"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" "კათარზისის" პროექტის - "სადილი ყველას" ფარგლებში, ყველა უპოვარ ადამიანს საკვებით გაუმასპინძლდება. აქცია "კათარზისში" 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე დილით დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.
"კათარზისის" პროექტის მიზანია ყველა უპოვარი ადამიანის, დროებით შეჭირვებული ოჯახების, სტუდენტების და ე.წ "ქუჩის ბავშვების" ნოყიერი და ცხელი სადილით გამასპინძლება.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ასაკი და ადამიანების რაოდენობა განსაზღვრული არაა. თუმცა განმარტავენ, რომ უფასო სადილების მსურველთა რიცხვი დიდია და ერთ დღეში სადილს საშუალოდ 2000 ადამიანი იღებს.
"მოხარული ვართ, რომ ამ პროექტში მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას და საშუალება გვაქვს მრავალი ადამიანი გავახაროთ. სადილით გამასპინძლების აქცია თვეში ერთხელ ტარდება და ყველა შეჭირვებულს და უპოვარ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა გემრიელად დანაყრდეს", - აცხადებს შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მენეჯმენტი.
რამდენიმე თვეა "კათარზისის" ამ აქციას "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" გარდა რამდენიმე კომპანია - "მაკდონალდსი", "კასტელ ჯორჯია", "ჭყონია და კომპანია", "ჭყონია ტრანსპორტ ჯგუფი", "ა.მ.ბ" და "თ&დისტრიბუშენი" ერთად კურირებს.
R