სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფრთხილად, ცოფი! - საქართველოში წელიწადში 10 ადამიანი იღუპება
ფრთხილად, ცოფი! - საქართველოში წელიწადში 10 ადამიანი იღუპება

ცოფი უმწვა­ვე­სი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე და ბო­ლოს სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა ან­ტი­რა­ბი­უ­ლი, ანუ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის დრო­უ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჩა­ტა­რე­ბაა. ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას თუ ვენ­დო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ 15 წუთ­ში ცო­ფი­სა­გან ერთი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი - აფ­რი­კა­ში, აზი­ა­სა და სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში, სა­დაც ცო­ფი­სა­გან ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში? - ამის გა­სარ­კვე­ვად იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრის ქი­რურგ-რა­ბი­ო­ლოგ ირა­კლი სუ­ლა­ვას მივ­მარ­თეთ:

- პა­ცი­ენ­ტე­ბის სიმ­ცი­რეს ნამ­დვი­ლად არ ვუ­ჩი­ვით. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრია, აც­რის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც საკ­მა­ოდ დი­დია. დღე­ში 80-100 ადა­მი­ა­ნი გვა­კი­თხავს. სა­შუ­ა­ლოდ თუ ვი­ან­გა­რი­შებთ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ცო­ფი­სა­გან 10 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

- უც­ნა­უ­რი ფაქ­ტე­ბი თუ ყო­ფი­ლა თქვენს პრაქ­ტი­კა­ში?

- შარ­შან მყავ­და პა­ცი­ენ­ტი, გვა­რად კას­ტრო, რო­მე­ლიც მო­ხე­ტი­ა­ლე ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, მო­რი­გი ალ­კოჰო­ლუ­რი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ ეტყო­ბა, თავი ტა­რი­ე­ლად წარ­მო­იდ­გი­ნა, თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს ეს­ტუმ­რა და ვე­ფხვის­თვის "ყუ­რის აწე­ვა" მო­ინ­დო­მა. სა­ში­ნე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და და სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ვუ­ტა­რეთ. მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტიც გვყავ­და, რო­მელ­მაც ვო­ლი­ერ­ში ხელი შეყო და ვე­ფხვმა და­კაწ­რა. ძი­რი­თა­დად კი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა­გან დაკ­ბე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი მო­დი­ან, თუმ­ცა გვქო­ნია კა­ტის, ვირ­თხის, ცხე­ნი­სა­გან დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვე­ბიც. კურ­დღლის, დათ­ვის, მგლი­სა და ტუ­რის მიერ დაკ­ბე­ნი­ლი ხალ­ხიც მო­სუ­ლა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვა­კი­თხავს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ­მა ზა­ზუ­ნამ დაკბი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბავ­შვე­ბი. ყვე­ლა ამ ცხო­ვე­ლის ნაკ­ბე­ნი სა­ში­შია, რად­გან მათი ნერ­წყვი ხვდე­ბა სის­ხლში და ცო­ფის სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მოქ­მნის. მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა: სამი წლის ბავ­შვს ში­ნა­ურ­მა აზი­ურ­მა ნა­გაზ­მა ლა­მის თავი მო­ა­ჭა­მა. ბავ­შვი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოგ­ვიყ­ვა­ნეს. ვუმ­კურ­ნა­ლეთ და დღეს ის კარ­გად არის, თუმ­ცა, მის გა­და­სარ­ჩე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოგ­ვიხ­და. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ნაკ­ბე­ნია, რად­გან სწო­რედ ისი­ნი არი­ან ცო­ფის ძი­რი­თა­დი გა­დამ­ტა­ნე­ბი, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი თუ აც­რი­ლია, წე­სით, არ უნდა გა­ცოფ­დეს. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში უბ­ნე­ბია ხე­ლის მტე­ვა­ნი, ფე­ხის თი­თე­ბი, კი­სე­რი, თავი და ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ნერ­ვუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბე­ბი მე­ტია, იმი­ტომ, რომ ცო­ფის ვირუ­სი მიჰ­ყვე­ბა არა სის­ხლს, არა­მედ ნერ­ვულ და­ბო­ლო­ე­ბებს და და­ა­ვა­დე­ბის სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დი მოკ­ლდე­ბა!

- ზოგ­ჯერ, თუ ადა­მი­ანს თა­ვი­სი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი დაკ­ბენს ან და­კაწ­რავს, ჰგო­ნია, რომ ეს სა­ში­ში არ არის და ექიმ­თან არ მი­დის.

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ვა­ლა­ლოდ მთავ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ორი თვის წინ ბა­თუ­მი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი, რო­მელ­საც მე­ზობ­ლის ძაღ­ლმა უკბი­ნა. მას თა­ვის დრო­ზე აც­რე­ბი არ ჩა­უ­ტა­რეს და ეს შემ­თხვე­ვა სამი-ოთხი თვის შემ­დეგ ლე­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდა. 9-10 წლის ბავ­შვი დაკბი­ნა ძაღ­ლმა და და­ი­წყო ჩვენ­თან აც­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ორი თუ სამი აც­რის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ ბავ­შვი ცო­ფის ნიშ­ნე­ბით მი­იყ­ვა­ნეს ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გა­ირ­კვა, რომ ის 7-8 თვის წინ სულ სხვა ძაღლს და­უ­კბე­ნია და ბავ­შვს ეს ამ­ბა­ვი და­უ­მა­ლავს. ძველ­მა ნაკ­ბენ­მა თავი იჩი­ნა და ყვე­ლა­ფე­რი სა­ვა­ლა­ლოდ დას­რულ­და.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, თქვენ, რო­გორც რა­ბი­ო­ლო­გი, რას ურ­ჩევ­დით ჩვენს მკი­თხველს?

- პირ­ვე­ლი: ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აიც­რას და მე­ო­რე - დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტმა სას­წრა­ფოდ უნდა მი­მარ­თოს იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრს. ჩვენ შე­ვა­ფა­სებთ ჭრი­ლო­ბას და გა­დავ­წყვეტთ, უნდა აიც­რას პა­ცი­ენ­ტი თუ არა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს აც­რის პრობ­ლე­მა უკვე აღარ დგას. ადრე 18 წლამ­დე პა­ცი­ენ­ტე­ბის აცრა უფა­სო იყო, ხოლო უფ­რო­სი ასა­კის ხალ­ხს თან­ხის გა­დახ­და უწევ­და, დღეს ეს პრობ­ლე­მა მთლი­ა­ნად მოხ­სნი­ლია. და­უ­დევ­რო­ბა და უყუ­რა­დღე­ბო­ბა რომ არა, წე­სით, ცო­ფის შემ­თხვე­ვა არ უნდა აღი­ნიშ­ნოს, რად­გან დე­და­ქა­ლაქ­შიც საკ­მა­რი­სად არის იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი და რე­გი­ო­ნებ­შიც.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ფრთხილად, ცოფი! - საქართველოში წელიწადში 10 ადამიანი იღუპება

ფრთხილად, ცოფი! - საქართველოში წელიწადში 10 ადამიანი იღუპება

ცოფი უმწვავესი ინფექციაა, რომელიც გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბოლოს სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული, ანუ ცოფის საწინააღმდეგო აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა. ოფიციალურ სტატისტიკას თუ ვენდობით, მსოფლიოში ყოველ 15 წუთში ცოფისაგან ერთი ადამიანი იღუპება. მათ შორის ყველაზე მეტი - აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ცოფისაგან ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 ადამიანი კვდება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? - ამის გასარკვევად იმუნიზაციის ცენტრის ქირურგ-რაბიოლოგ ირა­კლი სულავას მივმართეთ:

- პაციენტების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. იმის მიუხედავად, რომ ქალაქში რამდენიმე იმუნიზაციის ცენტრია, აცრის მსურველთა რაოდენობა მაინც საკმაოდ დიდია. დღეში 80-100 ადამიანი გვაკითხავს. საშუალოდ თუ ვიანგარიშებთ, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ცოფისაგან 10 ადამიანი იღუპება.

- უცნაური ფაქტები თუ ყოფილა თქვენს პრაქტიკაში?

- შარშან მყავდა პაციენტი, გვარად კასტრო, რომელიც მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა, მორიგი ალკოჰოლური დოზის მიღების შემდეგ ეტყობა, თავი ტარიელად წარმოიდგინა, თბილისის ზოოპარკს ესტუმრა და ვეფხვისთვის "ყურის აწევა" მოინდომა. საშინელი დაზიანებები ჰქონდა და სერიოზული მკურნალობა ჩავუტარეთ. მეორე პაციენტიც გვყავდა, რომელმაც ვოლიერში ხელი შეყო და ვეფხვმა დაკაწრა. ძირითადად კი შინაური ცხოველებისაგან დაკბენილი პაციენტები მოდიან, თუმცა გვქონია კატის, ვირთხის, ცხენისაგან დაკბენის შემთხვევებიც. კურდღლის, დათვის, მგლისა და ტურის მიერ დაკბენილი ხალხიც მოსულა. ძალიან ბევრი ადამიანი გვაკითხავს, რომელიც საკუთარმა ზაზუნამ დაკბინა, განსაკუთრებით - ბავშვები. ყველა ამ ცხოველის ნაკბენი საშიშია, რადგან მათი ნერწყვი ხვდება სისხლში და ცოფის საშიშროებას წარმოქმნის. მქონდა ასეთი შემთხვევა: სამი წლის ბავშვს შინაურმა აზიურმა ნაგაზმა ლამის თავი მოაჭამა. ბავშვი ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოგვიყვანეს. ვუმკურნალეთ და დღეს ის კარგად არის, თუმცა, მის გადასარჩენად სერიოზული პროცედურების ჩატარება მოგვიხდა. ყველაზე საშიში გარეული ცხოველების ნაკბენია, რადგან სწორედ ისინი არიან ცოფის ძირითადი გადამტანები, შინაური ცხოველი თუ აცრილია, წესით, არ უნდა გაცოფდეს. ყველაზე საშიში უბნებია ხელის მტევანი, ფეხის თითები, კისერი, თავი და ის ადგილები, სადაც ნერვული დაბოლოებები მეტია, იმიტომ, რომ ცოფის ვირუსი მიჰყვება არა სისხლს, არამედ ნერვულ დაბოლოებებს და დაავადების საინკუბაციო პერიოდი მოკლდება!

- ზოგჯერ, თუ ადამიანს თავისი შინაური ცხოველი დაკბენს ან დაკაწრავს, ჰგონია, რომ ეს საშიში არ არის და ექიმთან არ მიდის.

- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები სავალალოდ მთავრდება. მაგალითად, ორი თვის წინ ბათუმიდან ჩამოიყვანეს ბავშვი, რომელსაც მეზობლის ძაღლმა უკბინა. მას თავის დროზე აცრები არ ჩაუტარეს და ეს შემთხვევა სამი-ოთხი თვის შემდეგ ლეტალურად დამთავრდა. 9-10 წლის ბავშვი დაკბინა ძაღლმა და დაიწყო ჩვენთან აცრების ჩატარება. ორი თუ სამი აცრის შემდეგ გავიგეთ, რომ ბავშვი ცოფის ნიშნებით მიიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, გაირკვა, რომ ის 7-8 თვის წინ სულ სხვა ძაღლს დაუკბენია და ბავშვს ეს ამბავი დაუმალავს. ძველმა ნაკბენმა თავი იჩინა და ყველაფერი სავალალოდ დასრულდა.

- ბატონო ირაკლი, თქვენ, როგორც რაბიოლოგი, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- პირველი: შინაური ცხოველი აუცილებლად უნდა აიცრას და მეორე - დაკბენის შემთხვევაში პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს იმუნიზაციის ცენტრს. ჩვენ შევაფასებთ ჭრილობას და გადავწყვეტთ, უნდა აიცრას პაციენტი თუ არა. საბედნიეროდ, დღეს აცრის პრობლემა უკვე აღარ დგას. ადრე 18 წლამდე პაციენტების აცრა უფასო იყო, ხოლო უფროსი ასაკის ხალხს თანხის გადახდა უწევდა, დღეს ეს პრობლემა მთლიანად მოხსნილია. დაუდევრობა და უყურადღებობა რომ არა, წესით, ცოფის შემთხვევა არ უნდა აღინიშნოს, რადგან დედაქალაქშიც საკმარისად არის იმუნიზაციის ცენტრები და რეგიონებშიც.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია