სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქუთაისში ციხიდან გათავისუფლებულმა ქმარმა ცოლს კარაქიანი პურის გამო სცემა
ქუთაისში ციხიდან გათავისუფლებულმა ქმარმა ცოლს კარაქიანი პურის გამო სცემა

ქუ­თა­ის­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 45 წლის მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლეს სას­ტი­კად სცე­მა. მე­უღ­ლე­ე­ბის ჩხუბს 2 წლის ბავ­შვი შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც წაქ­ცე­უ­ლი ქა­ლის ქვეშ იყო მო­ყო­ლი­ლი.

დიდი ხნის ყვი­რი­ლის და გი­ნე­ბის შემ­დეგ, ქალ­მა ქმრის ხე­ლი­დან გაქ­ცე­ვა და მე­ზო­ბელ­თან და­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხა. რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მე­ზობ­ლებს გა­უმ­ხი­ლა, კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი ის ფაქ­ტი გახ­და, რომ ცოლ­მა ქმრის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი კა­რა­ქი­ა­ნი პური არ შე­ჭა­მა. "სახ­ლში რომ მო­ვი­და, საჭ­მე­ლი გა­ვუ­წყვე, პუ­რის ნა­ჭერ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი კა­რა­ქი და თაფ­ლი გა­და­უს­ვა, ჭამა და­ი­წყო და ვე­ღარ შე­ჭა­მა. და­მი­ძა­ხა, შენ მოდი და შე­ჭა­მეო. მე იქვე ბავ­შვს ვა­ვახ­შმებ­დი, არ მინ­და ეხლა ვჭა­მე-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. ის კი გი­ჟი­ვით მომ­ვარ­და, კა­რა­ქი სა­ხე­ში შე­მა­ზი­ლა და წა­მაქ­ცია, თმე­ბით გა­მო­მიყ­ვა­ნა კა­რე­ბამ­დე, ბავ­შვი კი ქვეშ მო­მიყ­ვა" - უთხრა ქალ­მა მე­ზობ­ლებს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თმით, ქა­ლის დახ­მა­რე­ბა ვე­რა­ვინ გა­ბე­და, რად­გან მო­ძა­ლა­დე ქმრის შე­ე­შინ­დათ. "გვე­გო­ნა, ჩა­წყნარ­და ყვე­ლა­ფე­რი, რომ შუა ღა­მით კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­გეთ ატი­რე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ქა­ლის ხმა, ბავ­შვის ტი­რი­ლი და გა­ცო­ფე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ღრი­ა­ლი და გი­ნე­ბა. ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა დაგ­ვჭირ­და იმის­თვის, რომ ქალი სახ­ლი­დან გაგ­ვე­პა­რე­ბი­ნა" - გა­ნა­ცხა­დეს თვითმხილ­ველ­მა მე­ზობ­ლებ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქუთაისში ციხიდან გათავისუფლებულმა ქმარმა ცოლს კარაქიანი პურის გამო სცემა

ქუთაისში ციხიდან გათავისუფლებულმა ქმარმა ცოლს კარაქიანი პურის გამო სცემა

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 45 წლის მამაკაცმა მეუღლეს სასტიკად სცემა. მეუღლეების ჩხუბს 2 წლის ბავშვი შეესწრო, რომელიც წაქცეული ქალის ქვეშ იყო მოყოლილი.

დიდი ხნის ყვირილის და გინების შემდეგ, ქალმა ქმრის ხელიდან გაქცევა და მეზობელთან დამალვა მოახერხა. როგორც დაზარალებულმა მეზობლებს გაუმხილა, კონფლიქტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ცოლმა ქმრის მიერ მიწოდებული კარაქიანი პური არ შეჭამა. "სახლში რომ მოვიდა, საჭმელი გავუწყვე, პურის ნაჭერზე ძალიან ბევრი კარაქი და თაფლი გადაუსვა, ჭამა დაიწყო და ვეღარ შეჭამა. დამიძახა, შენ მოდი და შეჭამეო. მე იქვე ბავშვს ვავახშმებდი, არ მინდა ეხლა ვჭამე-მეთქი, ვუთხარი. ის კი გიჟივით მომვარდა, კარაქი სახეში შემაზილა და წამაქცია, თმებით გამომიყვანა კარებამდე, ბავშვი კი ქვეშ მომიყვა" - უთხრა ქალმა მეზობლებს.

თვითმხილველების თმით, ქალის დახმარება ვერავინ გაბედა, რადგან მოძალადე ქმრის შეეშინდათ. "გვეგონა, ჩაწყნარდა ყველაფერი, რომ შუა ღამით კიდევ რამდენჯერმე გავიგეთ ატირებული და შეშინებული ქალის ხმა, ბავშვის ტირილი და გაცოფებული მამაკაცის ღრიალი და გინება. ოპერაციის ჩატარება დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქალი სახლიდან გაგვეპარებინა" - განაცხადეს თვითმხილველმა მეზობლებმა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა