სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა პრეტენზია აქვთ "ერთი ერთშის" ჟიურისთან დათო გომართელსა და ელენე კალანდაძეს
 რა პრეტენზია აქვთ "ერთი ერთშის" ჟიურისთან დათო გომართელსა და ელენე კალანდაძეს

GDS-ზე ახა­ლი პრო­ექ­ტი სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რაა და­ი­წყო, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რებს ვი­დე­ო­ებს პრო­ექ­ტი­დან "ერთი ერ­თში" . ის ჰო­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნი­ის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რვა მო­ნა­წი­ლის მიერ ყო­ველკ­ვი­რა სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბას. მსგავ­სე­ბა იდე­ა­ლუ­რი უნდა იყოს, შე­სა­ბა­მი­სად, კოს­ტი­უ­მის ავ­ტორ­მა და გრი­მი­ორ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით უნდა იმუ­შა­ონ, გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი უნდა იყ­ვნენ ქო­რე­ოგ­რა­ფი და ვო­კა­ლის პე­და­გო­გი, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ებს უნდა ჩა­უ­ტარ­დეთ დრა­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. რვა­ვე მო­ნა­წი­ლე ყო­ველკ­ვი­რა იმ­დენ გაკ­ვე­თილ­ზე და­დის, რომ რო­გორც "ერთი ერ­თშის" კონ­კურ­სან­ტე­ბი დათო გო­მარ­თე­ლი და ელე­ნე კა­ლან­და­ძე გვიმ­ხე­ლენ, სხვა არაფ­რის­თვის დრო არ რჩე­ბათ. და­თოს ლუი არმსტრონ­გმა და ელე­ნეს ემი უა­ი­ნ­ჰა­უს­მა ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ზე მეტი სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­რეს. ვნა­ხოთ, თა­ვად რო­გორ აფა­სე­ბენ ამ პრო­ექტს და იქ სა­კუ­თარ ად­გი­ლებს.

დათო:

- ზუს­ტად აღარ მახ­სოვს, ვინ და­მი­რე­კა ამ პრო­ექ­ტის­თვის, მაგ­რამ რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მო­ვე­დი და თე­მურ გო­გო­ლა­ძეს, ობო­ბას შევ­ხვდი, შემ­დეგ - გვან­ცა კი­ლა­სო­ნი­ას, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექტს ამ­ზა­დე­ბენ, უკვე ნა­ნა­ხი მქონ­და "ერთი-ერ­თშის" რუ­სუ­ლი ვერ­სია. ამი­ტო­მაც და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი საქ­მი­სა, რო­გორც ყვე­ლამ, ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­დე. ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­გიძ­ლია, მა­ყუ­რე­ბელს, შენს თაყ­ვა­ნის­მცე­მელს თავი სხვა კუ­თხით და­ა­ნახ­ვო. და­თან­ხმე­ბის შემ­დეგ გაგ­ვაც­ნეს ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი და გვი­თხრეს, რომ იქ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი. მი­ვი­ღეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს პრო­ექ­ტი უცხო­ურ დო­ნეს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და და აქე­დან გა-მომ­დი­ნა­რე დავ­თან­ხმდით მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ელე­ნე:

- მეც ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კეს არ­ხი­დან, ელე­ნე კო­ლე­ლიშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ ამ­გვა­რი პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და. მე, და­თოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა­ფე­რი ვი­ცო­დი ამ გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ. პა­სუ­ხი საკ­მა­ოდ გვი­ან მი­ვე­ცი, და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რას ვფიქ­რობ­დი. ეს არ იყო მარ­ტი­ვი პრო­ექ­ტი, რად­გან ძა­ლი­ან ბევრ რა­ღა­ცას ვე­ღარ ვას­წრებ მის გამო. მა­გა­ლი­თად, ჩემს სტუ­დი­ა­ში ბავ­შვებ­თან ვე­ღარ მივ­დი­ვარ და ვო­კა­ლის გაკ­ვე­თი­ლებს ვე­ღარ ვუ­ტა­რებ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი თვა­ლით არ მი­ნა­ხავს. ყვე­ლას მოგ­ვიხ­და რა­ღა­ცე­ბის გა­და­დე­ბა. გა­ვე­ცა­ნი შოუს ფორ­მატს და ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი. თა­ნაც, როცა გა­ვი­გე, ვინ იქ­ნე­ბოდ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, გა­მი­ხარ­და. უკან არ და­ვი­ხიე.

- ვო­კა­ლი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის პე­და­გო­გე­ბი ამე­რი­კი­დან არი­ან, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ძა­ლი­ან დიდი პრაქ­ტი­კაა და შე­მიძ­ლია, თა­მა­მად ვთქვა, რომ მას­ტერ-კლა­სია. ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში არ გვაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ამე­რი­კელ ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან ვი­მე­ცა­დი­ნოთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეფ­რემ შა­ნელ­თან მაქვს შე­ხე­ბა, ისე­ვე, რო­გორც სხვა პე­და­გო­გებ­თან კონ­ტაქ­ტი მა­ხა­რებს, ქარ­თვე­ლებ­სა თუ უცხო­ე­ლებ­თან.

- დათო, რა­ი­მე ახა­ლი თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ სა­კუ­თარ ხმა­ში?

- სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობ, არას­დროს უნდა თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცი. ალ­ბათ, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას სწავ­ლობ. ამა­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი. თუნ­დაც ახალ­გაზ­რდა კო #46 13 ლე­გე­ბის­გან ის­წავ­ლი რა­ღა­ცას. მა­ილს დე­ვი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად იყ­ვან­და ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებს, რომ მათ­გან ბევ­რი რამ ეს­წავ­ლა. ჩემი აზ­რით, დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა ასეთ პე­და­გო­გებ­თან მუ­შა­ო­ბა. ამე­რი­კელ პედა-გოგ­თან მო­სახ­ვედ­რად ამე­რი­კა­ში წას­ვლა და ფუ­ლის გა­დახ­დაა სა­ჭი­რო, ჩვენ კი აქეთ გვეწ­ვივ­ნენ და გვას­წავ­ლი­ან. ჟი­უ­რი­ში რამ­დე­ნად ძლი­ე­რე­ბი არი­ან, ეს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მად­ლობ­ლე­ბი ვართ გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თვის.

- რა­ტომ, ფიქ­რობთ, რომ ჟი­უ­რის ორი უცხო­ე­ლი წევ­რი ობი­ექ­ტუ­რად არ გა­ფა­სებთ?

- შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი ცალ­კე სა­კი­თხია, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც გას­წავ­ლის და იცის შენი პლუს-მი­ნუ­სე­ბი, ჟი­უ­რი­ში არ უნდა იჯ­დეს. აქ კი ასეა. ჟი­უ­რის წევ­რმა უნდა შე­ა­ფა­სოს ის პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც იმ წუთ­ში და­ი­ნა­ხავს. შე­იძ­ლე­ბა, რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს რა­ღაც არ მო­გე­წო­ნოს, ვერ იმ­ღე­რო, რად­გან ხმა არ გაქვს, გან­წყო­ბა არ გაქვს, ჟი­უ­რის წევ­რი კი ამ ყვე­ლა­ფერს არ უნდა ხე­დავ­დეს. შე­საძ­ლოა, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მაგ­რამ "დაგ­ლი­ჯო" კონ­ცერ­ტზე. შე­მოქ­მედ ადა­მი­ან­ზე ბევ­რი რამ მოქ­მე­დებს, ამინ­დი, გან­წყო­ბა, რა ხდე­ბა ოჯახ­ში. როცა შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო იცის, ჟი­უ­რი "იჭ­რე­ბა" და აღარ იცის, რა უნდა გა­ა­კე­თოს. არც ერთ კონ­კურ­სზე ჟი­უ­რის წევ­რი არ ეს­წრე­ბა რე­პე­ტი­ცი­ებს. ეს არ არის მხო­ლოდ ერთი ტუ­რის შე­ფა­სე­ბა და არც მხო­ლოდ ჩემ­და­მი ჟი­უ­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ზო­გა­დად ვამ­ბობ. იყო სა­უ­ბა­რი ჟი­უ­რის მე­ხუ­თე წევ­რის და­მა­ტე­ბა­ზე.

- წინა ოთხშა­ბათს ორი­ვე თქვენ­გან­მა და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო და ამას ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა?

- გუ­შინ, უბ­რა­ლოდ, წერ­ტი­ლი და­ეს­ვა ამ ყვე­ლა­ფერს. მა­ნამ­დე ცოტა ვორ­ჭო­ფობ­დით ამ თე­მა­ზე, გუ­შინ კი სა­ბო­ლო­ოდ გა­მოჩ­ნდა. თუმ­ცა ალ­ბათ არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, როცა რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე ჟი­უ­რი­თი ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი იყოს (იცი­ნის).

ელე­ნე:

- მეც ვე­თან­ხმე­ბი და­თოს. როცა ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა გაქვს ადა­მი­ან­თან, მერე მისი შე­ფა­სე­ბა ძნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ჟი­უ­რის, არის რა­ღაც, რა­შიც ვე­თან­ხმე­ბი და არის შე­ფა­სე­ბა, რა­შიც არ ვე­თან­ხმე­ბი. უბ­რა­ლოდ, ზოგ­ჯერ ნომ­რის შემ­დეგ სი­ტყვი­ე­რი შე­ფა­სე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ქუ­ლე­ბის და­წე­რა ერ­თმა­ნეთს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ხოლ­მე და ეს გვი­ჩენს ეჭვს. გე­უბ­ნე­ბი­ან კარგ კო­მენ­ტარს და და­ბალ ქუ­ლას გი­წე­რენ ან პი­რი­ქით.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა პრეტენზია აქვთ "ერთი ერთშის" ჟიურისთან დათო გომართელსა და ელენე კალანდაძეს

 რა პრეტენზია აქვთ "ერთი ერთშის" ჟიურისთან დათო გომართელსა და ელენე კალანდაძეს

GDS-ზე ახალი პროექტი სულ რამდენიმე კვირაა დაიწყო, თუმცა სოციალურ ქსელებში მაყურებელი აქტიურად აზიარებს ვიდეოებს პროექტიდან "ერთი ერთში" . ის ჰოლანდიური კომპანიის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს რვა მონაწილის მიერ ყოველკვირა სხვადასხვა ცნობილი მომღერლის განსახიერებას. მსგავსება იდეალური უნდა იყოს, შესაბამისად, კოსტიუმის ავტორმა და გრიმიორმა მაქსიმალური სიზუსტით უნდა იმუშაონ, გარდა ამისა, პროექტში ჩართული უნდა იყვნენ ქორეოგრაფი და ვოკალის პედაგოგი, ასევე მონაწილეებს უნდა ჩაუტარდეთ დრამის გაკვეთილები. რვავე მონაწილე ყოველკვირა იმდენ გაკვეთილზე დადის, რომ როგორც "ერთი ერთშის" კონკურსანტები დათო გომართელი და ელენე კალანდაძე გვიმხელენ, სხვა არაფრისთვის დრო არ რჩებათ. დათოს ლუი არმსტრონგმა და ელენეს ემი უაინჰაუსმა ჯერჯერობით ყველაზე მეტი სიმპათია დაიმსახურეს. ვნახოთ, თავად როგორ აფასებენ ამ პროექტს და იქ საკუთარ ადგილებს.

დათო:

- ზუსტად აღარ მახსოვს, ვინ დამირეკა ამ პროექტისთვის, მაგრამ როდესაც ტელევიზიაში მოვედი და თემურ გოგოლაძეს, ობობას შევხვდი, შემდეგ - გვანცა კილასონიას, რომლებიც ამ პროექტს ამზადებენ, უკვე ნანახი მქონდა "ერთი-ერთშის" რუსული ვერსია. ამიტომაც დაახლოებით ვიცოდი მის შესახებ. მიუხედავად ბევრი საქმისა, როგორც ყველამ, ყველაფერი გადავდე. ამ პროექტის საშუალებით შეგიძლია, მაყურებელს, შენს თაყვანისმცემელს თავი სხვა კუთხით დაანახვო. დათანხმების შემდეგ გაგვაცნეს ტექნიკური საკითხები და გვითხრეს, რომ იქნებოდა საუკეთესო პირობები. მივიღეთ ყველანაირი მტკიცებულება, რომ ეს პროექტი უცხოურ დონეს არ ჩამოუვარდებოდა და აქედან გა-მომდინარე დავთანხმდით მონაწილეები.

ელენე:

- მეც ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს არხიდან, ელენე კოლელიშვილმა მითხრა, რომ ამგვარი პროექტი იწყებოდა. მე, დათოსგან განსხვავებით, არაფერი ვიცოდი ამ გადაცემის შესახებ. პასუხი საკმაოდ გვიან მივეცი, დაახლოებით ორ კვირას ვფიქრობდი. ეს არ იყო მარტივი პროექტი, რადგან ძალიან ბევრ რაღაცას ვეღარ ვასწრებ მის გამო. მაგალითად, ჩემს სტუდიაში ბავშვებთან ვეღარ მივდივარ და ვოკალის გაკვეთილებს ვეღარ ვუტარებ, ოჯახის წევრები თვალით არ მინახავს. ყველას მოგვიხდა რაღაცების გადადება. გავეცანი შოუს ფორმატს და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. თანაც, როცა გავიგე, ვინ იქნებოდნენ მონაწილეები, გამიხარდა. უკან არ დავიხიე.

- ვოკალისა და ქორეოგრაფიის პედაგოგები ამერიკიდან არიან, რაც თავისთავად საინტერესოა.

- ძალიან დიდი პრაქტიკაა და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მასტერ-კლასია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამერიკელ ვოკალის პედაგოგთან ვიმეცადინოთ. ძალიან მიხარია, რომ ეფრემ შანელთან მაქვს შეხება, ისევე, როგორც სხვა პედაგოგებთან კონტაქტი მახარებს, ქართველებსა თუ უცხოელებთან.

- დათო, რაიმე ახალი თუ აღმოაჩინეთ საკუთარ ხმაში?

- საერთოდ, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, არასდროს უნდა თქვა, რომ ყველაფერი იცი. ალბათ, სანამ ცოცხალი ხარ, ყოველთვის რაღაცას სწავლობ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. თუნდაც ახალგაზრდა კო #46 13 ლეგებისგან ისწავლი რაღაცას. მაილს დევისი სპეციალურად იყვანდა ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომ მათგან ბევრი რამ ესწავლა. ჩემი აზრით, დიდი ფუფუნებაა ასეთ პედაგოგებთან მუშაობა. ამერიკელ პედა-გოგთან მოსახვედრად ამერიკაში წასვლა და ფულის გადახდაა საჭირო, ჩვენ კი აქეთ გვეწვივნენ და გვასწავლიან. ჟიურიში რამდენად ძლიერები არიან, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან მადლობლები ვართ გაკვეთილებისთვის.

- რატომ, ფიქრობთ, რომ ჟიურის ორი უცხოელი წევრი ობიექტურად არ გაფასებთ?

- შეფასების კრიტერიუმი ცალკე საკითხია, მაგრამ, ჩემი აზრით, პედაგოგი, რომელიც გასწავლის და იცის შენი პლუს-მინუსები, ჟიურიში არ უნდა იჯდეს. აქ კი ასეა. ჟიურის წევრმა უნდა შეაფასოს ის პროდუქტი, რომელსაც იმ წუთში დაინახავს. შეიძლება, რეპეტიციების დროს რაღაც არ მოგეწონოს, ვერ იმღერო, რადგან ხმა არ გაქვს, განწყობა არ გაქვს, ჟიურის წევრი კი ამ ყველაფერს არ უნდა ხედავდეს. შესაძლოა, რეპეტიციაზე ვერაფერი გააკეთო, მაგრამ "დაგლიჯო" კონცერტზე. შემოქმედ ადამიანზე ბევრი რამ მოქმედებს, ამინდი, განწყობა, რა ხდება ოჯახში. როცა შიდა სამზარეულო იცის, ჟიური "იჭრება" და აღარ იცის, რა უნდა გააკეთოს. არც ერთ კონკურსზე ჟიურის წევრი არ ესწრება რეპეტიციებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტურის შეფასება და არც მხოლოდ ჩემდამი ჟიურის დამოკიდებულება, ზოგადად ვამბობ. იყო საუბარი ჟიურის მეხუთე წევრის დამატებაზე.

- წინა ოთხშაბათს ორივე თქვენგანმა დაბალი შეფასება მიიღო და ამას ხომ არ უკავშირდება?

- გუშინ, უბრალოდ, წერტილი დაესვა ამ ყველაფერს. მანამდე ცოტა ვორჭოფობდით ამ თემაზე, გუშინ კი საბოლოოდ გამოჩნდა. თუმცა ალბათ არ არსებობს შემთხვევა, როცა რომელიმე კონკურსის მონაწილე ჟიურითი ბოლომდე კმაყოფილი იყოს (იცინის).

ელენე:

- მეც ვეთანხმები დათოს. როცა ყოველდღიური შეხება გაქვს ადამიანთან, მერე მისი შეფასება ძნელია. რაც შეეხება ქართულ ჟიურის, არის რაღაც, რაშიც ვეთანხმები და არის შეფასება, რაშიც არ ვეთანხმები. უბრალოდ, ზოგჯერ ნომრის შემდეგ სიტყვიერი შეფასება და საბოლოოდ, ქულების დაწერა ერთმანეთს არ შეესაბამება ხოლმე და ეს გვიჩენს ეჭვს. გეუბნებიან კარგ კომენტარს და დაბალ ქულას გიწერენ ან პირიქით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება