კიევში მთავრობის სახლის პიკეტირება დაიწყო

კიევში მთავრობის სახლის პიკეტირება დაიწყო

ოპოზიციის აქტივისტებმა კიევში მთავრობის სახლის პიკეტირება დაიწყეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მინისტრთა კაბინეტის შენობის შესასვლელი რკინის ღობეებით არის შემოსაზღვრული.

წესრიგს სამართალდამცავების გაძლიერებული რაოდენობა აკონტროლებს. მთავრობის სახლთან მილიციის სპეცდანაყოფების 10 ავტობუსია მობილიზებული.

ამ დროისათვის კიევში ევროინტეგრაციის მომხრეეები ორ ბანაკად არიან განლაგებულები. ერთი ნაწილი ევროპის მოედანზე იმყოფება, მეორე მინისტრთა კაბინეტის შენობის მიმდებარედ, მაიდანზე.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა