ.

- ვის აკითხებ?

- დუ­ტას და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს. ერთს შენც გეტყ­ვი (პა­უ­ზის შემ­დეგ) "ეს რა ხდე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში უცხო­ე­ლი თა­რე­შობს,/ გაგ­ვი­ხა­დეს ეს ქვე­ყა­ნა ლა­მის სა­პირ­ფა­რე­შოდ..." ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ. ეს ლექ­სი პრო­ტეს­ტია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პე­ტე­ფის - "მიყ­ვარ­ხარ ძლი­ერ, ძლი­ერ.../ მიყ­ვარ­ხარ ცხა­დად, მალ­ვით,/ რო­გორც არო­დეს არ­ვინ/ არ ჰყვა­რე­ბია არ­ვის./ ეს სიკ­ვ­დილს უდ­რის თით­ქ­მის,/ ეს შე­უძ­ლოა თით­ქ­მის,/ შენ ერთს გე­კუთ­ვ­ნის ყვე­ლა,/ რაც სიყ­ვა­რუ­ლად ით­ქ­მის..."

- რა არის ტან­კა?

- არ ვი­ცი.

- იაპო­ნუ­რი პო­ე­ზი­ის ჟან­რია. რას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ ქრის­ტეს­თ­ვის სა­ხა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი - მა­თე, ლუ­კა, იოანე და მარ­კო­ზი?

- ისი­ნი ქრის­ტეს მო­წა­ფე­ე­ბი იყ­ვ­ნენ.

- რო­მელ­მა მე­ფემ მო­ა­ხერ­ხა მონ­ღოლ­თა თით­ქ­მის 100-წლი­ა­ნი ბა­ტო­ნო­ბის შემ­დეგ მა­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გან­დევ­ნა?

- გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლემ.

- რო­მე­ლი ნი­შა­ნი მი­უ­თი­თებს მუ­სი­კა­ში ბგე­რის ნა­ხე­ვა­რი ტო­ნით და­დაბ­ლე­ბას?

- არ ვი­ცი.

- ბე­მო­ლი. "ჩი­ხუ­რის პი­რად მაღ­ლობ­ზე დგას ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ქვით­კი­რის სახ­ლი. ამ უშ­ნო შე­ნო­ბას სი­მაღ­ლე პა­ტა­რა კოშ­კის აქვს, სიგ­რ­ძე დარ­ბა­ზი­სა და სის­ქე - ცი­ხის, მაგ­რამ არც ერთ მათ­განს კი არ ჰგავს!.. აი, ამ სახ­ლ­ში დავ­ბა­დე­ბულ­ვარ მე 9 ივ­ნისს, გან­თი­ა­დი­სას 1840-ში, თუმ­ცა ნათ­ლო­ბის მოწ­მო­ბა­ში კი 1841 მი­წე­რი­ა", - წერს თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ თხზუ­ლე­ბა­ში ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი. რო­მელ მწე­რალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე, არა?

- ცდე­ბი, ეს პა­ტა­რა მდი­ნა­რე საჩხე­რე­ში...

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) აკა­კი წე­რე­თე­ლი.

- რო­მელ სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვებ­ში მი­ე­დი­ნე­ბა სის­ხ­ლი ყვე­ლა­ზე ნე­ლა?

- კა­პი­ლა­რებ­ში.

- ამ ძაღ­ლის ჯი­ში სა­ი­დან გაჩ­ნ­და, უც­ნო­ბია. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­სი სამ­შობ­ლო იყო ინ­დო­ე­თი, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ მოხ­ვ­და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, იუგოს­ლა­ვი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ის სა­ნა­პი­რო­ზე. დი­დი ხნის მან­ძილ­ზე ეს ჯი­ში ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ინ­ტე­რე­სი 1960 წლი­დან დის­ნე­ის მულ­ტ­ფილ­მის გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ გაჩ­ნ­და. და­ა­სა­ხე­ლე ამ ძაღ­ლის ჯი­ში.

- დალ­მა­ტი­ნე­ლი.

- კონ­ფუ­ცი თვლი­და, რომ ახალ­გაზ­რ­დებს უნ­და გა­მო­ე­ჩი­ნათ უფ­რო­სე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა, მშობ­ლე­ბის მი­მართ - მოკ­რ­ძა­ლე­ბა. საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლო­ბი­თა და ღირ­სე­ბით უნ­და მო­პყ­რო­ბოდ­ნენ, ხალ­ხი უნ­და ჰყვა­რე­ბო­დათ და და­ახ­ლო­ე­ბოდნენ კაც­თ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნებს. ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ, კი­დევ დარ­ჩე­ბო­დათ დრო და კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ მას და­ხარ­ჯავ­დ­ნენ...

- გარ­თო­ბა­ში.

- სწავ­ლა­ში.

- ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩა­მოთ­ვა­ლე, სწავ­ლა­საც მო­ი­ცავს და გარ­თო­ბა უფ­რო ლო­გი­კუ­რი პა­სუ­ხია. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, მე და კონ­ფუ­ცი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ვაზ­როვ­ნებთ.

- რა ჰქვია მეც­ნი­ე­რე­ბას სამ­ყა­როს შე­სა­ხებ?

- არ ვი­ცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ - ამ სა­განს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დი.

- გე­ოგ­რა­ფია არ იქ­ნე­ბა. ას­ტ­რო­ნო­მია?

- გა­მო­ი­ცა­ნი. მზის სის­ტე­მის რო­მე­ლი პლა­ნე­ტა ან­დო­მებს დე­და­მი­წის გარ­შე­მო შე­მობ­რუ­ნე­ბას ყვე­ლა­ზე მეტ დროს?

- არ ვი­ცი.

- ვე­ნე­რა. ის ცხელ გა­რე­მო­ში ბი­ნად­რობს, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნია გა­ყინ­ვის შემ­დე­გაც. მეც­ნი­ე­რებ­მა მის ორ­გა­ნიზ­მ­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი და ვი­რუ­სე­ბი შე­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ არ იმოქ­მე­და. ცოცხა­ლი რჩე­ბა და მოძ­რა­ობს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი დას­ხი­ვე­ბი­სას, რო­მე­ლიც 130-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნის სა­სიკ­ვ­დი­ლო დო­ზას. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ­სე­ბობს ლე­გენ­და, რომ იგი ხი­ფა­თის დროს თავს სა­კუ­თა­რი შხა­მით იკ­ლავს. და­ა­სა­ხე­ლე, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- მო­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა.

- ბარ­ბ­რა სტრე­ი­ზან­დი ამ­ბობ­და: გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ამა­ში არის ის, რომ შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი ხში­რად ცდე­ბი­ან, მაგ­რამ გა­მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ შეც­დო­მა­ში ფულს უხ­დი­ან. რა­ზე ამ­ბობ­და ამ სიტყ­ვებს ბარ­ბ­რა სტრე­ი­ზან­დი?

- არ ვი­ცი. ბარ­ბ­რას დი­დი ცხვი­რი ჰქონ­და. გრიმ­ზე ან რა­ღაც ამ­დაგ­ვარ­ზე იტყო­და.

- მო­და­ზე ამ­ბობ­და. რო­მელ ქვე­ყა­ნა­ზე გა­დის მტკვრის ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ნაკ­ვე­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, თურ­ქეთ­ზე თუ აზერ­ბა­ი­ჯან­ზე?

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე.

- "რო­გორც უფა­ლი, სამ­შობ­ლო ერ­თია ქვე­ყა­ნა­ზე­და" - ვინ არის ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- რა­ფი­ელ ერის­თა­ვი.

- რა უწო­და გა­ზეთ­მა "დრო­ე­ბამ" ამ სიტყ­ვებს?

- არ ვი­ცი.

- მე­თერ­თ­მე­ტე მცნე­ბა. რამ­დე­ნი წლის იყო თა­მა­რი, რო­ცა მა­მამ მე­ფედ აკურ­თხა?

- 12 წლის იყო, არა?

- დი­ახ. იოჰან სე­ბას­ტი­ან ბახს, რო­გორც კომ­პო­ზი­ტორს, ყვე­ლა იც­ნობს. ის არა მარ­ტო ქმნი­და მუ­სი­კას, არა­მედ კარ­გი შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლიც იყო, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი იყო სხვა სფე­რო­შიც და ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ წიგ­ნიც კი და­წე­რა. რით იყო ბა­ხი გა­ტა­ცე­ბუ­ლი?

- არ ვი­ცი.

- ბან­ქოს თა­მა­შით. რო­მე­ლი ცხო­ვე­ლის ჯი­შია ჰუ­სა­რი?

- მა­ი­მუ­ნის.

- ეს ბერ­ძე­ნი პო­ე­ტი ფა­ონ­თან უიმე­დო სიყ­ვა­რუ­ლის გამო ლევ­კა­დი­ის კლდი­დან აქა­ფე­ბულ ზღვა­ში გა­და­ვარ­და. და­ა­სა­ხე­ლე იგი.

- (ფიქ­რობს).

- მი­გა­ნიშ­ნებ, პო­ე­ტი ტალ­ღებ­მა კუნ­ძულ ლეს­ბო­სის­კენ გა­ი­ტა­ცეს.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მას სა­ფო ერ­ქ­ვა. რო­მე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს ფი­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი - ჰელ­სინ­კი?

- ბალ­ტი­ის ზღვის.

- წე­ლი­წა­დის 12 თვი­დან რო­მელ 2 თვეს და­ერ­ქ­ვა სა­ხე­ლი რო­მის იმ­პე­რა­ტორ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად?

- ივ­ლისს და აგ­ვის­ტოს.

- იმ­პე­რა­ტო­რე­ბიც და­ა­სა­ხე­ლე.

- გა­ი­უს იული­უს კე­ი­სა­რი და ოქ­ტა­ვი­ა­ნე ავ­გუს­ტუ­სი.

- რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს უწო­დებ­დ­ნენ ძვე­ლი ბერ­ძ­ნე­ბი დრო­ის გა­დამ­ცე­მებს?

- ის­ტო­რი­კო­სებს.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე რე­მარ­კის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ა­და­მი­ა­ნი ვე­რას­დ­როს ვერ გა­მო­იწ­რ­თო­ბა, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლია ბევრ რა­მეს..."

- "...ბევრ რა­მეს მი­ეჩ­ვი­ოს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება