მარიამ საჯაია შვებულებაში გაუშვეს

მარიამ საჯაია შვებულებაში გაუშვეს

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარმა მარიამ საჯაიამ 3 თვიანი შვებულება ითხოვა. ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. დავით უსუფაშვილმა აღნიშნული საკითხი ბიუროს წევრებთან შეთანხმებით გადაწყვიტა.

"საპროცედურო საკითხთა კომიტეტის" თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი ამის საშუალებას იძლევა, რომ დეპუტატმა 3 თვიანი შვებულებით ისარგებლოს.

აღნიშნულ შემთხვევაში მას არასაპატიო გაცდენის გამო, ხელფასი არ დაექვითება.

მარიამ საჯაია ამ დრომდე გაცდენის ოფიციალურ მიზეზად, ოჯახურ მდგომარეობას ასახელებდა, თუმცა, მისი ამერიკაში სწავლის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია საზოგადოებისთვის.

”გურია ნიუსი”

ასევე დაგაინტერესებთ:

რისთვის ერიცხება მარიამ საჯაიას

ყოველთვიურად 4190 ლარი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა