ვინ არის კაცი, რომელიც "ალფს" ასახიერებდა

ვინ არის კაცი, რომელიც "ალფს" ასახიერებდა

90-იან წლებში გადაღებული პოპულარული სერიალი "ალფი" დღემდე მილიონობით ადამიანის, მათ შორის ქართველი მაყურებლის საყვარელი სერიალია.

ბევრმა არც კი იცის, როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც მას ასახიერებდა. მსახიობს, რომელიც კომიკურ თოჯინას მართავდა და ახმოვანებდა პოლ ფასკო ჰქვია. პოლი ამჟამად 60 წლისაა და მისი დაყოლიება ინტერვიუებზე რთულია. ამაყობს, რომ ხალხმა ასე ძალიან შეიყვარა ალფი და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მის ხმას ყველა ცნობს.

ალფის გმირი თავად 1984 წელს შექმნა - უცნაური გარეგნობის თოჯინა სახლში ჰქონდა და მეგობრებს, ოჯახის წევრებს და მეზობლებსაც კი ამ თოჯინით თავს აბეზრებდა. მოგვიანებით კი გადაწყვიტა, შოუ დაედგა - ასე გაჩნდა სერიალის შექმნის იდეა.

პოლს ჰყავს მეუღლე ლინდა და ვაჟი ქრისტოფერი.

მომზადებულია wikia.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება