ოპერის მომღერალი და "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრი ნინო სურგულაძე იტალიიდან სოციალური ქსელით პროექტის მონაწილეთა კეთილშობილურ საქციელს ეხმაურება.
"იტალიიდან ინტერნეტის მეშვეობით ვუყურე წინა კვირის "ცეკვავენ ვარსკვლავებს" და გარდა იმისა, რომ ყველა მონაწილე მომეწონა, განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ჩემში მონაწილეების კეთილშობილურმა საქციელმა.
ამ კონკრეტულ პერიოდში თითოეული მონაწილე ბევრი ადამიანის ყურადღების ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად, მათი მაგალითი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მესიჯი ჯანსაღი ცხოვრების, შეუპოვრობის, რისკის და შრომისმოყვარეობისა და ამ ბოლო მაგალითით კი კეთილშობილების. სისხლი, რომელიც მათ გაიღეს მათივე სისხლისა და ხორცისთვის, ყურადღება, სითბო და სიყვარული პატარა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, ეს ყველაფერი, რაც მათ ასე სჭირდებათ...
ამაყი ვარ და ყველას სათითაოდ დიდ გულში ვუწერ ათიანს!
სიყვარულით ნინო", - წერს მომღერალი.
გასულ კვირას შოუს მესამე სეზონის ყველა მონაწილე იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.