როდის დასჭირდა 12 ნაკერი სახეზე "ნიჭიერის" საშიში ნომრის ავტორს

როდის დასჭირდა 12 ნაკერი სახეზე "ნიჭიერის" საშიში ნომრის ავტორს

ამჯერად პროექტ "ნიჭიერის" კიდევ ერთ მონაწილეს გაგაცნობთ. გიორგი სარიშვილი ერთ-ერთია იმ უცნაურ ადამიანთაგან, რომელმაც საზოგადოების გაოცება შეძლო. გიორგიმ წითელკაბიან გოგონას ავტომობილის საშუალებით გახადა. ეს ორიგინალური ნომერი ავტოდრომზე გაიმართა და ჟიური სანახაობას ბინოკლის საშუალებით ადევნებდა თვალს. გიორგი დრიფტიორია. დრიფტი ავტოსპორტის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ და ავტომობილის მართვად მოცურებას და მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლას მოიცავს. სპორტის ეს სახეობა ბოლო დროს საქართველოში ძალიან პოპულარულია და გიორგისთვისაც შოუში მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხალხისთვის მისი გაცნობა გახლდათ. ორჯერ მოყვა ავარიაში, თუმცა ავტოსპორტი მაინც მისი გატაცებაა და მეგობრებთან ერთად პირველი დრიფტ-გუნდი SLIDE EMPIRE ჩამოაყალიბა.

- 23 წლის ვარ, თბილისში დავიბადე, მაგრამ იმის გამო, რომ მამა აზერბაიჯანსა და თურქეთში მუშაობდა, იქ მომიწია ცხოვრებამ. უნივერსიტეტი თბილისში დავამთავრე. ახლა ერთ-ერთ კომპანიაში პიარმენეჯერად ვმუშაობ. ავტომობილის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება, მაგრამ დრიფტის შესახებ მოგვიანებით გავიგე. ახლა მესამე სერიის "ბეემვე" მყავს, მაგრამ ყოველდღიურად არ ვიყენებ. ზედმეტად ვუვლი და ძალიან ვუფრთხილდები. სადგომიდან კვირაში ერთხელ გამომყავს და სავარჯიშოდ მივდივარ. ვიცი, გაგიკვირდებათ, მაგრამ სამსახურსა თუ სხვაგან ძირითადად ფეხით ან სამარშრუტო ტაქსით გადავადგილდები. ყველაფერი სპორტის ამ სახეობას შევწირე და წარმატებასაც მივაღწიე.

- მშობლებს რა რეაქცია აქვთ შენს გატაცებაზე?

- აქამდე ორჯერ მოვყევი ავარიაში, ერთხელ - მამას და მეორედ დედას ავტომობილით. ორივე მანქანა გადასაგდები გახდა. პირველად უვნებელი გადავრჩი, მაგრამ მეორედ 12 ნაკერი მქონდა სახეზე. ყველაფრის მიუხედავად მშობლები მაინც მხარში მიდგანან, დარწმუნებული არიან, რომ ქალაქში იმავეს არ გავიმეორებ. საკუთარ თავზე გამოვცადე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ქალაქში სწრაფად სიარულს.

როდესაც დრიფტით სერიოზულად დავინტერესდი, ინტერნეტში ვიდეოებს ვუყურებდი და ისე ვვარჯიშობდი. იმდენად კარგად დავეუფლე ამ სპორტს, რომ ჩემპიონატებშიც ვმონაწილეობდი. 2013 წელს პირველად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში. სულ ოთხი ეტაპია გასავლელი. სამიდან ორი ეტაპი მოვიგე, პირველ ადგილზე ვარ და მალე ფინალი გვექნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება