სად და როგორ მოიტეხა ხელი ზაქარია ქუცნაშვილმა

სად და როგორ მოიტეხა ხელი ზაქარია ქუცნაშვილმა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე ხელმოტეხილი მივიდა.

ქუცნაშვილის მდგომარეობა მედიის წარმომადგენლებსა და იქ შეკრებილებს არ გამოჰპარვიათ.

როგორც დეპუტატი Ambebi.ge-სთან განმარტავს, ის ქუჩაში წაიქცა და მოტეხილობა მიიღო, რის შედეგადაც მარცხენა ხელი თაბაშირში აქვს.

"გუშინ, ქუჩაში მივდიოდი, როდესაც რაღაცას ფეხი წამოვკარი და წავიქეცი. დაცემისას ხელები მოვიხმარე და სწორედ ამ დროს მომტყდა ხელი. იდაყვზე, სხივური ძვალი მაქვს გატეხილი. ხელი უხერხულად დავაყრდენი, რომ სახე არ დამერტყა", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ნიკა ქურციკიძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა