ისვენებდა თუ არა თინა კანდელაკი დუბაიში რამზან კადიროვთან ერთად? - ტელეწამყვანი სობჩაკის ბრალდებას პასუხობს

ისვენებდა თუ არა თინა კანდელაკი დუბაიში რამზან კადიროვთან ერთად? - ტელეწამყვანი სობჩაკის ბრალდებას პასუხობს

რუსეთში მოღვაწე ქართველ ტელეწამყვან თინა კანდელაკსა და რუს სკანდალურ ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს შორის კინკლაობას ბოლო არ უჩანს. ამჯერად კანდელაკი "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე სობჩაკის მორიგ ბრალდებას პასუხობს, რომელიც დუბაიში ტელეწამყვანის დასვენებას უკავშირდება.

"პატრიარქმა კირილმა დუბაის შვიდვარსკვლავიან სასტუმრო ბურჯ-ელ-არაბში ("აფრა") დაისვენა. ეს შესანიშნავი სიახლეა :)))) გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ნოემბრის დღესასწაულებზე დუბაიში დასასვენებლად იმყოფებოდა კანდელაკი.... რამზან კადიროვთან ერთად ... თუმცა პატრიარქი "აფრაში" უფრო მაგარია. საინტერესოა, ბურჯ-ელ-არაბში არის 666-ე სართული?", - განაცხადა სობჩაკმა.

სობჩაკის ბრალდებას კანდელაკი ასე გამოეხმაურა:

"როგორც ჩანს, სობჩაკს ჩემს გამო პარანოია ეწყება. ყველგან მე ველანდები: პატრიარქის გვერდზე, რამზანთან, პუტინთან. საინტერესოა, შინ როდესაც ის დს მაქსიმი ყველის ნამცხვარს აკეთებენ, მაშინაც მე ველანდები?! ვფიქრობ, მედიცინის მუშაკები ამ დაავადებით უნდა დაინტერესდნენ - კანდელაკიმანია ან კანდელაკიფობია.

ცნობისთვის, ნოემბერში საქართველოში ვიმყოფებოდი. იქ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რაც სოციალურ ქსელში ჩემს "მიმდევრებსაც" გავუზიარე. სობჩაკის განცხადება - ფსევდოსენსაცია და ავადმყოფური ბოდვებია. სამწუხაროა, თუ ამას ვინმე იჯერებს. ვის იახტებზე ისვენებს სობჩაკი, ვის კაბინეტებში დარბის - ეს ცალკე საუბრის თემაა.

იმის დადასტურების სანაცვლოდ, რომ ტყუის, სობჩაკს 500 000 დოლარს ვთავაზობ, თუ ის დაამტკიცებს, რომ ნოემბერში დუბაიში ვიმყოფებოდი. ვიცი, რომ ქსენიას ფულთან პრობლემები აქვს, ამიტომ მისგან არაფერს მოველი", - წერს კანდელაკი.

ტელეწამყვანებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ ისინი შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, რომ ერთმანეთს "უკბონონ". დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, სობჩაკის ოპოზიციაში გადასვლა გახდა - თინა პუტინისა და "ედინაია როსიას" ცნობილი მხარდამჭერია. 2011 წლის სამართლიანი არჩევნებისათვის გამართული მიტინგების შემდეგ ტელეწამყვანების გზები საბოლოოდ გაიყო.

იხილეთ ასევე: თინა კანდელაკმა დაბადების დღე "ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად აღნიშნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს