მარიამ საჯაია - ივანიშვილი თავს ინახავს "მეორედ მოსვლისთვის"

მარიამ საჯაია - ივანიშვილი თავს ინახავს "მეორედ მოსვლისთვის"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილს დაპირებების შეუსრულებლობასა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში ადანაშაულებს.

"რეალობა ისაა, რომ ბიძინა არსად არ წასულა, არც დამოუკიდებელი მთავრობა არ დაუტოვებია, არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, არც სოციალურ-ეკონომიკური და არც პოლიტიკური ხასიათის...

თავს ინახავს და პასუხისმგებლობას ირიდებს "მეორედ მოსვლისთვის". ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღევანდელი მთავრობა არის ბიძინას საცეცები, თუმცა თავად ეცდება შეინარჩუნოს იმიჯი, რომ შეცდომები, რასაც მთავრობა დაუშვებს, მას არ უკავშირდება და მისი ბრალი არ არის. ამით ხელისუფლებაში მოსვლის თუ დარჩენის კიდევ ერთ შანსს იტოვებს.

face-saving games!", - წერს საჯაია.

24 ნოემბერს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგით მესამე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წავლისა და სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ განაცხადა. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს, ის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი: მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ

რისთვის ერიცხება მარიამ საჯაიას ყოველთვიურად 4190 ლარი

მარიამ საჯაია შვებულებაში გაუშვეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს