3D პრინტერზე დამზადებული მეტალის პირველი პისტოლეტი

3D პრინტერზე დამზადებული მეტალის პირველი პისტოლეტი

სამგანზომილებიანი ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანს 3D პრინტერებზე ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების საშუალება მისცა. დაბალი რესურსისა და საიმედოობის მიუხედავად, პლასტმასისგან დამზადებულმა იარაღმა ზოგიერთი ქვეყნის სამართალდამცველების შეშფოთება უკვე გამოიწვია. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მეტალისგან "დაბეჭდილი" პისტოლეტის დამზადება მხოლოდ დროის საკითხი იყო. პირველობა ამ საკითხში ამერიკულმა კომპანია Solid Concepts-ს ეკუთვნის.

3D პრინტერზე დაბეჭდილი პისტოლეტი 1911 წლის მოდელის კოლტის ზუსტი ანალოგია და მისი ყველა დეტალი სამგანზომილებიანი ბეჭდვის გზით, პირდაპირი ლაზერული შეცხობის მეთოდითაა დამზადებული. რთული ფორმების მეტალის დეტალების დასამზადებლად ამ ტექნოლოგიებს დიდი ხანია იყენებენ. პისტოლეტის კონსტრუქციაში ერთადერთი "უცხო" ელემენტები ზამბარებია, რომელთა პრინტერზე დაბეჭდვაც ჯერჯერობით შეუძლებელია.

Solid Concepts-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ფილიპ კონერის თქმით, პისტოლეტის შექმნა უპირველეს ყოვლისა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების დემონსტრირებას ისახავდა მიზნად.

3D პრინტერზე დაბეჭდილი პისტოლეტი საკმაოდ მტკიცე და ზუსტი გამოვიდა, რაც საცდელმა სროლებმაც დაადასტურა. აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი განმარტებით, მსგავსი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობას უკონტროლოს გახდის და კრიმინოგენულ ვითარებასაც გააუარესებს. ფილიპ კონერის განმარტებით, ასეთი პისტოლეტის დამზადება დიდ და საკმაოდ ძვირადღირებულ სამრეწველო დანიშნულების 3D პრინტერს და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს საჭიროებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე