დეტროიტში, ცნობილი სტრიპტიზ-კლუბების ქსელის მფლობელმა ალან მარკოვიჩმა ყოფილი მეუღლის მეზობლად შეიძინა სახლი და ეზოში დაამონტაჟა სკულპტურა, რომელსაც შუა თითის ფორმა აქვს.
ამ გზით, 59 წლის ბიზნესმენმა სამაგიერო გადაუხადა ყოფილ ცოლს, რომელმაც ერთ-ერთ ნაცნობთან უღალატა და რამდენიმე თვის წინ მასთან გადავიდა საცხოვრებლად.
თითქმის 4-მეტრიანი ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ბიზნესმენს 7 ათასი დოლარი დაუჯდა, კარგად ჩანს მარკოვიჩის ცოლისა და მისი ახალი საყვარლის სახლის ფანჯრებიდან.
იხილეთ ვიდეო