ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს ბოდიში მოუხადა

ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს ბოდიში მოუხადა

რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა ინანა ის, რაც რუსეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტ თინა კანდელაკზე დაწერა. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში სობჩაკმა კანდელაკი დაადანაშაულა, რომ იგი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში რამზან კადიროვთან ერთად ისვენებდა. პასუხად თინამ სობჩაკის საყვარლების ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა და მეტოქეს, თუ საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებდა, 500 000 დოლარი შესთავაზა.

ქსენიამ უკან დაიხია. ტელეწამყვანმა თინას "ფეისბუქში " დაწერილი ბრალდების წაკითხვის შემდეგ საკუთარ ბლოგში  "ბოდიში" მოიხადა. 

"საზიზღრად ვიგრძენი თავი. პირველ რიგში საკუთარი თავის გამო. თინათინს შეუძლია რამდენიც უნდა ისაუბროს ჩემს მეგობარ მამაკაცებზე, მაგრამ მე ასეთ დონეზე როგორ დავეცი? როგორ წამოვეგე პროვოკაციას ნახევარი მილიონით, როგორ ვერ შევიკავე ემოციები? პატივცემულო მკითხველებო და თინა! გულითად ბოდიშს ვიხდი წინა პოსტისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიერ მოყვანილი ყველა ფაქტი სიმართლეა, თავად მისი დაწერის ფაქტი, როგორც ადამიანს და ჟურნალისტს არ შემეფერება. ყველაზე ნაკლებად კვლავ ჩემი ყოფილი კოლეგის დონეზე დაცემა მინდოდა. მაპატიეთ, პროვოკაციას წამოვეგე და საკუთარ ემოციებზე კონტროლი დავკარგე. კი, მე მძულს თინა კანდელაკი, მაგრამ მძულს ხოდარკოვსკის წინაღმდეგ «Письмо 55»-სთვის, ვოლოდინთან და სურკოვთან თათბირისთვის, მისი პოზიციისთვის საპროტესტო აქციებისადმი, მისი პირადი ცხოვრებისთვის. გპირდებით, რომ თუ მომავალში ამ სახელს ვახსენებ, მხოლოდ საზოგადოების დღის წესრიგთან დაკავშირებით",-წერს სობჩაკი.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები