როგორ ინარჩუნებენ Victoria's Secret-ის მოდელები ფორმას

როგორ ინარჩუნებენ Victoria's Secret-ის მოდელები ფორმას

Victoria's Secret-ის ანგელოზები ყველაზე სექსუალური ქალები არიან და არა მხოლოდ სამოდელო ბიზნესში. თუმცა, გოგონები ამბობენ, რომ მათი შეუდარებელი სხეული მხოლოდ ბუნების დამსახურება არ არის.

კარლი კლოსი აცხადებს, რომ ფორმაში ყოფნას ის ბალეტის სიყვარულის, სირბილისა და ცურვის წყალობით ახერხებს. მოდელი ხშირად დადის ველოსიპედითაც. "მომწონს მოძრაობა" - აცხადებს კლოსი.

ადრიანა ლიმას დიდ სიამოვნებას ანიჭებს ბოქსი. მოდელი რთულ ათლეტურ ილეთებს ასრულებს.

კენდის სვეინპოლი, რომელმაც წელს 10 მლნ დოლარად შეფასებული Fantasy Bra წარმოადგინა, უპირატესობას ბოქსსა და პილატესს ანიჭებს.  მოდელი კვირაში რამდენიმე დღე ვარჯიშობს.

დაუტსენ კრეზი - მოდელს სირბილი უყვარს. "როდესაც ნიუ-იორკში ვარ, მდინარე ჰუდსონის გასწვრივ დავრბივარ - ეს ძალიან მომწონს. ასევე დაკავებული ვარ ბოქსით და ვვარჯიშობ ლახტით. ამ ვარჯიშების შემდეგ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ",- ამბობს მოდელი.

ალესანდრა ამბროსიოს, ისევე როგორც მის ბევრ კოლეგას, უყვარს პილატესი (ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც ჯოზეფ პილატესმა შექმნა) და იოგა. ამ ვარჯიშებით ის კვირაში 3-ჯერ არის დაკავებული. "არ არის რთული ფორმის შეინარჩუნება. ვფიქრობ, ამჟამად უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავი",- ამბობს მოდელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება