[ექსკლუზივი] ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

[ექსკლუზივი] ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრა ჟურნალისტებთან რეზონანსული გამოდგა. ცხადია, ყველას საკუთარი აზრი აქვს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე და ზოგს ეს შეხედულება კიდევ უფრო გაუმძაფრდა 18 ნოემბრის სატელევიზიო ტოქშოუს შემდეგ.

შეხვედრა რთული გამოდგა, ჟურნალისტთა უმეტესობამ კითხვის თუ კითხვების ნორმალურად დასმა ვერ მოახერხა, ყვირილსა და ხელების ქნევაში გაჯიბრება კი ნამდვილად არ არის მედიელის საქმე.

მთავარი, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ინტერესებია.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდება - 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი, ვისზეც ქეცბაიამ გუშინწინდელ ტოქშოუში აუგად ისაუბრა.

19 ნოემბერს "კრილია სოვეტოვის" მცველს რუსეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ამისულაშვილი პასუხობს.

- ალბათ, უყურეთ თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრას ჟურნალისტებთან. ნაკრების მწვრთნელმა კონკრეტულად თქვენზეც ისაუბრა. რა კომენტარს გააკეთებდით ამ თემაზე?

- რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! თურმე, ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა. რაც შეეხება ქეცბაიას ნალაპარაკებს ჩემზე, ასეთ რამეს რა აზრი აქვს, როცა ვისზეც ლაპარაკობ, იქ არ არის და პასუხს ვერ გაგცემს? რაც მან ჩემზე ილაპარაკა, ამაზე აუცილებლად გავცემ პასუხს, ოღონდ მაშინ, როცა პირისპირ შევხვდები.

- ლაპარაკი იყო ბიზნესკლასით მგზავრობაზეც...

- ...როცა ქეცბაიამ ჩემზე თქვა, ვითომდა, მოვითხოვე ბიზნესკლასით მგზავრობა - რა ზღაპრებს ჰყვება?! ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ არის სათანადო დოკუმენტები, რითიც შეიძლება იმის გარკვევა და დამტკიცება, სინამდვილეში რა და როგორ იყო.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია