პლანეტის ყოველი მეხუთე მაცხოვრებელი სოციალურ ქსელს იყენებს

პლანეტის ყოველი მეხუთე მაცხოვრებელი სოციალურ ქსელს იყენებს

პლანეტის ყოველი მეხუთე მაცხოვრებელი ან დაახლოებით 1,6 მლრდ ადამიანი სოციალურ ქსელს იყენებს, ამბობენ მარკეტინგულ კომპანია eMarketer-ში.

მკვლევარების მონაცემებით, მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც თვეში ერთხელ მაინც ამა თუ იმ რესურსის საკუთარ აკაუნტში შედიოდნენ, წელიწადში 14,2%-ით გაიზარდა, მაგრამ არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 2,33 მლრდ ადამიანამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების ყველაზე მეტი მომხმარებელი ნიდერლანდებშია - 63,5%. მას მოსდევს ნორვეგია - 63,3%, შვედეთი - 56,4%, სამხრეთ კორეა - 54,4%, დანია- 53,3%, აშშ- 51,7% და ფინეთი - 51,3%. ასევე სოციალური ქსელების მნიშვნელოვანი რაოდენობის მომხმარებელია კანადაში (51,2%) და დიდ ბრიტანეთში (50,7%).

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ინდოეთში ფიქსირდება, სადაც ერთ წელიწადში მათი რიცხვი 37,4%-ით გაიზარდა, ამასთან, მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან სოციალური ქსელების მომხმარებლების რაოდენობა ამ ქვეყანაში მხოლოდ 7,7%-ს შეადგენს.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს