11 ნოემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მცხოვრებმა 20 წლის თამაზ ხუსკივაძემ მეზობლის ძაღლი, ბიბი, იარაღით მოკლა. გავრცელდა სურათი, სადაც ახალგაზრდას ძაღლის თავი უჭირავს. როგორც ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე ამბობს, თამაზმა სიამაყით გაავრცელა ეს ფოტო სოციალურ ქსელში. ამ ყოველივეს თამაზის მამა უარჰყოფს. მას საკუთარი ვერსია აქვს ამბავზე, რომელმაც საზოგადოებაში უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.
ფრიდონ ხუსკივაძე:
- ჩვენთან რკინიგზაზე მოჰყვებიან ხოლმე ძაღლები მატარებლებს. ეგ ძაღლიც მატარებელს ჩამოჰყვა და სოფელში უპატრონოდ დაწანწალებდა. ლეილა კიკნაველიძის შვილებს წაუყვანიათ სახლში. ისინი არგვეთაში ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე. სწავლა როცა დაეწყოთ, თბილისში წავიდნენ, ძაღლმა კი ისევ გარე-გარე დაიწყო წანწალი. ჩვენ მეზობლები ვართ, ზუსტად ჩემი სახლის უკან აქვთ მათაც სახლი. ძაღლმა ბავშვების წასვლის მერე ღობის გაფუჭება დაიწყო. ყველაფერი გააფუჭა, მოსპო. ხალხსაც გამოედევნებოდა ხოლმე. ჩემს ბავშვსაც ორჯერ თუ სამჯერ გამოეკიდა. მივედი პატრონთან, ვუთხარი, რომ დაებათ, მაგრამ მიპასუხა, რა ვქნა, მე მაგას ვეღარ ვაკავებ, აღარ მემორჩილება და იქნებ, ვინმემ მოკლასო. რაც ბავშვები წავიდნენ, ვეღარ ვუვლი, ჯაჭვი ვუყიდე, მაგრამ ვერ დავაბიო. შარშან, თქვენც გემახსოვრებათ, რომ სოფელ არგვეთასთან ახლოს ცოფიანმა ძაღლმა 37 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლა...
- გულისხმობთ, რომ ამ ძაღლსაც ცოფი ჰქონდა?
- მე რა ვიცი, რა ჰქონდა. ეგ ძაღლი რომ კარგი ყოფილიყო, ხომ არავინ გამოაგდებდა სახლიდან? აშკარად გამოაგდო ვიღაცამ, სანამ ესენი შეიფარებდნენ.
- თქვენმა შვილმა ძაღლი მოკლა და შემდეგ თავი მოაჭრა?
- ჩემს შვილს მისთვის თავი არ მოუჭრია. სანადიროდ მიდიოდა და ამ დროს გამოკიდებია, რკინიგზასთან. ამან მოგერიების მიზნით თოფი ესროლა, ძაღლი კი რკინიგზისკენ გაიქცა. ბავშვმა, არ ვიცი, როდის, როცა იქიდან გამოიარა, ნახა, რომ მატარებელს ჰქონდა გადავლილი, ტანი ყოფილა გადაგლეჯილი, თავი და ტანი ცალ-ცალკე ეგდო.
- რახან ძაღლის მოკვლა უნდოდათ, მისმა პატრონებმა ხომ არ სთხოვეს თქვენს შვილს ეს?
- არა, ეს ჩემს შვილთან კავშირში არ ყოფილა.
- რატომ გადაიღო და გაავრცელა ფოტო ძაღლის თავით ხელში?
- ეს მას არ გაუკეთებია. ჩემი თაზო ბოროტი და ცხოველი არ არის, როგორც გამოიყვანეს. უნდოდა, რომ მკვდარი ძაღლი არხში ჩაეგდო, რომ არ აყროლებულიყო, ან რამეს არ დაეწყო მისი ჯიჯგვნა. იმ დროს, როცა თავი ეჭირა, ვიღაცამ სურათი ჩუმად გადაუღო. ვინ გააკეთა ეს, არ ვიცი.
იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე
ასევე დაგაინტერესებთ: