ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, რიტმის და ბლუზის ფიუჟენი რუსთაველის დიდ სცენაზე

ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, რიტმის და ბლუზის ფიუჟენი რუსთაველის დიდ სცენაზე

საქართველოში ჯაზს გულშემატკივარი არასოდეს აკლდა. ჯაზის სიყვარული, ქართული ფოლკლორის იმპროვიზაციებიდან გამომდინარე, კოდირებულია ჩვენში. ამიტომაც ყოველ ახალ კონცერტს დიდი მოლოდინი ახლავს, ყოველ ახალ ჯაზ-შემსრულებელს, ჯგუფს, ბენდს კი ერუდირებული, მცოდნე მსმენელი და სათანადო შემფასებელი ჰყავს.

10 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდი სცენა ჯაზის, ჰიპ-ჰოპის და რიტმის და ბლუზის სინთეზს, ე.წ. Fusion-ს დაეთმობა. ბენდი, რომელიც თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას "სისხლს გადაუსხამს", საგანგებოდ კომპანია სილქნეტის მოწვევით ჩამოვა. Beka & Logic Project ბენდის ლიდერი, "კლავიშის ვუნდერკინდად" წოდებული, ქართველი ჯაზ -ვირტუოზი ბექა გოჩიაშვილია. ამ ჯგუფმა პირველი ალბომი - Chillin' In Batumi ნიუ-იორკში ჩაწერა და მისი პრეზენტაციის გამართვას თბილისში გეგმავს.

ბენდის შემადგელობაში წარმოდგენილნი არიან მსოფლიოში სახელგანთქმული და ჯაზის საუკეთესოდ აღიარებულ ფესტივალებში (მათ შორის საქართველოში) რეგულარულად მონაწილე მუსიკოსები - დიჯეი ლოჯიქი (ელექტრონული მაგიდა და მიქსერი), ჯეიმს ჰარტი (ელექტრო-პიანინო), ლამონტ მაკეინი (ელექტრო-ბას გიტარა), ჯალილ შო (ალტო-საქსოფონი), ჯასტინ ტაისონი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ჯაზის და ჰიპ-ჰოპის საუკეთესო ათ ვოკალისტთა რიცხვში შემავალი მუსიკოსი, რენე ნეუფვილი.

ამ ჯგუფის ჩამოყალიბება, რეპეტიციები, პრეზენტაცია ჯაზ-კლუბ Birdland-ში, კონცერტის ლაივში ონლაინ ტრანსლირება, ალბომის ჩაწერა ნიუ-იორკში Premier Studio-სა და Audio Piranha-ში და მისი გამოცემა განხორციელდა ბექას კომპანია Exitus Entertainment-ის მიერ, რომელსაც ყველა ჩამოთვლილ ეტაპზე კომპანია "სილქნეტმა" გაუწია მხარდაჭერა. ალბომის პროდიუსერები არიან გიორგი რამიშვილი და გიორგი შენგელაია. მისი ჩაწერის ტექნიკური მხარე უზრუნველყო გრემის მფლობელმა ინჟინერმა, პაბლო არაიამ. ალბომის ფოტო გაფორმებაში მონაწილეობა მიიღო უინტონ მარსალისის და ჩიკ კორეას ფოტოგრაფმა, ერნესტ გრეგორიმ.

ოცი გრემის მფლობელი ჩიკ კორეა განსაკუთრებულად აფასებს ბექას ტალანტს და შემოქმედებას და მას ქვეყნის საუკეთესო ელჩად მოიხსენიებს. სწორედ მას მიუძღვნა ბექამ ამ ალბომში ერთ-ერთი მუსიკალური კომპოზიცია Endless Youth. ლეგენდარულმა ბასისტმა სტენლი კლარკმა ბექას გამოჩენა მსოფლიო არენაზე გაუთანაბრა უდიდესი მუსიკოსის, ტონი უილიამსის დებიუტს მაილს დევისის ჯგუფში. ლენი უაითმა მას უწოდა მხცოვანი სული ახალგაზრდა სხეულში. თელონიუს მონკის შვილის, ცნობილი დრამერის, თიჯეი მონკის განცვიფრებას არ ჰქონდა საზღვარი თუ საიდან აქვს საქართველოში დაბადებულ ბექას ასეთი ბუნებრივი სუინგი.

ცნობილი კრიტიკოსი, ბილ მილკოვსკი, ჯგუფ Beka & Logic Project-ს თამამად ათავსებს იმავე დონეზე, რომელზეც არიან ფიუჟენის ჟანრის ლეგენდარული ჯგუფები Return To Forever, Weather Report და Headhunter, რომელთა შემქმნელები არიან ჩიკ კორეა, ჯო ზავინული და ჰერბი ჰენკოკი. ალბომი Chillin' in Batumi-ის მოსმენის შემდეგ, მისი აზრით "ფიუჟენს ბოლო 40 წლის მანძილზე არ ჰქონია ასეთი ვირტუოზული და ინტელექტუალური ჟღერადობა და არ ყოფილა ასე პოზიტიურად დამუხტული".

ალბომის ციფრული ვერსია გაყიდვაშია 2013 წლის სექტემბრიდან ინტერნეტ-მაღაზიებში (iTunes, Amazon, CDBaby, და სხვ.), ხოლო მისი ფიზიკური ვერსია გაყიდვაში გამოდის მისი თბილისში პრეზენტაციისას. მომავალი წლიდან დაგეგმილია ალბომის საკონცერტო წარდგენები ევროპის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიის და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.

ცნობილი კრიტიკოსი, ბილ მილკოვსკი, ჯგუფ Beka & Logic Project-ს თამამად ათავსებს იმავე დონეზე, რომელზეც არიან ფიუჟენის ჟანრის ლეგენდარული ჯგუფები Return To Forever, Weather Report და Headhunter, რომელთა შემქმნელები შესაბამისად არიან ჩიკ კორეა, ჯო ზავინული და ჰერბი ჰენკოკი. ალბომი Chillin' in Batumi-ის მოსმენის შემდეგ, მისი აზრით "ფიუჟენს ბოლო 40 წლის მანძილზე არ ჰქონია ასეთი ვირტუოზული და ინტელექტუალური ჟღერადობა და არ ყოფილა ასე პოზიტიურად დამუხტული".

კომპანია "სილქნეტი" სიამაყით წარმოუდგენს მუსიკის მოყვარულებს ჯგუფ Beka & Logic Project-ს და მის პირველ ალბომს Chillin' in Batumi და მადლობას უხდის ამ პროექტში მონაწილე თითოეულ პირს.

კონცერტის ბილეთები დღეიდან რუსთაველის თეატრის სალაროებში გაიყიდება.

კონცერტის მხარდამჭერები არიან Radisson Blu Iveria, ჟურნალი National Geographic, ტელეკომპანია "რუსთავი2" და რადიო Jazz FM.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი