ბიძინა ივანიშვილი: მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ

ბიძინა ივანიშვილი: მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ

მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ, - განაცხადა ივანიშვილმა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე.

მისივე თქმით, თქმით, ორი წლის წინ მან მოახერხა და გააერთიანა პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო ნაწილი, ხელისუფლებაში მოიყვანა დემოკრატიული ძალები და ჩამოაყალიბა საუკეთესო გუნდი. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ დანაპირები შეასრულა.

"საქართველო თავისუფალია მოძალადე რეჟიმისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისაგან, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ყველას ინტერესების დამცველი, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება; საქართველოს ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია; საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ფეხზე დააყენებს ქვეყანას",- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ეს იყო მისი ამოცანა და ეს ამოცანა შეასრულა, ამიტომ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდანაც მიდის.

"დღეიდან მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, მეტიც, იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, შენი საზოგადოების რიგითი წევრი.

მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სწორედ სამოქალაქო პოზიციებიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი საზოგადოებაში ყოფნა და აქტიური საქმიანობა მეტ სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას.

მე გაძლევთ სიტყვას, რომ სულ ცოტა ოცი წელი, მთელ ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი სამშობლოს ფეხზე დაყენებას. მხარს დავუჭერ ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იდგება, არავის დავამადლი რჩევებს და არც კრიტიკას მოვაკლებ ვინმეს, თუ ამას დაიმსახურებს.

მე, თქვენთან ერთად, არ დავიღლები ხელისუფლებაში მყოფი პირებისთვის იმის შეხსენებით, რომ ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით, რომ კანონები მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად გვჭირდება და არა მეტი შეზღუდვებისთვის, რომ სამართალიანობა მართალის ძლიერებას ნიშნავს და არა ძლიერის სიმართლეს",-განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ "ჩვენ პროგრესულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ". მისივე თქმით, როცა საზოგადოება პროგრესულია, მხოლოდ მაშინ არის ის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა.

"ეს არის ჩემი ქართული ოცნება! ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული ქვეყნის პროგრესული საზოგადოება. მე ამის მჯერა! და ბოლოს, წარმატებებს ვუსურვებ პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". დარწმუნებული ვარ, პარტია ღირსეულ კონკურენციას გაუწვეს სხვა პარტიებს და მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. წარმატებებს გისურვებთ ყველას!",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმნით, ამ ერთ წელიწადში დაიმსხვრა მითი, რომ "ნაციონალების" წასვლით ეს ქვეყანა ზურგს აქცევდა ევროპას, დემოკრატია დაინგრეოდა და დასამარდებოდა.

მისი თქმით, საქართველოშიც და დასავლეთშიც ყველა მიხვდა, რომ ეს იყო ტყუილი და დემოკრატია ამ 9 წლის განმავლოაბაში იყო მოჩვენებითი.

"დემოკრატიის მიღწევებზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ახვევას, მხოლოდ "ნაციონალების" კეთილდღეობას და იმიჯის შენარჩუნებას ემსახურებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით საბოლოოდ დაესვა წერტილი "ავტორიტარულ, სიცრუეზე და ძალადობაზე დაფუძნებულ რეჟიმს". "მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება", - მიმართა ივანიშვილმა ყრილობის მონაწილეებს და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადა გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა