"სა­ა­კაშ­ვი­ლის კაპ­რი­ზი იყო, ოქ­როს ქვი­შა დაგ­ვე­ყა­რა სა­ნა­პი­რო­ზე"

"სა­ა­კაშ­ვი­ლის კაპ­რი­ზი იყო, ოქ­როს ქვი­შა დაგ­ვე­ყა­რა სა­ნა­პი­რო­ზე"

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ, რა ფორ­მით მი­ი­ღებს პარ­ლა­მენ­ტი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის კო­დექ­სის კა­ნონ­პ­რო­ექტს, რომ­ლის ავ­ტო­რიც რე­გი­ო­ნუ­ლი მარ­თ­ვის და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როა. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტ­ში უკ­ვე შე­ვი­და, რე­გი­ო­ნუ­ლი მარ­თ­ვი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თენ­გიზ შერ­გე­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ამ სა­კითხით და­ვიწყეთ:

- პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ქა­ლა­ქებს, სა­დაც 15 ათა­სი და მე­ტი მცხოვ­რე­ბია, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლი ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა, ქა­ლა­ქის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი კი თვით­მ­მარ­თ­ველ თე­მე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. მთავარია, რე­ფორ­მა და­იწყოს, შემ­დ­გომ ეს ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლის სტა­ტუსის და­ახ­ლო­ე­ბით 13 ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა, კა­ნო­ნი­ვე გან­საზღ­ვ­რავს არ­ჩე­უ­ლი მე­რე­ბი­სა და გამ­გებ­ლე­ბის­თ­ვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბის მექა­ნიზ­მ­საც. ისე არ მოხ­დე­ბა, რო­გორც დღეს თბი­ლი­სის მე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში გვაქვს, რო­დე­საც კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით მი­სი გა­და­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე გკითხავთ. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ თქვენს მთავ­რო­ბას, რომ გა­ა­ჩე­რეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი...

- მა­თი კრი­ტი­კა ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში უსა­ფუძ­ვ­ლოა. იმ პრო­ექ­ტები­დან, რაც ჩვენს სა­მი­ნის­ტ­რო­ში იყო და­გეგ­მი­ლი, ყვე­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. მა­გა­ლი­თად, იყო ლა­პა­რა­კი შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­როს მოწყო­ბა­ზე, ეს პრო­ექ­ტი კეთ­დე­ბა, ოღონდ ოქ­როს ქვი­შის გა­რე­შე. სა­ა­კაშ­ვი­ლის კაპ­რი­ზი იყო, რომ ოქ­როს ქვი­შა დაგ­ვე­ყა­რა სა­ნა­პი­რო­ზე, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია ჩა­ი­რეცხე­ბო­და და ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ევ­რო წყალ­ში იქ­ნე­ბო­და გა­დაყ­რი­ლი. იყო რამ­დე­ნი­მე ისე­თი პრო­ექ­ტი, რომ არ შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა, კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას დავ­კარ­გავ­დით. ე.წ. თეთ­ნულ­დის სა­ბა­გი­რო გზის პრო­ექ­ტის გა­ჩე­რე­ბას გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, არა­და, დღე­საც ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­როს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იმ­ყო­ფე­ბა მეს­ტი­ა­ში, რა­თა საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი, პრო­ექ­ტის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ალე­ბე­ბი მი­ი­ღოს და და­ა­საწყო­ბოს.

- რა ელის ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზას?

- ეს მშე­ნებ­ლო­ბა გრძელდე­ბა, თა­ნაც ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად.

- რუს­თა­ვის ავ­ტო­ბა­ნის პრო­ექ­ტიც შე­ჩე­რე­ბუ­ლია...

- ამ ავ­ტო­ბან­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია გა­კოტ­რ­და, ამი­ტო­მაც ახა­ლი ტენ­დე­რის გა­მოცხა­დე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ტენ­დე­რი უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს, კი­დევ გარ­კ­ვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბია შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­იწყე­ბა.

- წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ლა­ზი­კის პრო­ექ­ტის გა­მო ბევ­რი კრი­ტი­კა შეხ­ვ­და, თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კ­ვა, იქ თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გეგ­მავს პორ­ტის აშე­ნე­ბას...

- ამ პრო­ექ­ტ­ზე ძი­რი­თა­დად ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­რო მუ­შა­ობს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ პრო­ცეს­ში ჩვენც ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ. აქ ლა­პა­რა­კია მხო­ლოდ პორ­ტ­ზე და არა ქა­ლაქ ლა­ზი­კა­ზე, არა­ვინ აპი­რებს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მსგავ­სი უმაქ­ნი­სი შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბას იქ, სა­დაც მხო­ლოდ კო­ღო­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. წი­ნა მთავ­რო­ბა ცდი­ლობ­და 2 ჰექ­ტარ ჭა­ობ­ზე და­ეს­ხა ას­ფალ­ტი. ააშ­ენეს კი­დეც იუს­ტი­ციის სახ­ლი, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, კო­ღო­ებს თუ და­ით­ვ­ლის. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ პორ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვსწავ­ლობთ, რო­დე­საც ეს დას­რულ­დე­ბა, უკ­ვე პრო­ექ­ტიც და­მუ­შავ­დე­ბა და ისიც გა­ირ­კ­ვე­ვა, რო­დის და­იწყე­ბა მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა