სოფელ ხელთუბნის მოსახლეობა თანასოფლელ იეღოველებს დაუპირისპირდა

სოფელ ხელთუბნის მოსახლეობა თანასოფლელ იეღოველებს დაუპირისპირდა

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მოსახლეობის ერთი ნაწილი იეღოვას მიმდევრებს დაუპირისპირდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი სოფლის ცენტრში, მჭიდრო დასახლების ადგილას, იეღოვას მოწმეთა შეკრებებისთვის განკუთვნილი ნაგებობის მშენებლობა გახდა.

სოფლის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ხელმოწერებიც შეაგროვა და ხელისუფლებას მიმართა, თუმცა მშენებლობა გრძელდება.

მართლმადიდებელი მოსახლეობის განცხადებით, ისინი თანასოფლელებს  რელიგიური ნიშნით არ უპირისპირდებიან. მათი თქმით, აღნიშნული ადგილი მსგავსი ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისთვის მიზანშეუწონელია.

თავად იეღოვას მიმდევრები თანასოფლელების პროტესტს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და მშენებლობას აგრძელებენ.

სოფლის მოსახლეობის მართლმადიდებელი ნაწილი აცხადებს, რომ თუ მშენებლობის შეჩერება არ მოხდება, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა