სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა
9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

9 წლის გო­გო­ნას მი­მართ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 57 წლის მა­მა­კაცს 1 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­ნა­ჩე­ნი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­რი­ნა ცერ­ცვა­ძემ გა­მო­ი­ტა­ნა. მა­მა­კა­ცის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მე­დი­ის­თვის და­ხუ­რუ­ლი იყო.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, რა მი­უ­თი­თა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვლად მო­სა­მარ­თლემ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წილ­ში. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის­გან თავს იკა­ვებს საქ­მის პრო­კუ­რო­რი ნა­თია მუ­ხი­აშ­ვი­ლიც.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ახ­მე­ტის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1956 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბი­სათ­ვის 2013 წლის 21 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მა­მა­კაც­მა და­ნა­შა­უ­ლია 2012 წლის ზა­ფხულ­ში ჩა­ი­დი­ნა. ვიდ­რე პო­ლი­ცია ბრალ­დე­ბულს და­ა­კა­ვებ­და, მას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი სახ­ლში მი­უ­ვარ­დნენ და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში, კა­ხეთ­ში, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და მათ მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის 5 ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და. თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლე­ბი შე­ე­ფარ­დათ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 57 წლის მამაკაცს 1 წლით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ გამოიტანა. მამაკაცისთვის წარდგენილი ბრალი 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

თელავის რაიონულ სასამართლოში არ აკონკრეტებენ, რა მიუთითა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლად მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში. მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს საქმის პროკურორი ნათია მუხიაშვილიც.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა 1956 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის 2013 წლის 21 ივნისს დააკავეს, თუმცა მამაკაცმა დანაშაულია 2012 წლის ზაფხულში ჩაიდინა. ვიდრე პოლიცია ბრალდებულს დააკავებდა, მას დაზარალებული ბავშვის თანასოფლელები სახლში მიუვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, კახეთში, არასრულწლოვნების გაუპატიურების და მათ მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის 5 ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში, მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს მსუბუქი სასჯელები შეეფარდათ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ