სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ - გიორგი ღვინიაშვილი
ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ - გიორგი ღვინიაშვილი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი­სა და გურ­ჯა­ა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე გახ­სნი­ლია, თუმ­ცა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მისი გახ­მა­უ­რე­ბა არ აწყობს. ღვი­ნი­აშ­ვი­ლი არ აკონ­კრე­ტებს, 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღეს, სო­ფელ კო­ლაგ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის საქ­მის გახ­სნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­დან აქვს.

"მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე გახ­სნი­ლია, მაგ­რამ არ ახ­მა­უ­რე­ბენ, რად­გან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ აწყობს. იმი­ტომ არ ახ­მა­უ­რე­ბენ, რომ რო­გორც კი ამას იტყვი­ან, ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მე ტრა­გე­დი­ის ღა­მეს და­მა­და­ნა­შა­უ­ლა, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცეს. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეა, ცრუ დას­მე­ნის­თვის უნდა და­ი­სა­ჯოს. მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი და ცრუ დას­მე­ნა და­ნა­შა­უ­ლია. სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რა მოხ­და ამ ღა­მეს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­მო­ი­ყე­ნა ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და ცო­ცხე­ბის ფონ­ზე ამომ­რჩე­ვე­ლი ამ ტრა­გე­დი­ით დამ­ძი­მე­ბუ­ლი მი­იყ­ვა­ნა სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან," - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2013 წლის 19 ნო­ემ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რის დროს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იჩ­ქა­რა, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი გა­მო­ა­ცხა­და.

საქ­მის სწრა­ფი გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბა კი, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ დადო. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ შსს იმ დას­კვნამ­დე მი­ვი­და, რომ ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში დედა და დე­ი­და მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ - გიორგი ღვინიაშვილი

ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ - გიორგი ღვინიაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრისა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, თუმცა "ქართულ ოცნებას" მისი გახმაურება არ აწყობს. ღვინიაშვილი არ აკონკრეტებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, სოფელ კოლაგში გარდაცვლილი ბავშვის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია საიდან აქვს.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი და ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან," - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

შეგახსენებთ, 2013 წლის 19 ნოემბერს, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იჩქარა, როდესაც გამოძიების დასრულების თარიღი გამოაცხადა.

საქმის სწრაფი გამოძიების პირობა კი, ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ დადო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემდეგ შსს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვის მკვლელობაში დედა და დეიდა მონაწილეობდნენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა