სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თავად-აზნაურთა საკრებულო" პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს "სამეფო კარის" შექმნას სთავაზობს
"თავად-აზნაურთა საკრებულო" პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს "სამეფო კარის" შექმნას სთავაზობს

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს" 2013 წლის 1 მარ­ტით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ღია წე­რი­ლი ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქსა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს (მა­შინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს) "სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კა­რის" შექ­მნას სთა­ვა­ზო­ბენ. თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­ფო კარს ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­თან ერ­თად ყვე­ლა გვა­რის ღირ­სე­ულ­მა წი­ნამ­ძღოლ­მა უნდა უხელ­მძღვა­ნე­ლოს, უწ­მინ­დე­სი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რე­გენ­ტო­ბით.

ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა მიერ თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს ღია წე­რი­ლის გა­ზი­ა­რე­ბაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" ღია წე­რილს უც­ვლე­ლად გთავ­ზობთ:

"უწ­მინ­დე­სო და უნე­ტა­რე­სო, გვა­კურ­თხეთ!

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა!

კვლავ მოგ­მარ­თავთ რწმე­ნი­თა და იმე­დით ერის სუ­ლი­ერ მა­მას და ერის ფი­ზი­კურ მხსნელს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს, მო­ნარ­ქის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "სა­მე­ფო გვირ­გვი­ნის" წევრთა, ნიკო ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის პე­და­გოგ­თა და მშო­ბელ­თა სა­ხე­ლით კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის კონ­ცეფ­ცი­ის აქ­ტუ­ა­ლო­ბა­ზე ამ­ჟა­მინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის თავ­და­დე­ბუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით, ჩვე­ნი მრწამ­სი­სა და ნა­ფიქ­რა­ლის, ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­უ­წყებთ, რომ ღვთივ­კურ­თხე­უ­ლი მე­ფის მოვ­ლი­ნე­ბის მო­ლო­დი­ნი, დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი პრე­ზი­დენტ-ყო­ფი­ლის ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის უარ­ყო­ფა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მრა­ვალ მხარ­დამ­ჭერს პო­უ­ლობს.

ილია მარ­თლის საკ­რა­ლუ­რი დე­ფი­ნი­ცია: "მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა", კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ღვთა­ებ­რი­ვი ტრი­ა­და: "ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი", რწმე­ნის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იყო და არის დე­და­აზ­რი, ცხოვ­რე­ბის არსი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი­სა, თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის ქვა­კუ­თხე­დი დღი­დან მისი და­არ­სე­ბი­სა.

უწ­მინ­დე­სო და უნე­ტა­რე­სო! ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა!

თქვენ კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზე­ცი­უ­რი იერ­არ­ქი­ის ხატი იყო დე­და­მი­წა­ზე. სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თალ­ში წე­რია: "ღვთის უდი­დე­სი სა­ხი­ე­რე­ბით კაც­თათ­ვის ბო­ძე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სი­კე­თე­ნი არი­ან მღვდლო­ბა და მე­ფო­ბა, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი იღ­ვწის ღვთი­ურ საქ­მე­თათ­ვის, ხოლო მე­ო­რე ზრუ­ნავს სა­ე­რო საქ­მე­ებ­ზე. ორი­ვე კი მომ­დი­ნა­რე­ობს ერთი და იმა­ვე წყა­როს­თვა­ლი­დან, წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის სამ­კა­ულს…"

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მიერ 1801 წლი­დან გა­ნად­გურ­და რო­გორც მე­ფო­ბა, აგ­რეთ­ვე ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად მო­ის­პო ორი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ბაგ­რა­ტო­ვან­თა დი­ნას­ტი­ის და სა­მე­ფოს აღ­სად­გე­ნად მრა­ვა­ლი პატ­რი­ო­ტის, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ერის­კა­ცის სის­ხლი დაღ­ვრი­ლა XIX ს. აჯან­ყე­ბებ­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბებ­ში.

1917 წ. ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დის­შვილ­მა, გე­ნე­რალ­მა კოტე აფხაზ­მა (შერ­ვა­ში­ძემ), თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა მთე­ლი ქო­ნე­ბა (27 მლნ. ოქ­როს რუბ­ლი) - 8 მლდ. ფრან­კი - გა­დას­ცა ქარ­თველ ერს. ეს ის­ტო­რი­უ­ლი, უპ­რე­ცე­დენ­ტო, პატ­რი­ო­ტუ­ლი აქტი სა­ფუძ­ვლად, ეკო­ნო­მი­ურ ბა­ზი­სად და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას (1918-1921) და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი (მენ­შე­ვი­კუ­რი) მთავ­რო­ბის უნი­ა­თო­ბის, რუ­სე­თის ბოლ­შე­ვი­კუ­რი ბან­დე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის, ღა­ლა­ტის, ქარ­თუ­ლი მხედ­რო­ბის ღვაწ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის უარ­ყო­ფის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ბა­ტონ­და საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი, წი­თე­ლი ტე­რო­რი და და­ი­წყო ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, მო­ე­წყო თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის, სამ­ღვდე­ლო­ე­ბის, კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ულ მი­წათ­მოქ­მედ­თა და მო­აზ­როვ­ნე პატ­რი­ოტ­თა გე­ნო­ცი­დი. საბ­ჭო­თა "გუ­ლა­გებ­ში" 250 000 ქარ­თვე­ლი იტან­ჯე­ბო­და, ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი სხე­უ­ლი იშ­ლე­ბო­და ორი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქი­სა და ერთი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მნით. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რძველ მი­წა­ზე გამ­რავ­ლდნენ უცხო­ტო­მე­ლე­ბი. 1991 წ. აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლო აგ­რძე­ლებ­და ის­ტო­რი­უ­ლი, ეროვ­ნუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ტრა­დი­ცი­ებს და, ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იდგა სა­კუ­თარ ერ­თან, იბ­რძო­და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ა­ლე­ბი­სათ­ვის, იყო სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე კოტე აფხა­ზის, რეზო გა­ბაშ­ვი­ლის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის, ალექ­სან­დრე ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლის, სი­მონ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძი­სა და სხვა­თა სუ­ლი­ე­რი მი­სი­ი­სა. ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი კონ­ფე­რენ­ცია, ყრი­ლო­ბა, შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში, და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნე­ბი და მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ მთა­ვარ თე­მას - კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის უპი­რა­ტე­სო­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის შეც­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, ახალ­გაზ­რდე­ბის აღ­ზრდას, სწო­რედ ამი­ტომ, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და პატ­რო­ნა­ჟით, და­არ­სდა ნიკო ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი, მზად­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია "XXI სა­უ­კუ­ნე და მო­ნარ­ქის­ტუ­ლი იდეა", გა­მოქ­ვეყ­ნდა სო­ლი­დუ­რი (600-გვერ­დი­ა­ნი) ნაშ­რო­მი "სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა", რო­მე­ლიც მი­ე­ძღვნა პატ­რი­არ­ქს და მო­ნარ­ქის­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის აპო­ლო­გი­ას შე­ი­ცავს. ამ წიგ­ნის ბოლო გვერ­დზე ჩვენ, მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, მტკი­ცე პრო­ტესტს ვუ­ცხა­დებთ მ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ან­ტი­ე­როვ­ნულ რე­ჟიმს და მო­ვი­თხოვთ მის გა­დად­გო­მას (2009-2010 წწ.).

ჩვე­ნი იდე­ო­ლო­გია ეყ­რდნო­ბა უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ბრძნულ რჩე­ვებს. "მეფე მე­ფობს და არ მარ­თავს…" (2007 წ.), - ბრძა­ნა ერის სუ­ლი­ერ­მა მა­მამ და ურ­ჩია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეფიქ­რა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე, ბაგ­რა­ტო­ვან­თა აღ­ზე­ვე­ბა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თად. პატ­რი­არ­ქის რჩე­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის, მორ­წმუ­ნე მრევ­ლის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის შეც­ვლის იდეა მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი, რუსი, ბერ­ძე­ნი მა­მე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას ეყ­რდნო­ბა. მეფე ზნე­ო­ბის, ღირ­სე­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, ეროვ­ნუ­ლო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში (48 ქვე­ყა­ნა: ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, ია­პო­ნია, ბელ­გია…). ქარ­თუ­ლი მო­ნარ­ქიზ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი მდგო­მა­რე­ობს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის, ეროვ­ნუ­ლი იდე­ის, პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის, თვითმყო­ფა­დო­ბის შერ­წყმა­ში ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. შემ­თხვე­ვი­თი რო­დია, რომ ევ­რო­პა­ში უძ­ვე­ლეს­მა დი­ნას­ტი­ამ შვა ამ­დე­ნი მეფე-მხე­დარ­თმთა­ვა­რი, წმინ­და­ნი, მეც­ნი­ე­რი, პო­ე­ტი…, რომ­ლე­ბიც თავ­და­დე­ბუ­ლად ეწი­რე­ბოდ­ნენ მტერს და ქვე­ყა­ნას იცავ­დნენ. ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია ამ ეტაპ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კა­რის" შექ­მნა, რო­მელ­საც ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­თან ერ­თად ყვე­ლა გვა­რის ღირ­სე­უ­ლი წი­ნამ­ძღო­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რე­გენ­ტო­ბით. თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლო სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ერ­თად გა­უ­წევს რე­კო­მენ­და­ცი­ას რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­სა და უძ­ვე­ლე­სი გვა­რე­ბის წი­ნამ­ძღო­ლებს(ბაგ­რა­ტი­ო­ნებს, თვად-აზ­ნა­უ­რებს).

"სა­მე­ფო კა­რის" შექ­მნით, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გე­ბი­ან კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­იც­ვლე­ბა ზნე­ობ­რივ-მო­რა­ლუ­რი გან­წყო­ბა, ჩაქ­რე­ბა შუღ­ლი და ბრძო­ლა, გამ­ყარ­დე­ბა ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა რკა­ლი, ხალ­ხს მი­ე­ცე­მა იმე­დი და ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი.

ჩვენ, თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს, გვსურს მხო­ლოდ ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გო­მით ის­ტო­რი­უ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა - მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა ზნე­და­ცე­მულ ერში.

სწრა­ფი და რე­ა­ლის­ტუ­რი პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბა მო­ხერ­ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აღ­დგე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და ადე­იშ­ვი­ლე­ბის, ბეჟუ­აშ­ვი­ლე­ბი­სა და მა­ვან­თა მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი "ოფი­ცერ­თა სახ­ლი", სა­ი­და­ნაც 1923 წ. და­სახ­ვრე­ტად გა­იყ­ვა­ნეს გე­ნე­რა­ლი კოტე აფხა­ზი და 15 მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, გიმ­ნა­ზი­ე­ბის შე­ნო­ბე­ბი და ა. შ. გა­და­ე­ცეს, და­უბ­რუნ­დეს კა­ნო­ნი­ერ პატ­რონს - ხალ­ხს.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ორი რე­გენ­ტი: პატ­რი­არ­ქი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გუ­ლან­თე­ბულ მა­მუ­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად, გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ ქარ­თუ­ლი მო­ნარ­ქიზ­მის იდე­ო­ლო­გი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუ­ნე­ბენ კავ­კა­სი­ის ღერ­ძის ფუნ­ქცი­ას.

ქარ­თუ­ლი მო­ნარ­ქიზ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნია - რწმე­ნის სიმ­ტკი­ცე, ეროვ­ნუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კონ­ცეფ­ცი­ის შე­დუ­ღა­ბე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან. ამი­ტომ ამ­კვიდ­რებ­და გრი­გოლ ხანძთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ას: "ქარ­თლად ფრი­ა­დი ქვე­ყა­ნა აღი­რი­ცხე­ბის, რო­მელ­სა­ცა შინა ქარ­თუ­ლი­თა ენი­თა ჟამი შე­ი­წირ­ვის და ლოც­ვაი ყო­ვე­ლი აღეს­რუ­ლე­ბის…"

ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია აერ­თი­ა­ნებ­და ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელს, მათ შო­რის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლებს.

ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის მე­ფო­ბამ გა­ნა­დი­და, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, და­ამ­კვიდ­რა სა­ქარ­თვე­ლო, გა­მო­ავ­ლი­ნა ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­სის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, ბიძ­გი მის­ცა კულ­ტუ­რულ-მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­გან­ძუ­რის შექ­მნას. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან­მა ის­ტო­რი­ამ ცხად­ყო, რომ ერის გე­ნე­ზი­სი გა­დი­ო­და არა რე­ვო­ლუ­ცი­ებ­სა და პარ­ტი­ულ იდე­ო­ლო­გი­ებ­ზე, არა­მედ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ზე, რწმე­ნა­ზე, მე­ფო­ბა­ზე. ქრის­ტი­ა­ნი მეფე იყო ხატი ზე­ცი­უ­რი მე­ფი­სა. სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღვთივ­დად­გე­ნი­ლია და ღვთივ­კურ­თხე­უ­ლი. მე­ფო­ბა, რო­გორც ზნე­ობ­რი­ვი მი­სია, გუ­ლის­ხმობს მა­რა­დი­ულ ფიქ­რსა და ქმე­დე­ბას, ზნე­ობ­რი­ვი სა­წყი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა!

უწ­მინ­დეს­თან და უნე­ტა­რეს­თან, ჩვენს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან, ჩვე­ნი სა­ერ­თო აზ­რის შე­ჯე­რე­ბის (კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი…) შე­დე­გად, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ურ­თუ­ლე­სი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ვართ გან­ვა­ცხა­დოთ:

ჩვენ ვგმობთ საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ცი­ებს და ვთა­ვა­ზობთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" (რო­მელ­საც მხარს ვუ­ჭერ­დით არ­ჩევ­ნებ­ში) რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბას სის­ტე­მის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის სა­ბო­ლოო სახე იქ­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქია - გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის, ზნე­ო­ბის, ტრა­დი­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი. მო­ნარ­ქი იყუ­რე­ბა სა­უ­კუ­ნე­თა მიღ­მა თა­ვი­სი მემ­კვიდ­რის სა­ხით და აგ­რძე­ლებს წი­ნაპ­რე­ბის და­ნა­ტო­ვარს. ის არ ფიქ­რობს წა­მი­ერ­ზე, 4-6-წლი­ან კამ­პა­ნი­ა­ზე და პი­რა­დულ ინ­ტე­რე­სებ­ზე, გამ­დიდ­რე­ბა­ზე, არა­მედ მო­მა­ვალ­ზე, ქვეყ­ნის სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ეროვ­ნულ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე…

სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ზე­ვე­ბა ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ი­სა, რო­მე­ლიც, ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის დე­ფი­ნი­ცი­ით, გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო "მხნე­ო­ბით, სიბ­რძნე-ქვე­ლო­ბით, ქვეყ­ნი­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლო­ბით", სა­სი­კე­თოდ და­ე­ტყო­ბო­და ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს. მი­ტა­ცე­ბუ­ლი მუხ­რა­ნი უნდა და­უბ­რუნ­დეს ქარ­თლს, მე­ფეს.

მო­ნარ­ქი იქ­ნე­ბა ხალ­ხის ნე­ბის ეთ­ნოფ­სი­ქო­ლო­გი­ის, ზნე­ო­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. ის იქ­ნე­ბა გა­რან­ტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბი­სა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მომ­ხდა­რა სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის მოს­პო­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბით. უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის 20-წლი­ა­ნი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზის, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი მთავ­რო­ბის რე­ჟი­მის მან­კი­ე­რი სწრაფ­ვის აღ­მო­სავ­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის დამ­კვიდ­რე­ბის ჟამს, რო­დე­საც გეგ­მი­უ­რად გა­ნად­გურ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და მრეწ­ვე­ლო­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა და კულ­ტუ­რა, როცა მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ცხოვ­რობს სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ, ჩვენ ვხე­დავთ ხსნას მხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ მო­ნარ­ქი­ა­ში. ამ­ჟა­მინ­დელ "გლო­ბა­ლის­ტურ" მსოფ­ლი­ო­ში, ნა­ტოს 8 ქვე­ყა­ნა­ში (26 ქვეყ­ნი­დან), ევ­რო­კავ­ში­რის 7 ქვე­ყა­ნა­ში (27 ქვეყ­ნი­დან) კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­აა. სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც დი­ნას­ტი­ას აღად­გენს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის სა­ხით. მო­მა­ვა­ლი მეფე, პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თად, გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს, და­იბ­რუ­ნებს და­კარ­გულ პრო­ვინ­ცი­ებს, გა­აძ­ლი­ე­რებს ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, ეთ­ნი­კურ აფხა­ზებს, ოსებს, ბერ­ძნებს, სომ­ხებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო და­იბ­რუ­ნებს კავ­კა­სი­ის ღერ­ძის ფუნ­ქცი­ას "ნი­კოპ­სი­ი­დან და­რუ­ბან­დამ­დე".

ჩვენ, თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს, მო­ნარ­ქის­ტულ მოძ­რა­ო­ბა "სა­მე­ფო გვირ­გვი­ნის" წევ­რებს, გარ­კვე­უ­ლი კონ­ცეფ­ცია და სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა გვაქვს ხალ­ხუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. მიგ­ვაჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

1. სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ენის სტრუქ­ტუ­რებ­ში ჩარ­თვა ყვე­ლა ერი­სა, ქარ­თუ­ლი ენის აღორ­ძი­ნე­ბა. დ. გუ­ლი­ას ბოლო ნაშ­რო­მის მი­ხედ­ვით, რო­მელ­შიც ამ­ტკი­ცებს, რომ ქარ­თვე­ლია და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პირ­მ­შოა, პრო­პა­გან­და აფხა­ზეთ­ში შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის, ემუხ­ვა­რე­ბის, მარ­შა­ნი­ე­ბის… თავ­და­დე­ბი­სა, ერ­თი­ა­ნი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის რთულ გზა­ზე.

2. ნიკო ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის ბა­ზა­ზე უმაღ­ლე­სი რან­გის სას­წავ­ლებ­ლის შექ­მნა, რო­მე­ლიც უფა­სოდ მო­ამ­ზა­დებს აფხაზ­თა ის­ტო­რი­უ­ლი გვა­რე­ბის (შერ­ვა­ში­ძე­ე­ბი, მარ­შა­ნი­ე­ბი, ჩხო­ტუ­ე­ბი, ინალ-იფე­ბი…) შვი­ლებს. თბი­ლის­ში სკო­ლას­თან და­არ­სე­ბულ პან­სი­ო­ნატ­ში უფა­სოდ ვას­წავ­ლით 10-10 ბავ­შვს ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლე­ბის ყვე­ლა ტო­მი­დან… სა­ქარ­თვე­ლო, თბი­ლი­სი იყო გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრი. ყვე­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ე­ცეს აფხა­ზებს, ოსებს, ინ­გი­ლო­ებს, ლა­ზებს, ჩეჩ­ნებს, ადი­ღე­ვე­ლებს და სხვებს უფა­სო, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი.

3. აღ­დგეს არნ. ჩი­ქო­ბა­ვას მიერ და­არ­სე­ბუ­ლი კავ­კა­სი­ო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა თსუ-ში.

4. შე­იქ­მნას გვარ­თა მუ­ზე­უ­მი (ერ­თა­დერ­თი მსოფ­ლი­ო­ში), რო­მე­ლიც ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 25 000 გვა­რის ეტი­მო­ლო­გი­ას, ის­ტო­რი­ას, გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს და რო­მე­ლიც გა­და­იქ­ცე­ვა ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ცენ­ტრად.

5. გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძის პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა დარ­გში (უნდა ამაღ­ლდეს სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე).

6. მუდ­მი­ვი სე­მი­ნა­რე­ბის, ფეს­ტი­ვა­ლე­ბის, კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ერ­თო სა­თა­უ­რით: "კავ­კა­სია - ჩვე­ნი სა­ერ­თო სახ­ლია," "კავ­კა­სი­უ­რი რა­სის" გე­ნე­ზი­სი;

7. აფხა­ზე­ბის, ოსე­ბის, სომ­ხე­ბის, ბერ­ძნე­ბის, აი­სო­რე­ბის… ჩარ­თვა სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში, თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს ეგი­დით "ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბის" და­არ­სე­ბა "გვარ­თა მუ­ზე­უმ­ში".

8. სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბის შექ­მნა ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგ­ლე­ბის ბა­ზა­ზე (და­ვით-გა­რე­ჯი, გო­ნიო, გე­ლა­თი, ბიჭ­ვინ­თა, მცხე­თა…), დი­ას­პო­რე­ბის ჩარ­თვა "გვარ­თა მუ­ზე­უ­მის" და­არ­სე­ბა­ში;

9. აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის, ბერ­ძნე­ბი­სა და რუ­სე­ბის მო­ნათ­ვლა სა­პატ­რი­არ­ქო­ში.

10. ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა: "მე ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე."

11. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის კურ­თხე­ვა "სა­მე­ბა­ში" ექი­მე­ბის, პე­და­გო­გე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მუ­შა­კე­ბის, მრეწ­ვე­ლე­ბის, სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

12. კა­ზი­ნო­ე­ბის, სა­მო­რი­ნე­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის აკ­რძალ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

13. კოტე აფხა­ზი­სა და 15 დახ­ვრე­ტი­ლი გმი­რის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად ვა­კის პარ­კის მი­და­მო­ებ­ში ეკ­ლე­სი­ი­სა და ძეგლის აგე­ბა (პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხელს გვიშ­ლიდ­ნენ).

14. მომ­ზად­დეს ქარ­თლის გული - მუხ­რა­ნი - "სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ად" , შე­იქ­მნას მუხ­რან-ბა­ტო­ნე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბის ბა­ზა­ზე კავ­კა­სი­უ­რი აგ­რო­ნო­მი­ულ-ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მთელ კავ­კა­სი­ას გა­უზ­რდის მა­ღა­ლი რან­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს.

15. ამ იდე­ე­ბის ხორ­ცშეს­ხმა­ში ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი, და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი კრე­დი­ტი, რო­მე­ლიც ისევ სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბა.

16. სა­ხელ­მწი­ფო, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რძა­ლე­ბის, ტყე­ე­ბის, ქო­ნე­ბის, საგ­ვა­რე­უ­ლო ბუ­დე­ე­ბის, მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბის, მი­ტა­ცე­ბის, გა­ნად­გუ­რე­ბის პრე­ცე­დენ­ტე­ბის მკაც­რი გა­კონ­ტრო­ლე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც 2012 წ.

1 ოქ­ტომ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლდა ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბის მარ­წუ­ხე­ბი­დან, ერი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პროგ­რა­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას შე­უდ­გა, ვფიქ­რობთ, დად­გა ჟამი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის შეც­ვლის, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის შექ­მნი­სა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის სა­ხით ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გაბრ­წყი­ნე­ბი­სათ­ვის.

ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით, გულ­წრფე­ლი იმე­დი­თა და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნით,

ელე­ნე აბა­ში­ძე - გე­ო­ლო­გი, აკა­დე­მი­კო­სი; ია ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი - თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს ვი­ცე­წი­ნამ­ძღო­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი; შოთა ჩხე­ი­ძე აკა­დე­მი­კო­სი; გი­ორ­გი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი - პრო­ფე­სო­რი; მე­დეა აბა­ში­ძე - ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი; ვაჟა აბა­ში­ძე - თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლოს გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე; ზაზა ჩი­ქო­ვა­ნი -პე­და­გო­გი; ზვი­ად ჯა­ფა­რი­ძე - მხატ­ვა­რი; ბუდუ სირ­ბი­ლა­ძე - "სა­მე­ფო პა­ლიტ­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, შოთა ზედ­გი­ნი­ძე - ეკო­ნო­მის­ტი, მამა გი­ორ­გი (გუ­გუშ­ვი­ლი) - ნიკო ბაგ­რა­ტი­ო­ნის სახ. სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის მო­ძღვა­რი და მრა­ვა­ლი სხვა…

01.03. 2013 წ.

თბი­ლი­სი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ღია წე­რილ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თავად-აზნაურთა საკრებულო" პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს "სამეფო კარის" შექმნას სთავაზობს

"თავად-აზნაურთა საკრებულო" პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს "სამეფო კარის" შექმნას სთავაზობს

სოციალურ ქსელებში "საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს" 2013 წლის 1 მარტით დათარიღებული ღია წერილი ვრცელდება, რომელშიც საქართველოს პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს (მაშინდელ პრემიერ-მინისტრს) "საქართველოს სამეფო კარის" შექმნას სთავაზობენ. თავად-აზნაურთა საკრებულოს განცხადებით, სამეფო კარს ბაგრატიონებთან ერთად ყველა გვარის ღირსეულმა წინამძღოლმა უნდა უხელმძღვანელოს, უწმინდესისა და პრემიერ-მინისტრის რეგენტობით.

ბოლო დროს საზოგადოებაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრები გააქტიურდა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა მიერ თავად-აზნაურთა საკრებულოს ღია წერილის გაზიარებაც სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება. "ამბები.გე" ღია წერილს უცვლელად გთავზობთ:

"უწმინდესო და უნეტარესო, გვაკურთხეთ!

ბატონო ბიძინა!

კვლავ მოგმართავთ რწმენითა და იმედით ერის სულიერ მამას და ერის ფიზიკურ მხსნელს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტული მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" წევრთა, ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგთა და მშობელთა სახელით კონსტიტუციური მონარქიის კონცეფციის აქტუალობაზე ამჟამინდელ საქართველოში.

ჩვენი პატრიარქის თავდადებული მეცადინეობით, ჩვენი მრწამსისა და ნაფიქრალის, ეროვნული სულისკვეთების შესაბამისად გაუწყებთ, რომ ღვთივკურთხეული მეფის მოვლინების მოლოდინი, დისკრედიტირებული პრეზიდენტ-ყოფილის ინსტიტუციების უარყოფა საზოგადოებაში მრავალ მხარდამჭერს პოულობს.

ილია მართლის საკრალური დეფინიცია: "მამული, ენა, სარწმუნოება", კათოლიკოს-პატრიარქის ღვთაებრივი ტრიადა: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", რწმენის, ტრადიციების, კულტურის, განათლების, მეცნიერების განვითარება იყო და არის დედააზრი, ცხოვრების არსი ყველა ქართველისა, თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრების მოღვაწეობის ქვაკუთხედი დღიდან მისი დაარსებისა.

უწმინდესო და უნეტარესო! ბატონო ბიძინა!

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სამეფო ხელისუფლება ზეციური იერარქიის ხატი იყო დედამიწაზე. საეკლესიო სამართალში წერია: "ღვთის უდიდესი სახიერებით კაცთათვის ბოძებული უმაღლესი სიკეთენი არიან მღვდლობა და მეფობა, რომელთაგან პირველი იღვწის ღვთიურ საქმეთათვის, ხოლო მეორე ზრუნავს საერო საქმეებზე. ორივე კი მომდინარეობს ერთი და იმავე წყაროსთვალიდან, წარმოადგენს ადამიანური ცხოვრების სამკაულს…"

რუსეთის იმპერიის მიერ 1801 წლიდან განადგურდა როგორც მეფობა, აგრეთვე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ფაქტობრივად მოისპო ორივე ხელისუფლება. ბაგრატოვანთა დინასტიის და სამეფოს აღსადგენად მრავალი პატრიოტის, ბატონიშვილის, სასულიერო პირის, ერისკაცის სისხლი დაღვრილა XIX ს. აჯანყებებსა და შეთქმულებებში.

1917 წ. ნოემბერში თბილისისა და ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოების დეპუტატების გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის დისშვილმა, გენერალმა კოტე აფხაზმა (შერვაშიძემ), თავად-აზნაურთა მთელი ქონება (27 მლნ. ოქროს რუბლი) - 8 მლდ. ფრანკი - გადასცა ქართველ ერს. ეს ისტორიული, უპრეცედენტო, პატრიოტული აქტი საფუძვლად, ეკონომიურ ბაზისად დაედო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას (1918-1921) და საქართველოს დამოუკიდებლობას. სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის უნიათობის, რუსეთის ბოლშევიკური ბანდების შემოსევების, ღალატის, ქართული მხედრობის ღვაწლის გამოცდილების უარყოფის გამო საქართველოში გაბატონდა საბჭოთა რეჟიმი, წითელი ტერორი და დაიწყო ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, მოეწყო თავადაზნაურობის, სამღვდელოების, კულტურის მოღვაწეების, ტრადიციულ მიწათმოქმედთა და მოაზროვნე პატრიოტთა გენოციდი. საბჭოთა "გულაგებში" 250 000 ქართველი იტანჯებოდა, ქვეყნის ეროვნული სხეული იშლებოდა ორი ავტონომიური ოლქისა და ერთი ავტონომიური რესპუბლიკის შექმნით. საქართველოს ძირძველ მიწაზე გამრავლდნენ უცხოტომელები. 1991 წ. აღორძინებული თავად-აზნაურთა საკრებულო აგრძელებდა ისტორიული, ეროვნული იდეოლოგიის ტრადიციებს და, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, იდგა საკუთარ ერთან, იბრძოდა თავისუფალი საქართველოს იდეალებისათვის, იყო სამართალმემკვიდრე კოტე აფხაზის, რეზო გაბაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვათა სულიერი მისიისა. ჩვენ მიერ ჩატარებული მრავალი კონფერენცია, ყრილობა, შეხვედრა საქართველოსა და უცხოეთში, დაბეჭდილი წიგნები და მონოგრაფიები, გამოფენები, სემინარები ემსახურებოდნენ მთავარ თემას - კონსტიტუციური მონარქიის უპირატესობას, პოლიტიკური სისტემის შეცვლის აუცილებლობას, ახალგაზრდების აღზრდას, სწორედ ამიტომ, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით, დაარსდა ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მზადდება საერთაშორისო კონფერენცია "XXI საუკუნე და მონარქისტული იდეა", გამოქვეყნდა სოლიდური (600-გვერდიანი) ნაშრომი "საქართველოს თავადაზნაურობა", რომელიც მიეძღვნა პატრიარქს და მონარქისტული იდეოლოგიის აპოლოგიას შეიცავს. ამ წიგნის ბოლო გვერდზე ჩვენ, მუქარის მიუხედავად, მტკიცე პროტესტს ვუცხადებთ მ. სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს და მოვითხოვთ მის გადადგომას (2009-2010 წწ.).

ჩვენი იდეოლოგია ეყრდნობა უწმინდესისა და უნეტარესის ბრძნულ რჩევებს. "მეფე მეფობს და არ მართავს…" (2007 წ.), - ბრძანა ერის სულიერმა მამამ და ურჩია საზოგადოებას ეფიქრა კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებაზე, ბაგრატოვანთა აღზევებაზე დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტთან ერთად. პატრიარქის რჩევა, საზოგადოების ნაწილის, მორწმუნე მრევლის, მსოფლმხედველობა და სახელმწიფო სისტემის შეცვლის იდეა მრავალი ქართველი, რუსი, ბერძენი მამების წინასწარმეტყველებას ეყრდნობა. მეფე ზნეობის, ღირსების, მართლმსაჯულების, კულტურის, განათლების, ეროვნულობის, სტაბილურობის სავიზიტო ბარათია მრავალ ქვეყანაში (48 ქვეყანა: ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ბელგია…). ქართული მონარქიზმის თავისებურებანი მდგომარეობს მართლმადიდებლობის, ეროვნული იდეის, პატრიოტული სულისკვეთების, თვითმყოფადობის შერწყმაში ერთიანი სახელმწიფოს გასაძლიერებლად. შემთხვევითი როდია, რომ ევროპაში უძველესმა დინასტიამ შვა ამდენი მეფე-მხედართმთავარი, წმინდანი, მეცნიერი, პოეტი…, რომლებიც თავდადებულად ეწირებოდნენ მტერს და ქვეყანას იცავდნენ. ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ეტაპზე "საქართველოს სამეფო კარის" შექმნა, რომელსაც ბაგრატიონებთან ერთად ყველა გვარის ღირსეული წინამძღოლი უხელმძღვანელებს უწმინდესისა და უნეტარესის და პრემიერ-მინისტრის რეგენტობით. თავად-აზნაურთა საკრებულო საპატრიარქოსთან ერთად გაუწევს რეკომენდაციას რამდენიმე სასულიერო პირსა და უძველესი გვარების წინამძღოლებს(ბაგრატიონებს, თვად-აზნაურებს).

"სამეფო კარის" შექმნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან კათოლიკოს- პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი, ძალიან სწრაფად შეიცვლება ზნეობრივ-მორალური განწყობა, ჩაქრება შუღლი და ბრძოლა, გამყარდება ტრადიციულ ფასეულობათა რკალი, ხალხს მიეცემა იმედი და ოცნების ასრულების რეალური შანსი.

ჩვენ, თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრებს, გვსურს მხოლოდ ხალხის სამსახურში ჩადგომით ისტორიული მისიის შესრულება - მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების დამკვიდრება ზნედაცემულ ერში.

სწრაფი და რეალისტური პროგრამის შესრულება მოხერხდება იმ შემთხვევაში, თუ აღდგება ისტორიული სამართლიანობა და ადეიშვილების, ბეჟუაშვილებისა და მავანთა მიერ მიტაცებული "ოფიცერთა სახლი", საიდანაც 1923 წ. დასახვრეტად გაიყვანეს გენერალი კოტე აფხაზი და 15 მამულიშვილი, გიმნაზიების შენობები და ა. შ. გადაეცეს, დაუბრუნდეს კანონიერ პატრონს - ხალხს.

ვიმედოვნებთ, რომ ორი რეგენტი: პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი, გულანთებულ მამულიშვილებთან ერთად, გააძლიერებენ ქართული მონარქიზმის იდეოლოგიას, საქართველოს დაუბრუნებენ კავკასიის ღერძის ფუნქციას.

ქართული მონარქიზმის თავისებურებანია - რწმენის სიმტკიცე, ეროვნული და სახელმწიფოებრივი კონცეფციის შედუღაბება მართლმადიდებლობასთან. ამიტომ ამკვიდრებდა გრიგოლ ხანძთელი სახელმწიფო სტრატეგიას: "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების…"

ქართული ეკლესია აერთიანებდა ყველა მართლმადიდებელს, მათ შორის ჩრდილო კავკასიელებს.

ბაგრატიონების მეფობამ განადიდა, ჩამოაყალიბა, დაამკვიდრა საქართველო, გამოავლინა ქართული ეთნოსის საუკეთესო თვისებები, ბიძგი მისცა კულტურულ-მეცნიერული საგანძურის შექმნას. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ცხადყო, რომ ერის გენეზისი გადიოდა არა რევოლუციებსა და პარტიულ იდეოლოგიებზე, არამედ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რწმენაზე, მეფობაზე. ქრისტიანი მეფე იყო ხატი ზეციური მეფისა. სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია და ღვთივკურთხეული. მეფობა, როგორც ზნეობრივი მისია, გულისხმობს მარადიულ ფიქრსა და ქმედებას, ზნეობრივი საწყისების განვითარებას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას, სტაბილურობას.

ბატონო ბიძინა!

უწმინდესთან და უნეტარესთან, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქთან, ჩვენი საერთო აზრის შეჯერების (კონფერენციები, პუბლიკაციები, სემინარები…) შედეგად, ამჟამინდელი ურთულესი სიტუაციის გათვალისწინებით, უფლებამოსილი ვართ განვაცხადოთ:

ჩვენ ვგმობთ საპრეზიდენტო ინსტიტუციებს და ვთავაზობთ "ქართულ ოცნებას" (რომელსაც მხარს ვუჭერდით არჩევნებში) რეფერენდუმის ჩატარებას სისტემის შეცვლის თაობაზე, რომლის საბოლოო სახე იქნება კონსტიტუციური მონარქია - გენეტიკური კოდის, ზნეობის, ტრადიციის მატარებელი. მონარქი იყურება საუკუნეთა მიღმა თავისი მემკვიდრის სახით და აგრძელებს წინაპრების დანატოვარს. ის არ ფიქრობს წამიერზე, 4-6-წლიან კამპანიაზე და პირადულ ინტერესებზე, გამდიდრებაზე, არამედ მომავალზე, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, ეროვნულ სამართლიანობაზე…

საქართველოში აღზევება ბაგრატიონთა დინასტიისა, რომელიც, ვახუშტი ბაგრატიონის დეფინიციით, გამორჩეული იყო "მხნეობით, სიბრძნე-ქველობით, ქვეყნისათვის თავდადებულობით", სასიკეთოდ დაეტყობოდა ქვეყანას, საქართველოს ყველა მოქალაქეს. მიტაცებული მუხრანი უნდა დაუბრუნდეს ქართლს, მეფეს.

მონარქი იქნება ხალხის ნების ეთნოფსიქოლოგიის, ზნეობის, მართლმსაჯულების განსახიერება. ის იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა, ქვეყნის გამთლიანებისა.

საქართველოში არ მომხდარა სამეფო დინასტიის მოსპობა-განადგურება ქართველი ხალხის ნებით. უახლესი ისტორიის 20-წლიანი ტრაგიკული მოვლენების ანალიზის, სააკაშვილისა და მისი მთავრობის რეჟიმის მანკიერი სწრაფვის აღმოსავლური ავტორიტარიზმის დამკვიდრების ჟამს, როდესაც გეგმიურად განადგურდა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, მეცნიერება და კულტურა, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ჩვენ ვხედავთ ხსნას მხოლოდ კონსტიტუციურ მონარქიაში. ამჟამინდელ "გლობალისტურ" მსოფლიოში, ნატოს 8 ქვეყანაში (26 ქვეყნიდან), ევროკავშირის 7 ქვეყანაში (27 ქვეყნიდან) კონსტიტუციური მონარქიაა. საქართველო იქნება პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელიც დინასტიას აღადგენს კონსტიტუციური მონარქიის სახით. მომავალი მეფე, პარლამენტთან ერთად, გააერთიანებს საქართველოს, დაიბრუნებს დაკარგულ პროვინციებს, გააძლიერებს ქვეყანას, ყველა მოქალაქეს, ეთნიკურ აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ჩრდილო კავკასიელებს. საქართველო დაიბრუნებს კავკასიის ღერძის ფუნქციას "ნიკოპსიიდან დარუბანდამდე".

ჩვენ, თავად-აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტულ მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" წევრებს, გარკვეული კონცეფცია და სამოქმედო პროგრამა გვაქვს ხალხური დიპლომატიის გამოყენებით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია:

1. სახელმწიფო ენის სტატუსის ამაღლება, სახელმწიფო ენის სტრუქტურებში ჩართვა ყველა ერისა, ქართული ენის აღორძინება. დ. გულიას ბოლო ნაშრომის მიხედვით, რომელშიც ამტკიცებს, რომ ქართველია და ქართული კულტურის პირმშოა, პროპაგანდა აფხაზეთში შერვაშიძეების, ემუხვარების, მარშანიების… თავდადებისა, ერთიანი ისტორიისა და კულტურის განვითარების რთულ გზაზე.

2. ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის ბაზაზე უმაღლესი რანგის სასწავლებლის შექმნა, რომელიც უფასოდ მოამზადებს აფხაზთა ისტორიული გვარების (შერვაშიძეები, მარშანიები, ჩხოტუები, ინალ-იფები…) შვილებს. თბილისში სკოლასთან დაარსებულ პანსიონატში უფასოდ ვასწავლით 10-10 ბავშვს ჩრდილო კავკასიელების ყველა ტომიდან… საქართველო, თბილისი იყო განათლებისა და კულტურის ცენტრი. ყველა უმაღლეს სასწავლებელში მიეცეს აფხაზებს, ოსებს, ინგილოებს, ლაზებს, ჩეჩნებს, ადიღეველებს და სხვებს უფასო, ლიმიტირებული ადგილები.

3. აღდგეს არნ. ჩიქობავას მიერ დაარსებული კავკასიოლოგიური განყოფილება თსუ-ში.

4. შეიქმნას გვართა მუზეუმი (ერთადერთი მსოფლიოში), რომელიც ასახავს საქართველოში გავრცელებული 25 000 გვარის ეტიმოლოგიას, ისტორიას, გამოჩენილი მოღვაწეების ბიოგრაფიებს და რომელიც გადაიქცევა ქვეყნის ეროვნულ ცენტრად.

5. გიორგი შერვაშიძის პრემიის მინიჭება ხელოვნების ყველა დარგში (უნდა ამაღლდეს სახელმწიფო დონეზე).

6. მუდმივი სემინარების, ფესტივალების, კონცერტების ჩატარება საერთო სათაურით: "კავკასია - ჩვენი საერთო სახლია," "კავკასიური რასის" გენეზისი;

7. აფხაზების, ოსების, სომხების, ბერძნების, აისორების… ჩართვა საერთო ქართული, სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში, თავად-აზნაურთა საკრებულოს ეგიდით "ქართული კულტურისა და ენის შემსწავლელი კურსების" დაარსება "გვართა მუზეუმში".

8. საზაფხულო ბანაკების შექმნა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ბაზაზე (დავით-გარეჯი, გონიო, გელათი, ბიჭვინთა, მცხეთა…), დიასპორების ჩართვა "გვართა მუზეუმის" დაარსებაში;

9. აფხაზებისა და ოსების, ბერძნებისა და რუსების მონათვლა საპატრიარქოში.

10. ფესტივალის ჩატარება: "მე ვარ საქართველოს მოქალაქე."

11. პროფესიონალების კურთხევა "სამებაში" ექიმების, პედაგოგების, ხელოვნების წარმომადგენლების, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის მუშაკების, მრეწველების, სხვადასხვა ეროვნების სპეციალისტების, რომლებიც ქართული ეკლესიის წიაღში გაერთიანდებიან.

12. კაზინოების, სამორინეების, აზარტული თამაშების აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე.

13. კოტე აფხაზისა და 15 დახვრეტილი გმირის უკვდავსაყოფად ვაკის პარკის მიდამოებში ეკლესიისა და ძეგლის აგება (პროექტის განხორციელებაში მერიის წარმომადგენლები ხელს გვიშლიდნენ).

14. მომზადდეს ქართლის გული - მუხრანი - "სამეფო რეზიდენციად" , შეიქმნას მუხრან-ბატონების სასახლეების ბაზაზე კავკასიური აგრონომიულ-ვეტერინარული სასწავლებელი, რომელიც მთელ კავკასიას გაუზრდის მაღალი რანგის სპეციალისტებს.

15. ამ იდეების ხორცშესხმაში ჩვენ დაგვეხმარება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი, რომელიც ისევ საქართველოს დაუბრუნდება.

16. სახელმწიფო, ეროვნული ნაკრძალების, ტყეების, ქონების, საგვარეულო ბუდეების, მიწების გასხვისების, მიტაცების, განადგურების პრეცედენტების მკაცრი გაკონტროლება ამჟამინდელ საქართველოში, რომელიც 2012 წ.

1 ოქტომბერს გათავისუფლდა ანტიეროვნული მთავრობის მარწუხებიდან, ერი "ქართული ოცნების" პროგრამების შესრულებას და სამართლიანობის აღდგენას შეუდგა, ვფიქრობთ, დადგა ჟამი პოლიტიკური სისტემის შეცვლის, ახალი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის შექმნისა კონსტიტუციური მონარქიის სახით ქვეყნის მომავალი გაბრწყინებისათვის.

ღრმა პატივისცემით, გულწრფელი იმედითა და მოკრძალებული მოლოდინით,

ელენე აბაშიძე - გეოლოგი, აკადემიკოსი; ია ბაგრატიონ-მუხრანელი - თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცეწინამძღოლი, ჟურნალისტი; შოთა ჩხეიძე აკადემიკოსი; გიორგი ანდრონიკაშვილი - პროფესორი; მედეა აბაშიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ვაჟა აბაშიძე - თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე; ზაზა ჩიქოვანი -პედაგოგი; ზვიად ჯაფარიძე - მხატვარი; ბუდუ სირბილაძე - "სამეფო პალიტრის" ხელმძღვანელი, შოთა ზედგინიძე - ეკონომისტი, მამა გიორგი (გუგუშვილი) - ნიკო ბაგრატიონის სახ. სკოლა-ლიცეუმის მოძღვარი და მრავალი სხვა…

01.03. 2013 წ.

თბილისი", - აღნიშნულია ღია წერილში.

იხილეთ ასევე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა